სადი კარნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სადი კარნო
Sadi Carnot.jpeg
დაბ. თარიღი 1 ივნისი 1796(1796-06-01)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი პარიზი
გარდ. თარიღი 24 აგვისტო 1832(1832-08-24)[1] [2] [4] [3] (36 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო თერმოდინამიკა
მუშაობის ადგილი საფრანგთის სახმელეთო არმია
ალმა-მატერი პოლიტექნიკური სკოლა და Conservatoire national des Arts et Métiers
მამა ლაზარ კარნო

სადი კარნო (ფრანგ. Nicolas Léonard Sadi Carnot; დ. 1 ივნისი, 179624 აგვისტო, 1832) — ფრანგი სამხედრო მეცნიერი, ფიზიკოსი. ხშირად აღწერენ როგორც „თერმოდინამიკის მამა“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადი კარნო დაიბადა 1796 წლის 1 ივნისს პარიზში. მამამისი ლაზარ კარნო იყო საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი და ცნობილი მათემატიკოსი. 1812 წელს კარნო შევიდა პარიზის პოლიტექნიკურ სკოლაში, რომელიც 1814 წელს დაამთავრა საინჟინრო ჯარის ოფიცრის წოდებით. 1819 წლიდან იგი იყო გენერალური შტაბის ლეიტენანტი, მაგრამ იმის გამო, რომ მამამისი საფრანგეთიდან განდევნილი იყო სამხედრო კარიერაში კარნომ წინ ვერ წაიწია და 1828 წელს მან სამხედრო სამსახურს თავი დაანება.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1820 წლიდან კარნომ დაიწყო სითბური მოვლენების შესწავლა. იმდროინდელი ფიზიკის სხვადასხვა ნაწილის განვითარება იწვევდა ძველი შეხედულების უარყოფას და ახალის წარმოქმნას. ამ გარდაქმნებში, ექსპერიმენტალურ ფიზიკაში, პირველ ადგილზე არის ელექტრომაგნიტიზმის აღმოჩენა, რომელმაც მთელ ფიზიკაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ ღმოჩენას მოჰყვა გალვანურის ინდუქციის, თერმომაგნიტიზმის და საერთოდ მაგნიტიზმის სხვა ნივთიერებებზე მოქმედების აღმოჩენები. შემდგომში ელექტრომაგნიტური მოვლენები ომის კანონად დაედო საფუძვლად. ელექტრომაგნიტიზმის საშუალებით პირველად შეეცადნენ გამოეყენებინათ ელექტროობა მექანიკური მუშაობის წყაროდ და რაც მთავარია, ელექტრომაგნიტიზმის აღმოჩენა თავისთავად საკმარისი იყო იმსათვის, რომ ფიზიკოსებს უკუეგდოთ შეხედულება სითბომბადზე. მაშინდელი არასწორი შეხედულებით სითბო წარმოადგენდა რაღაც ნივთიერებას, რომელსაც არ გააჩნია სუნი, წონა, გემო, მასა და სხვა, მაგრამ რაღაც რაოდენობით ყველა სხეულში შედიოდა. აგრეთვე ფიქრობდნენ რო ორი სხეულის ურთიერთშეხებისას ერთი სხეულიდან მეორეზე გადადიოდა. ფურიეს აღმოჩენების შემდეგ კარნოს საშუალება მიეცა დაედგინა არა მარტო სითბოს მექანიკურ მუშაობად გარდაქმნის ფაქტი, არამედ მათ შორის დამოკიდებულების მუდმივობაც.

იმ მოვლენების აღმოჩენამ, რომ აირის შეკუმშვა იწვევს მის გათბობას, ხოლო გაფართოება — გაცივებას, განაპირობა არა მარტო მექანიკური ენერგიის სითბურში გადასვლის შესაძლებლობა, არამედ ამ გარდაქმნათა ურთიერთკავშირის არსებობაც. ამ ფაქტებიდან თავისთავად იბადებოდა კითხვა, ხომ არ წარმოადგენს ამ გარდაქმნათა რაოდენობრიფი ფარდობა მუდმივას და ხომ არ შეიძლებამექანიკური მოქმედების შედეგად მიღებული სითბოსაგან მივიღოთ იმავე სახისა და რაოდენობის მექანიკური ძალა და ხომ არ არიან ისინი ერთნაირ რაოდენობრივ ურთოერთკავშირში? ამ საკითხის გადაწყვეტა სადი კარნომ შეძლო ჯერ კიდე სამხედრო სამსახურში მსახურობისას. 1824 წელს მან გამოსცა თავისი მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი — „ფიქრები ცეცხლის მამოძრავებელი ძალისა და იმ მანქანების შესახებ, რომელთად ძალთაც ძალუძთ ამ ძალის განვითარება“. ამ ნაშრომში კარნომ პირველად გაამახვილა ყურადღება შემდეგ ფაქტზე: მხოლოდ მეტად გახურებული სხეულებიდან ნაკლებად გახურებულ სხეულებზე სითბოს გადასვლისას შეიძლებოდა მივიღოთ სასარგებლო მუშაობა და პირიქით, სითბო რომ გადავიტანოთ ნაკლებად გახურებული სხეულიდან მეტად გახურებულზე, უნდა დაიხარჯოს მუშაობა.

კორნოს მის ერთადერთ ნაშრომში ასევე განხილული აქვს იდეალური წრიული პროცესი, ეგრეთ წოდებული ციკლი, რომელსაც შემდგომში „კორნოს ციკლი“ ეწოდა. იგი შედგება ორი იზოთერმული და ორი ადიაბატური პროცესისაგან. „კორნოს ციკლით“ ავტორმა დაადასტურა თავისი სწორი მოსაზრებანი სითბოს გადასვლის შესახებ ერთი სხეულიდან მეორეზე. კორნი თვლიდა რომ ორთქლის ქვაბის მიერ დაკარგული სითბო კონდენსატორის მიერ მიღებული სითბოს ტოლია. აქედან გამომდინარეობს, რომ მუშაობა შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ სითბოს გადასხვლისას მაღალი ტემპერატურის მქონე სხეულიდან უფრო დაბალი ტემპერატურის მქონე სხეულზე. კარნოს ციკლის შემთხვევაში მიღებული მუშაობის ნამატი დაიხარჯება იმაზე, რომ სითბოს პირვანდელი რაოდენობა კონდენსატორიდან ორთქლის ქვაბს დაუბრუნდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ.IV, გვ. 103-106, თბ. 1980.
  • Н. З. Фрадлин, Сади карно. Его жизнь и творчество. К 100-летию со дня смерти, М.-Л., 1932.
  • А. А. Радциг. Сади Карно и его Размышления о движущей силе огня, в кн.: Архив истории науки и техники, вып. 3, Л., 1934.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive
  3. 3.0 3.1 Magdeburger Biographisches Lexikon — 2002.
  4. დიდი რუსული ენციკლოპედიაБольшая российская энциклопедия, 2016. — 768 с. — ISBN 978-5-85270-320-0