ეს თუ არა, ის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპერეტის პროგრამა ბაქოში, 1911 წელი

ეს თუ არა,ის (აზერ. О олмасын, бу олсун, او اولماسین بو اولسون, თანამედროვე დამწერლობით O olmasın, bu olsun) ასევე ცნობილი, როგორც მაშადი იბადი — აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალური კომედია (ოპერეტა) ოთხ მოქმედებაში, რომელიც დაწერილია 1910 წელს[1]. მასში აღწერილია სოციალური და ყოველდღიური ყოფა რევოლუციამდელ აზერბაიჯანში[2]. ეს არის კომპოზიტორის მეორე ნაწარმოები ამ ჟანრში. მის მესამე ოპერეტასთან „არშინ მალ ალანთან“ ერთად, კომედია „ეს თუ არა,ის“ ითვლებან აზერბაიჯანის ეროვნულ კლასიკად[3].  

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზეირ ჰაჯიბეკოვი

ჰაჯიბეკოვის მეორე მუსიკალური კომედია დაიწერა 1910 წელს. თავდაპირველად ის შედგებოდა სამი მოქმედებისგან. 1915 წელს, როდესაც მასში დამატებითი სცენა ჩაწერეს ის ოთხ მოქმედებად დაიყო. ჰაჯიბეკოვმა გამიოყენა აზერბაიჯანული ეროვნული მუსიკა მუღამი და შეაზავა ის ფიზულის გაზელებით ლიბრეტოში. 1911 წლის 7 აპრილს გაზეთ „კასპიში“ ოპერეტა განიხილეს, სადაც აღნიშნეს, რომ ის მოიცავდა ორი ჟანრის მუსიკას — ეროვნულსა და ახლად დაწერილ მელოდიებს[4].

„მაშადი იბადის“ პრემიერა შედგა 1911 წლის 25 აპრილს ბაქოში ძმები მაილოვების თეატრში (თანამედროვე აზერბაიჯანის ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). ოპერეტაში მთავარ როლს ასრულებდნენ მირზააღა ალიევი (მაშადი იბადი), ჰუსეინგულუ სარაბსკი (სარვარი), აჰმედ აღდამსკი (გულნაზი; რუსტამ ბეის ქალიშვილი - ვინაიდან რადგან იმ დროს ბაქოში ქალები არ გამოდიოდნენ თეატრში, მათ როლს მამაკაცები ასრულებდნენ) და მ. ტერეგულოვი (ჰასან ბეი). დირიჟირებდა უზეირ ჰაჯიბეკოვი. კომედიის ლიბრეტო პირველად ბაქოში 1912 წელს ძმები ორუჯოვების ბეჭდვით სახლში გამოქვეყნდა.

1912 წელს შუშაში კომედია დადგა აზად ამიროვმა, რომელმაც ასევე ითამაშა მათავარი როლი (მაშადი იბადი)[5].

მომდევნო წლებში ბევრი მსახიობი და მომღერალი მონაწილეობდა მუსიკალურ კომედიაში. იგი თარგმნილი იყო ბევრ ენაზე და წარმატებით დაიდგა სამხრეთ კავკასიის, თურქეთის, იემენის, თავრიზისა და სხვა ქალაქების სცენებზე[6]. მაგალითად, ბულგარეთში კომედია დაიდგა 1966 წელს,  თურქეთის თეატრების ფესტივალის დროს[7].

2009 წელს თეირანში ჩატარებული 27-ე საერთაშორისო ფაჯრის ფესტივალზე ჯანატ სალიმოვას ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობებმა დადგეს „ეს თუ არა,ის“[8].

კომედია ორჯერ იყო ეკრანიზებული.

მთავარი როლის შემსრულებლები

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსტამ ბეი - გაღარიბებული ბატონი, 45 წლის
  • გულნაზი - რუსტამ ბეის ქალიშვილი, 15 წლის, შეყვარებულია სარვარზე
  • სარვარი - სტუდენტი, 25 წლის, შეყვარებულია გულნაზზე
  • სანამი - რუსტამ ბეის მოსამსახურე, ქვრივი, 30 წლის
  • მაშადი იბადი - მდიდარი ვაჭარი, 50 წლის, სურს ცოლად მოიყვანოს გულნაზი.
  • ჰასანგულუ ბეი - ნაციონალისტი, 40 წლის
  • რუსტამ ბეის მეგობრები:
  1. რზა ბეი - ჟურნალისტი, 40 წლის
  2. ჰასან ბეი - ინტელიგენტი, 40 წლის
  3. ასკერი - ატამანი, 30 წლის
  • ჰამბალი - მოსამსახურე
  • მაშადი გაზანფარი - მეაბანოე
  • უსტა მაჰარრამი - დალაქი
  • ქერბალაი ნასილი - ვაჭარი
  • აბანოს მსახურები
  • ბანდიტების ჯგუფი
  • სხვადასხვა მოვაჭრეები

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამი და გულნაზი სარვარს მალავენ. აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური კომედიის თეატრი - 1928 წელი. რეჟისორი - აბას მირზა შარიფზადე

მოქმედება იწყება საგუნდო სიმღერით „რა სისულელეს ლაპარაკობს ხალხი“. შემდეგ ყველა იშლება. რჩებიან სარვარი და გულნაზი. თარზე ასრულებენ მუღამს „სეიგაჰი“. გულნაზი და სარვარი ერთმანეთს სიყვარულზე უმღერიან. სარვარი კითხულობს ფუზულის გაზელებს და ატყობინებს გულნაზს, რომ მამამისს უნდა ის მიათხოვოს ბებერ ვაჭარს მაშადი იბადს. შემდეგ მოდის რუსტამ ბეი და უყვება შვილს ამ „სასიხარულო ამბავს“. გულნაზი იძულებულია მოუსმინოს მამამისს და თანხმდება.

მოდის მაშადი იბადი ა მღერის სიმღერას „რამდენად ხანში შესულიც არ უნდა ვიყო“. შემდეგ შემოდის რუსტამ ბეი და ასრულებს დუეტს მაშადი იბადთან ერთად. ისინი თახმდებიან, რომ რუსტამ ბეი მიათხოვებს მას თავის ქალიშვილს, ხოლო მაშადი იბადი ფულს უხდის მას. შემდეგ შემოდიან გულნაზი და სანამი.  ისინი და მაშადი იბადი ერთმანეთს ხუმრობით ესაუბრებიან.  შემდეგ ისინი ერთად მღერიან სიმღერას „დავრჩეთ ლამაზ ბაღში“. შემდეგ ქალები მიდიან და მოდის რუსტამ ბეი. ის სთხოვს მაშადი იბადს, რომ დარჩეს,რადგან მალე სტუმრები მოვლენ. სტუმრებს შორის არიან: ჰასანგულუ ბეი, რზა ბეი, ჰასან ბეი და სხვები. სტუმრები მღერიან სიმღერას „ამბობენ, რომ ქორწილია“ და ულოცავენ მაშადი იბადს. სადღეგრძელოების დროს გოჩი ასკერი და ჰასან ბეი ეხუმრებიან მაშადი იბადს. ჰასან ბეი მას მაიმუნს უწოდებს. მაშადი იბადიბრაზდება და იწყება ჩხუბი. ამ დროს სრულდება სიმღერა „ეი,თქვენ! გრცხვენოდეთ თქვენი ქცევის“. პირველი მოქმედება ამით სრულდება.

მეორე მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაშადი იბადი დგას ჰამბალზე. აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური კომედიის თეატრი - 1928 წელი

გულნაზი და სარვარი რუსტამ ბეის სახლის ტერასაზე. თარზე ასრულებენ მუღამს „შაჰნაზ“. გულნაზი და სარვარი მღერიან სიმღერას სიყვარულზე „მოვიდა გაზაფხული და ვარდი გაიფურჩქნა“. ამ დროს ქუჩაში გაივლის მაშადი იბადი და ცდილობს გადაახტეს ღობეს, რათა მოხვდეს გულნაზთან, მაგრამ არ გამოსდის. ის ეძახის ჰამბალს (მოსამსახურეს) და მისი დახმარებით ნახავს გულნაზს სარვართან ერთად. გულნაზი სახლში გარბის, სარვარი კი ეუბნება მაშადის, რომ მოვიდა გულნაზთან, როგორც მისი საქმრო. მაშადი იბადი გაბრაზდება და მღერის მუღამს რასტ. ის გადაწყვეტს დასახმარებლად მოიყვანოს ასკერი და მიდის. სარვარი და გულნაზი კი უშიშრად ასრულებენ თასნიფს „გმადლობ, ალლაჰ! არ გავხვდით უცხოს მსხვერპლი“. ამ დროს გამოჩნდება ასკერი თავის დამხმარეებთან ერთად, მათთან ერთად არის მაშადი იბადი. ასკერი იღებს 2000 რუბლს მაშადი იბადისგან, რათა მოკლას სარვარი. ასკერი და მისი ხალხი პისტოლეტებს დაუშინებენ გულნაზსა და სარვარს, მაგრამ სარვარი დაუსტვენს და პოლიციას გამოიძახებს. ამ დროს ასკერის დამხმარეები გაიქცევიან. გზაში რუსტამ ბეი თავისი შვილის უბედურ ბედისწერაზე ფიქრობს. ამ დროს მას შეხვდება სარვარი, რომელიც მისი სახლიდან გამოდის. რუსტამ ბეი გაიგებს, რომ გულნაზი სარვარზეა შეყვარებული. სარვარი არწმუნებს რუსტამ ბეის, რომ მან არ გაათხვოს ქალიშვილი მაშადი იბადზე და საიდუმლოდ გაუმხელს თავის გეგმას. „მეორე საქმროს ამბავს“ გაიგებს ჰასანგულუ ბეიც და მაშადი იბადს 500 რუბლს გამოართმევს, რათა ხელი მოკიდოს ამ საქმეს. ყველაფერს რზა ბეიც გაიგებს, რომელიც ასევე გამოართმევს მაშადი იბადს ფულს და დაარწმუნებს, რომ შეარცხვენს მაშადი იბადს თავის გაზეთში. შმდგომ ყველა მიემართება რუსტამ ბეის სახლში და მას სერიოზულ ლაპარაკზე იწვევენ. ეკითხებიან თუ რატო ათხოვებს თავის ქალიშვილს სხვაზე, როცა სიტყვა მაშადი იბადს მისცა და მღერიან სიმღერას „ასე არ შეიძლება“. მაშადი იბადი ატყობინებს რუსტამ ბეის, რომ დაინახა გულნაზი ვინმე ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად. რუსტამ ბეი კი პასუხობს, რომ ის იყო გოგონას ბიძა, რომელიც უბრალოდ მასხრობდა. ყველა იცინის და რუსტამ ბეის ბოდიშს უხდიან. მაშადი იბადი სასწრაფოდ ქორწილის ჩატარებას ითხოვს. ყველა მიემართება აბანოსკენ, რათა საქორწილო ბანაობის ცერემონია ჩაატარონ. მეორე მოქმედება სრულდება.

მესამე მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეაბანოს სიმღერა "როგორც აბანოს შიგნით, ისე მის გარეთ". ხელწერა უზეირ ჰაჯიბეკოვის

მოქმედება ხდება აბანოში. მეაბანოე მაშადი გაზანფარი თავის აბანოს აქებს. ყველა მღერის სიმღერას „როგორც აბანოს შიგნით, ისე აბანოს გარეთ“. შემდეგ ზეიმით საქმრო გამოდის აბანოდან. ყველას თავიანთ თავს აწესრიგებს, მგრამ რომ არ გადაიხადონ ფული ჰასან ბეი იწყებს კამათს ჰასანგულუ ბეისთან. კამათში ერევა რზა ბეიც. როგორც კი მაშადი იბადი იწყებს საუბარს ფულზე, მამაკაცები თვალს უპაჭუნებენ ერთმანეთს და გაბრაზებულად გადიან აბანოდან. აბანოში რჩებიან მხოლოდ ჰამბალი და მაშადი იბადი. მას შემდეგ, რაც ის ყველას მაგივრად გადაიხდის გაგზავნის ჰამბალს, რომ დააბრუნოს წასულები. მამაკაცები, რომ გაიგებენ, რომ მაშადი იბადმა უკვე ფული გადაიხადა უკან ბრუნდებიან. შემდეგ ყველა ერთად მიდის, მაშადი გაზანფარი კი ჩივის კამათზე და თავის აბანოს აქებს. მოქმედება სრულდება სიმღერით „როგორცაბანოს შიგნით, ისე აბანოს გარეთ“.

მეოთხე მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაშადი იბადის ქორწილი. აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი. 1928 წელი

მაშადი იბადის სახლში მიდის საქორწინო სამზადისი. ქორწილის წამყვანია ასკერი. სტუმრებს შორის არიან გასანგულუ ბეი და რზა ბეი. მუსიკოსები ცეკვავენ ლეკურს. ასკერი თხოვს მაშადი იბადს, რომ იცეკვოს. მაშადი იბადი ცეკვავს „მირზაის“. შემდეგ, როცა ის მარტო რჩება ამბობს მონოლოგს, რომ გულნაზი ჩაკეტილი ეყოლება და თუ ის მას შეეწინააღმდეგება ის მას სცემს. ოთახში შემოჰყავთ დედოფალი, რომელიც ტანი საბნით არის გადაფარებული. მაშადი იბადი შედის და მღერის სიმღერას „რამდენადაც ხანშიშესული არ უნდა ვიყო, მაინც ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ“. როდესაც ის საბანს ააფარებსმის წინაშე არვარი აღმოჩნდება პორტსიგარით. ის მას მიუშვერს მაშადი იბადს, როგორც პისტოლეტს. სარვარი აიძულებს მაშადი იბადს დაწეროს, რომ ის უარს აცხადებს ცოლად მოიყვანოს გულნაზი და მის ნაცვლად შეირთავს მის მოსამსახურეს სანამს. ამის მერე სარვარი ქრება. მაშადი იბადი საშველად დაუძახებს ყველას და მოუყვება თუ რა მოხდა. ჰასანგულუ ბეი, რზა ბეი და ასკერი ისევ სთხოვენ მაშადი იბადს ფულს, მაგრამ ის უარს აცხადებს  და ითხოვს მისი ქორწინება სანამთან დაამტკიცონ. ყველა ამბობს, რომ „ეს სულ სხვა საქმეა - ეს თუ არა, ის“. სანამი და მაშადი იბადი გუნდურად მღერიან „მიდით, უთხარით, რომ ჩვენი ქორწინება დაამტკიცონ“. შორს კი მოჩანს სარვარისა და გულნაზის სილუეტები. ისმის თარზე დაკვრა. ყველა მღერის „ეს თუ არა, ის“. კომედია აქ სრულდება.

ნაწარმოები, როგორც სატირა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ეს თუ არა, ის“ მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომედიად რევოლუციამდელ აზერბაიჯანში. ის ედრება მირზა ფათალი ახუნდოვისა და ჯალილ მამადგულუზადეს სატირიკულ ნამუშევრებს. ჰაჯიბეკოვი აღწერს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებას აზერბაიჯანში[9].

ჰაჯიბეკოვი დასცინის იმ დროის ოჯახურ ცრუწმენებს, როდესაც ქალმა უნდა გააკეთოს ის, რასაც მამაკაცი ეუბნება. მაგალითად, გაჰყვეს ცოლად ხანდაზმულ ადამიანს ან  იჯდეს გამოკეტილში, როგორც ამას მისი ქმარი მოისურვებს. უზეირ ჰაჯიბეკოვის ამ კომედიის ერთ-ერთი მთავარი იდეა ქალების უფლებების დაცვაა[10]. გულნაზი და სარვარი კომედიის ნამდვილი გმირები არიან. ისინი არიან თავიანთი დროის ჯანსაღი აზროვნების ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ცრუწმენებისა და ფულის წყურვილის გარეშე. ჰაჯიბეკოვის ოპერის სხვა გმირებისგან განსხვავებით ისინი ხასიათდებიან, როგორც აქტიური პირები, რომლებიც ბედს ქედს არ უხრიან. მათ ესმით, რომ ძველი ზეწოლა ახლა სუსტია.

მაშადი იბადი საპატივცემულო ადამიანია მაღალ საზოგადოებაში. მისი ძალა მისი ფულია და ის არ გრძნობს, სინდისის ქენჯნას თავისი ცოლების განადგურებული ცხოვრების გამო. მას შეუძლია გაანადგუროს გულნაზის ცხოვრებაც. მისი სილამაზე და ახალგაზრდობა იბადს ხელს არ უშლის გააკეთოს ის, რაც უნდა; მისი დამოკიდებულება სიყვარულისადმი ასეთია „ეს სიყვარული თუ არა, ის სიყვარული“. მაგრამ კომედიაში ასეთ დამოკიდებულებას მიჰყავს მაშადი იბადი კოლაფსამდე.

ნაწარმოებში მკვეთრადაა შედგენილი დიდგვაროვანი ვაჭრის კლასის გამოსახულება. რუსტამ ბეი, რომელსაც სურს, რომ მისი ერთადერთი ლამაზი ქალიშვილი მაშადი იბადს მიჰყიდოს, ხასიათდება უზნეობით, უიმედობით და გარდაუვალი მარცხის შიშით. ისევე როგორც რუსტამ ბეის მეგობრებთან დაკავშირებით:

  • რზა ბეი არის ჟურნალისტი, რომელიც წერს ნებისმიერ თემაზე თუ მას ფულს გადაუხდიან. მისი საუბარი ნაკლებად გასაგებია, რადგან საუბრისას ერთმანეთში ურევს აზერბაიჯანულსა და თურქულ-ოსმალურ კილოს.
  • ნაციონალისტური ჰასანგულუ-ბეი საკუთარი სარგებლისთვის მიმდებარემის გარემოცვაში მყოფი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს.
  • „ინტელიგენტი“ ჰასან ბეი, რომლის დახასიათება შეიძლება, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებული, ცარიელი სიტყვებით მოლაპარაკე და სკანდალისტი. ეს პროდასავლელი აზერბაიჯანელი, რომელიც საუბრისას ურევს აზერბაიჯანულს, რუსულსა და ფრანგულს, ყოველთვის ეხვევა კამათში და თავის თავს ჭკვიანად აჩვენებს.

ლიბრეტოში განსახიერებულია აფორიზმული გამოვლინებები. მუსიკის მცოდნე ელმირა აბასოვა აღნიშნავს, რომ უზეირ ჰაჯიბეკოვი აღწერს იმ დროის საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლებს სიზუსტითა და არტისტულობით.

თემა, რომელიც შეეხო რევოლუციამდელ აზერბაიჯანულ ოპერეტაში, რომელშიც დასცინოდნენ უმეცარ მდიდრებს, ნაცნობი იყო მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვისა და აღმოსავლეთის ქვეყნების მაყურებლისთვისაც, მაგალითად, ტაჯიკ და უზბეკ მაყურებლებისთვის, რომელთა საზოგადოებაში ნაწარმოებს ცოცხალი რეაგირება მოჰყვა[11].

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაშადი იბადის სიმღერა

ოპერეტის ყველა მუსიკა ქმნის მოქმედების მნიშვნელოვან კომპონენტს, აღწერს დრამატულად განწყობილი პერსონაჟების სულისკვეთებასა და მოვლენების აქტიური და ბუნებრივი განვითარების ხელშეწყობას.

მუსიკა ახასიათებს კომედიის ნეგატიურ პერსონაჟებს განსაკუთრებული სიმკვეთრით - ჰაჯიბეკოვმა მათთვის შექმნა ორიგინალური მუსიკალური პაროდია, რომელიც ეფუძნებოდა ეროვნულ მუსიკასა და საცეკვაო ხელოვნებას.

მაშადი იბადისა და რუსტამ ბეის დუეტი
გოჩუ ასკერის მისამღერი

კომედიის მთავარი გმირი, მაშადი იბადმი, წარუმატებელი გულწრფელობითაა წარმოდგენილი. სიმღერა „ჩემი ასაკის მიუხედავად“ ეფუძნება ტრადიციულ ე.წ. „უზუნდარას“ მელოდიას, რომელიც გარდაიქმნა მაშადი იბადის ვერსიად, რომელშიც ის ცინიკურად ეკამათება სიყვარულს.

პაროდიული პორტრეტი უიღბლო სიძის გრძელდება რამდენიმე პასაჟში: მაგალითად, ტრადიციული მელოდია „დარჩინი“ გარდაიქმნება კომიკურ სიმღერად მაშადი იბადისა და რუსტამ ბეის დუეტში.ეს მელოდია დღეს ცნობილია, როგორც „მაშადი იბადი“[12].

მაშადი იბადის ტრიო გულნაზსა და სანამთან ერთად განსხვავებულია. მუსიკა იძენს სამწუხარო და ლირიკულ ხასიათს. რისხვისა და სიძულვილის მოსმენა მაშადი იბადის ხმაში შეიძლება გუნდურ სიმღერის სოლოში „შეუძლებელია“, როცა იბადი გაიგებს გულნაზისა და სარვარის სიყვარულის შესახებ.

ოპერეტის ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერეტა პირველად 1918/9 წლებში გადაიღეს ალექსანდრე ხანჟონკოვის იალტის კინოსტუდიაში, რეჟისორები იყვნენ პაპაზიანი და ლაკკო. მაგრამ ეს არ იყო წარმატებული ეკრანიზაცია. ფილმი მალე დავიწყებას მიეცა.

ნაწარმოების კიდევ ერთი ფილმი, რომელიც 1956 წელს ბაქოს კინოსტუდიაში გადაიღეს, რომლის რეჟისორი ჰუსეინ სეიდზადე იყო, ეფუძნებოდა საბით რაჰმანის სცენარს. როლებში იყვნენ ალიაღა აღაევი (მაშადი იბადი), აღასადიგ გარაიბეილი (რუსტამ ბეი), თამარა გოზალოვა (გულნაზი), არიფ მირზაგიულიევი (სარვარი), მოჰსუნ სანანი (გოჩუ ასკერი) და ლუთფალი აბდულაევი (ბალოღლანი). თეატრისა და კინოს არტისტების გარდა, ფილმში მონაწილეობდნენ გამოჩენილი მუსიკოსები. ასევე ფილმში მონაწილეობდა აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ამინა დილბაზი, რომელიც ცეკვავდა გულნაზის საქორწინო ცერემონიის მზადების სცენაში.

ფილმის პრემიერა შედგა 1958 წლის 27 იანვარს, მოსკოვში[9]. ეს იყო ნაჩვენები აზიის და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე ტაშკენტში, 1958 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Азербайджанская советская социалистическая республика / Под ред. С. И. Вавилова. — Большая советская энциклопедия. — Государственное научное издательство, 1958. — Т. I. — С. 477.
  2. Associate professor of Baku Musical Academy Jamila Hasanova. O olmasın, bu olsun.
  3. Министерство культуры Российской СФСР. Всероссийское театральное общество. Союз писателей РСФСР. (1982). Театральная жизнь. Выпуски 9-16. Государственное научное издательство. p. 9.
  4. Азер Гусенкули оглы Сарабский. (1968). Возникновение и развитие азербайджанского музыкального театра (до 1917 г.). Издательство Академии Наук АзССР. p. 127.
  5. Амиров Азад бек Аббас оглы
  6. Известия Академии наук Азербайджанской ССР. Издательство Академии Наук АзССР. 1986. p. 39.
  7. "Мешади Ибад" в Болгарии. О предстоящем фестивале турецких театров Болгарии и показе муз. комедии У. Гаджибекова. «Вышка». 1966.
  8. "O olmasın, bu olsun" Tehranda göstərilib
  9. 9.0 9.1 Эльмира Абасова. (1975). Узеир Гаджибеков. Baku: Азербайджанское государственное издательство. pp. 53–60.
  10. Matthew O'Brien. (2004). Uzeir Hajibeyov and his role in the development of musical life in Azerbaijan. Soviet music and society under Lenin and Stalin: the baton and sickle. Routledge. Edited by Neil Edmunds. p. 214.
  11. Nizom Nurjonov (1967). История таджикского советского театра, 1917-1941 гг. Дониш. p. 67.
  12. Эдуард Алексеев, М.О. Ăуезов атындажный ăдебиет жăне ȯнэр институты (1978). Социологические аспекты изучения музыкального фольклора. Изд. Наука Казахской ССР. p. 65.