ვანუაზის ეროვნული პარკი
იერსახე
ვანუაზის ეროვნული პარკი
Parc national de la Vanoise | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
ვანუაზის ეროვნული პარკი
| |
მდებარეობა | სავოია |
ქვეყანა | საფრანგეთი |
კოორდინატები | 45°20′ ჩ. გ. 6°50′ ა. გ. / 45.333° ჩ. გ. 6.833° ა. გ. |
ფართობი | 196.476 ჰა. |
დაარსდა | 1963 |
ოფიციალური საიტი | პარკის საიტი |
ვანუაზის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de la Vanoise) — საფრანგეთის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც შეიქმნა 1963 წელს. მდებარეობს საფრანგეთის ალპებში, მდინარე ტარანტეზის ხეობაში, საფრანგეთის პროვინცია სავოიაში. პარკის სიახლოვეს ვრცელდება რამდენიმე პატარა სოფელი. ისაზღვრება მსხვილი მთის კურორტებით. წარმოადგენს პოპულარულ საკურორტო ზონას; აქვეა აღმართული მთა გრან-პარადიზო (4061 მ). აღმოსავლეთით ესაზღვრება გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი; ორივე პარკის საერთო ფართობია 1250 კმ².
ვანუაზის ეროვნული პარკი განთქმულია ალპური მთის თხების პოპულაციით. გარდა ამისა გვხვდება: არჩვი, ალპური ზაზუნა, ფოცხვერი, თეთრი კურდღელი, ყარყუმი. ორნითოფაუნას ქმნიან ბატკანძერი, მთის არწივი და ჩვეულებრივი როჭო. განვითარებულია ტურიზმი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვანუაზის ეროვნული პარკი დაარქივებული 2012-06-23 საიტზე Wayback Machine.