ერომანგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერომანგა
მშობ. სახელი: ინგლ. Erromango
Erromangomap.png
კუნძულ ერომანგას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 18°49′00″ ს. გ. 169°00′30″ ა. გ. / 18.81667° ს. გ. 169.00833° ა. გ. / -18.81667; 169.00833
ფართობი 888,1 კმ²
უმაღლესი წერტილი 886 მ
რანტოპის მთა
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია ტაფეა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1959 (2009)
სიმჭიდროვე 2,206 ად. /კმ²

ერომანგა (ინგლ. Erromango) — კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ვანუატუს რესპუბლიკას, ადმინისტრაციულად შედის პროვინცია ტაფეას შემადგენლობაში. ადრე კუნძული ცნობილი იყო ტანჯულების კუნძულის სახელით, მასზე XIX საუკუნეში მისიონერების ხშირი სიკვდილიანობის გამო.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერომანგა — ყველაზე დიდი კუნძულია ტაფეას პროვინციაში და ფართობით მეოთხე კუნძული ვანუატუში[1].

კუნძული მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში. ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ეფატე, სამხრეთით — კუნძული ტანა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კუნძული ანივა. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს 1100 კმ-ში[2]. აღმოსავლეთი მხრიდან კუნძულს გარს აკრავს წყნარი ოკეანე, დანარჩენი მხრიდან — მარჯნის ზღვა.

ერომანგას აქვს ვულკანური წარმოშობა, თუმცა ასევე არსებობს მარჯნული წარმოშობის ტერასები სიმაღლით 250 მეტრამდე[2]. ერომანგას აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ჰოლოცენის ეპოქაში ჩამოყალიბებული ვულკანური კონუსები. რანტოპის, ნაგატის და ოულენოუს მთები — მცირე სტრატოვულკანებია[3]. კუნძულის ფართობი შეადგენს 888,1 კმ²-ს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — რანტოპის მთა (886 მეტრი).

კლიმატი ერომანგას კუნძულზე ნოტიო ტროპიკულია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1500 მმ-ს[2]. კუნძულზე ხდება მიწისძვრები, ციკლონები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სამხრეთი კუნძულების ადამიანებით დასახლების ზუსტი დრო უცნობია, რადგანაც კუნძულებზე არ აღმოჩენილა რაიმე ხელით დამზადებული ნივთები ან სხვა არქეოლოგიური ობიექტები. სავსებით შესაძლებელია, რომ კუნძულების დასახლება ადამიანებით მოხდა სოლომონის კუნძულების არქიპელაგის დასავლეთი ნაწილიდან[4]. კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1774 წელს.

1825 წელს ერომანგას კუნძულზე ირლანდიელმა ვაჭარმა პიტერ დილონმა (ინგლ. Peter Dillon) აღმოაჩინა სანტალის უზარმაზარი ტყეები[5]. იმის შემდეგ ერომანგა, როგორც შემდგომში ეფატეს, ანეიტიუმის და ესპირიტუ-სანტოს კუნძულები, გახდა ამ მარადმწვანე ხეების ვაჭრობის ცენტრი. დღეისათვის სანტალის გაჩეხვა პრაქტიკულად შეჩერებულია. კუნძულზე ასევე იზრდება აგათისის და ტამანუს ხეები. ძველად ისინი ასევე ინტენსიურად იჩეხებოდა, მაგრამ დღეისათვის ტყეები ძირითადად აღდგენილია.

XIX საუკუნის შუაში ერომანგაზე გამოჩნდნენ პირველი მისიონერები, მაგრამ მათი მოღვაწეობა საწყის პერიოდში იყო უშედეგო და სიკვდილამდე სახიფათოც კი. მაგალითად, კუნძულზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოკლული და შემდეგ შეჭმული იქნა ლონდონის მისიონერთა საზოგადოების ცნობილი რელიგიური მოღვაწე ჯონ უილიამსი[6]

1906 წლის მარტში ერომანგა, როგორც ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[7].

1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და კუნძული ერომანგა გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს კუნძულ ერომანგას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1959 ადამიანს[8]. ყველაზე დიდი სოფლებია — პორტ-ნარვინი და დილონს-ბეი (აპონგკორი).

ისტორიულად კუნძულზე გავრცელებული იყო ოთხი ენა სამხრეთ-მელანეზიური ენების სამხრეთ-ვანუატუს ქვეჯგუფიდან: სორუნგი, იფო, სიე, ურა. მაგრამ დღეისათვის სორუნგი და იფო პრაქტიკულად გადაშენებულია.

კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია: ბისლამა, ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენები:

  • სიე (1352 მოლაპარაკე 2000 წელს; გავრცელებულია ასევე ვანუატუს სხვა სამხრეთ კუნძულებზე),
  • ურა (6 მოლაპარაკე 1998 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში)[9].

იფო — კუნძულის გადაშენებული ენა[9].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა. ვითარდება სატყეო მეურნეობა. კუნძულზე მოქმედებს ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი[10].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Search. ერომანგას კუნძული. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 2.2 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური)
  3. Global Volcanism Program. ერომანგა. (ინგლისური)
  4. Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 18.
  5. Darrell T. Tryon, Jean-Michel Charpentier. Pacific Pidgins and Creoles: Origins, Growth and Development. Walter de Gruyter, 2004. ISBN 3-11-016998-3. — გვ. 110.
  6. მისიონერული მოღვაწეობა ვანუატუზე. (ინგლისური)
  7. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
  8. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-18.
  9. 9.0 9.1 Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)
  10. Positiveearth. ერომანგას კუნძული (ინგლისური)