ესპირიტუ-სანტო
მშობ. სახელი: ესპ. espíritu santo | |
---|---|
ესპირიტუ-სანტოს მდებარეობა ვანუატუში | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 15°15′ ს. გ. 166°50′ ა. გ. / 15.250° ს. გ. 166.833° ა. გ. |
ფართობი | 3955,5 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
1879 მ მთა ტაბვემასანა |
ვანუატუ | |
პროვინცია | სანმა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 39 601 (2009) |
სიმჭიდროვე | 10,012 ად. /კმ² |
ესპირიტუ-სანტო (ესპ. espíritu santo — წმინდა სული, ზოგჯერ უბრალოდ ეძახიან სანტოს) — სიდიდით ყველაზე დიდი კუნძული ვანუატუს შემადგენლობაში. ფართობი — 3955,5 კმ². მოსახლეობა — 39 601 ადამიანი[1] (2009). შედის არქიპელაგ ახალი ჰებრიდების შემადგენლობაში წყნარი ოკეანის მელანეზიის რეგიონში. პროვინცია სანმის ძირითადი ნაწილი.
ესპირიტუ-სანტოს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ლუგანვილი — სიდიდით მეორე ქალაქია ვანუატუში და პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. ავტოგზები მიემართებიან ლუგანვილიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით მაგრამ კუნძულის დიდი ნაწილი შორსაა მცირე საგზაო ქსელიდან.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის უმაღლესი წერტილია — მთა ტაბვემასანა (1879 მეტრი) კუნძულის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით, ეს მთა ამავდროულად მთელი ქვეყნის უმაღლესი წერტილია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტუგალიელმა მკვლევარმა, ესპანეთის ქვეშევრდომმა, პედრო ფერნანდეს კიროსმა 1606 წელს დააარსა დასახლება ბიგ-ბეის უბეში კუნძულის ჩრდილოეთ მხარეს. ესპირიტუ-სანტომ მიიღო თავისი სახელი კიროსისგან, რომელმაც მთლიან კუნძულთა ჯგუფს უწოდა ავსტრალია-დე-ესპირიტუ-სანტო.
მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპების დროს კუნძული იყო აშშ-ის ბაზა და იქ თავმოყრილი იყო სამხედრო მომარაგება, აეროდრომი და დახმარების ბაზა.
1980 წლის მაისსა და აგვისტოს შორის კოლონიალურ ახალ ჰებრიდებზე საერთო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმიდან დამოუკიდებელ ვანუატუს რესპუბლიკაზე ხელისუფლების გადაცემის დროს კუნძული იყო აჯანყების ადგილი. ჯიმი სტივენსის მოძრაობა «ნაგრიამელმა» კუნძული ესპირიტუ-სანტო გამოაცხადა დამოუკიდებლად ახალი სახელმწიფოსაგან. გამოცხადდა ვემერანას რესპუბლიკა. ყოფილი ფრანგულ-ბრიტანული ადმინისტრაცია და შეიარაღებული ძალები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შეხვდნენ ინდიფერენტულად. ამასთან დაკავშირებით ვანუატუს მთავრობამ დახმარება სთხოვა პაპუა-ახალ გვინეას, მისი სამხედრო ძალები შევიდნენ კუნძულზე და აღადგინეს ცენტრალური ხელისუფლება.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპირიტუ-სანტოს მოსახლეობის უმრავლესობა — ქრისტიანია. კუნძულზე ყველაზე დიდი საეკლესიო თემებია — ვანუატუს პრესვიტერიანული ეკლესია, კათოლიკური ეკლესია და მელანეზიის ეკლესია (ანგლიკანური). აქტიურობას ასევე გამოხატავენ აპოსტოლური ეკლესია, ქრისტეს ეკლესია და ადვენტისტები. მაგრამ არსებობენ სოფლის ბევრი მაცხოვრებლები, რომლებიც ჯერ კიდევ მისდევენ კერპთაყვანისმცემლობას.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროა არაქისის მოყვანა, სოფლის მეურნეობით დასაქმება, თევზჭერა და ტურისტული ინდუსტრია.
დღეისათვის ესპირიტუ-სანტო, ახლომდებარე წყლებში ჩაძირული გემების რაოდენობის და რიფების მეშვეობით, ტურიზმის, კერძოდ დაივინგის პოპულარული ობიექტია. აქ ასევე არსებობს ცნობილი პლაჟი შამპან-ბიჩი, ტურისტებში საკმაოდ პოპულარული, გამოირჩევა ვარდისფერი ქვიშით და გამჭვირვალე წყლით. კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ბევრი გამოქვაბული. კრუიზერული ლაინერები ხშირად ჩერდებიან ლუგანვილში.
თანამედროვე პრობლემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღეისათვის კუნძულზე მთავარი პრობლემაა — მალარია, ტუბერკულოზი, შიდსის ინფექციის ზრდადი მაჩვენებელი. ნარკოტიკების მოხმარების ფართედ გამოიყენება, სპირტიანი სასმელების მოხმარების ზრდა. ამას თან მოაქვს დანაშაულობების მაჩვენებლების ზრდა, განსაკუთრებით ქალებზე ძალადობის შემთხვევები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-07.