შინაარსზე გადასვლა

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვალერი ჟისკარ დ'ესტენი)
ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი
Valéry Giscard d'Estaing
ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი Valéry Giscard d'Estaing
საფრანგეთის მე-20 პრეზიდენტი
ანდორის კო-პრინცი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1974 – 1981
პრემიერ-მინისტრი  ჟაკ შირაკი
რაიმონ ბარი
წინამორბედიჟორჟ პომპიდუ
ალენ პოერი (მვ. შემ.)
მემკვიდრეფრანსუა მიტერანი

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1969 – 1974
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1962 – 1966

დაბადებული2 თებერვალი, 1926
კობლენცი, გერმანია
გარდაცვლილი2 დეკემბერი, 2020 (94 წლის)
ოტონი, საფრანგეთი
რელიგიაკათოლიკე

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი (ფრანგ. Valéry Giscard d'Estaing; დ. 2 თებერვალი 1926, კობლენცი, გერმანია — გ. 2 დეკემბერი, 2020) — ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და ანდორის კო-პრინცი 1974–1981 წლებში.

მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობასა და საფრანგეთის არმიის საომარ მოქმედებებში ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ. 1952 წლიდან მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა საფრანგეთის სახელმწიფო დაწესებულებებში. 1956 წლიდან რეგულარულად ირჩევდნენ ეროვნული კრების დეპუტატად. 1962–1966 და 1969–1974 წლებში იყო ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი. 1974-1981 წლებში — საფრანგეთის პრეზიდენტი.

გარდაიცვალა 2020 წლის 2 დეკემბერს, კორონავირუსის შედეგად[1][2], 94 წლის ასაკში[3][4][5].

  • Wilsford, David, ed. Political leaders of contemporary Western Europe: a biographical dictionary (Greenwood, 1995) pp 170–176.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მედიის ცნობით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი კორონავირუსით გარდაიცვალა
  2. Valéry Giscard d’Estaing, former French president, dies at 94 from the Washington Post
  3. L'ancien président Valéry Giscard d'Estaing est mort
  4. VALÉRY GISCARD D'ESTAING EST MORT À L'ÂGE DE 94 ANS
  5. „Valéry Giscard d’Estaing dies after Covid-19 diagnosis“. The Guardian. 2 December 2020. ციტირების თარიღი: 2 December 2020.