ვანდალთა სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვანდალთა სამეფო
Regnum Vandalum
რომის პროვინცია აფრიკა|
 
რომის პროვინცია სიცილია|
435–534
დედაქალაქი ჰიპონი (435–439)[1]
კართაგენი 439[2]–534[3]
ენები ლათინური
ვანდალური
პუნიკური
ნუმიდიური
შუა საუკუნეების ბერძნული
რელიგია არიანელობა
ნიკეის ქრისტიანობა
ქალკედონის ქრისტიანობა
მთავრობა ფეოდალიზმამდელი მონარქია
ისტორია
 -  აფრიკაში შეჭრა 429
 -  მავრიტანიასა და ნუმიდიაში დასახლების უფლების მიღება 435
 -  ბიზანტიელთა მიერ დაპყრობა 534
დღეს ამ ტერიტორიაზე ალჟირის დროშა ალჟირი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
მალტის დროშა მალტა
ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტუნისის დროშა ტუნისი

ვანდალთა სამეფო (ლათ. Regnum Vandalum) ან ვანდალთა და ალანთა სამეფო (ლათ. Regnum Vandalorum et Alanorum) — გერმანული ტომების ბარბაროსული სახელმწიფო, რომელიც V–VI საუკუნეებში არსებობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, დღევანდელი ტუნისის, ალჟირის, ლიბიის, აგრეთვე კუნძულების სიცილიის, სარდინიისა და კორსიკის ტერიტორიაზე.

ვესტგუთებისაგან შევიწროვებულმა ვანდალებმა და ალანებმა, რომელთა მოსახლეობა 80 000-ს აღწევდა, 429 წელს გეიზერიხის მეთაურობით ესპანეთიდან ნავებით გადალახეს გიბრალტარის სრუტე და აფრიკაში შეიჭრნენ. 435 წელს რომისაგან მიიღეს ნუმიდიისა და მავრიტანიის პროვინციებში დასახლების უფლება, როდესაც ნათელი გახდა, რომ რომაელებს არ შეეძლოთ ვანდალთა არმიის დამარცხება. 439 წელს ვანდალებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები და კართაგენი, ჩრდილოეთ აფრიკის მთავარი ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ დაიპყრეს ხმელთაშუა ზღვის კუნძულები: სიცილია, სარდინია და კორსიკა. 460-იან წლებში რომაელებმა განახორციელეს ორი უშედეგო სამხედრო ექსპედიცია, რათა დაებრუნებინათ ჩრდილოეთ აფრიკა. ჩრდილოეთ აფრიკის დაკარგვა დიდი დარტყმა აღმოჩნდა დასავლეთ რომის იმპერიისათის, რადგან ეს მიწები იყო შემოსავლისა და მარცვლეულის (უმთავრესად ხორბლის) მთავარი წყარო ქალაქ რომისთვის.

455 წელს ვანდალებმა რომი გაძარვეს. დევნიდნენ ნიკეის ქრისტიანებს არიანელობის სასარგებლოდ. მფარველობდნენ სწავლულებს. მათ გააგრძელეს დიდი პროექტების აშენება, აყვავდა სკოლები. აქ მოღვაწეობდა მრავალი რომაელი ლათინურენოვანი მწერალი და ბუნებისმეტყველი.[4]

534 წელს ვანდალთა სამეფო აღმოსავლეთ რომის მხედართმთავარმა, ველისარიუსმა დაიპყრო და იმპერიას შეუერთა (იხ. ვანდალური ომი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Andrew Merrills and Richard Miles, The Vandals (Blackwell Publishing, 2007), 60.
  2. An Empire of Cities, Penelope M. Allison, The Cambridge Illustrated History of the Roman World, ed. by Greg Woolf (Cambridge University Press, 2001), 223
  3. Andrew Merrills and Richard Miles, The Vandals, 3.
  4. Miles 2007