შინაარსზე გადასვლა

ეროლინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეროლინი სიროფი 120მლ. ალერგიის საწინააღმდეგო სიროფი ჟოლოს არომატით აქტიური ადამიანებისათვის.

1 მლ სიროფი შეიცავს 1 მგ ლორატადინს. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, უწყლო ლიმონმჟავა, ვანილის არომატი AB-710, მარწყვის არომატი 22754-00 და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალება.

სიროფის ფორმით ეროლინი გამოიყენება ალერგიის ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორებიცაა ცემინება, სურდო, თვალის ქავილი და სიწითლე. იგი ასევე გამოიყენება კანის ალერგიული დაზიანებებისას, რომლებსაც ახასიათებს გამონაყარი, ასევე ქავილისა და ჭინჭრის ციების დროს.

ეროლინის სიროფის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: - ალერგია სიროფის შემადგენლობაში შემავალ მოქმედ ნივთიერებაზე ან მის სხვა კომპონენტებზე. - ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ეროლინის გამოყენება არ შეიძლება ორ წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროლინის გამოყენების დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს ღვიძლის ან თირკმელების არსებული დაავადების შესახებ. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება ავადმყოფისათვის უფრო ეფექტიანი მკურნალობის მეთოდის შესამუშავებლად. ლორატადინის შეწოვას ცვლის საკვები, ამიტომ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს უზმოზე. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ეროლინის პირველად მიღებისას, ვინაიდან ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგ., ძილიანობამ) შეიძლება იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე. ასეთი საქმიანობების შესრულება შეიძლება მხოლოდ ამ გვერდითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში. ეროლონით მკურნალობისას: თუ ექიმი აპირებს ალერგიული სინჯის (პრიკის ტესტის) ჩატარებას, იგი პაციენტს ურჩევს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას არანაკლებ 4 დღით ადრე ამ ტესტის ჩატარებამდე, რათა არ მოხდეს მცდარი უარყოფითი შედეგის გამოვლინება. ეროლინის სიროფის გამოყენება არ შეიძლება, თუ ფლაკონი 6 თვის განმავლობაში გახსნილ მდგომარეობაში იმყოფება. საჭიროა ექმითან კონსულტაცია, თუ ეროლინთან ერთად გამოწერილია ერითრომიცინი, ციმეტიდინი ან კეტოკონაზოლი. ამ პრეპარატემბა შეიძლება გაზარდონ სისხლის პლაზმაში ლორატადინისა და მისი მეტაბოლიტების შემცველობა. ამავდროულად ეროლინის ზეგავლენის ქვეშ შეიძლება 15%-ით შემცირდეს ერითრომიცინის შემცველობა. ეროლინის გამოყენება შეიძლება იმ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის ფერმენტებს (მაგალითად, ხინიდინი, ფლუკონაზოლი, ფლუოქსეტინი), მაგრამ ამის განხორციელება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა არ იცის როგორი პრეპარატებით სარგებლობს, ცოტახნის წინ სარგებლობდა ან მომავალში აპირებს გამოყენებას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი და დოზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივ პრეპარატი შემდეგნაირად გამოიყენება: მოზრდილები: მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივ საწყის დოზას წარმოადგენს 10 მგ ლორატადინი, ე.ი. 10 მლ სიროფი დღეში. ავადმყოფებისათვის ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე არანაკლებ 30 მლ წუთში) დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. საწყისი დოზა ჩვეულებრივ მცირდება 5 მგ-ით (5 მლ სიროფი) დღეში ან პრეპარატი ინიშნება 10 მგ (10 მლ სიროფი), მაგრამ დღეგამოშვებით. ხანდაზმული ავადმყოფები: ასეთ ავადმყოფებში სავარაუდოა გვერდითი ეფექტების უფრო ხშირად განვითარება. ამიტომ ასეთ ავადმყოფებში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ეროლინის დანიშვნისას დოზებით, რომლებიც რეკომენდებულია მოზრდილებისათვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის შესაბამისად. ბავშვები, რომელთა სხეულის წონა 30 კგ-ზე ნაკლებია, იღებენ 5 მგ-ს (5 მლ სიროფს) დღეში, ხოლო ბავშვები, რომელთა სხეულის წონა 30 კგ-ზე მეტია, იღებენ 10 მგ-ს (10 მლ სიროფს) დღეში. სიროფის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით. სიროფის მიღება სასურველია ერთსა და იმავე დროს. ეს საუკეთესო შედეგს იძლევა. თუ ავადმყოფს გამორჩა პრეპარატის დოზის მიღება, ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. ეროლინით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ეროლინს გვერდითი ეფექტები გააჩნია. მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ძილიანობა, სიმშრალე პირში, ღებინება, გაძლიერებული მადა, უსიამოვნო შეგრძნებები კუჭის არეში, ნაწლავის ფუნქციის დარღვევები. თუ მკურნალობის დროს ბავშვს აღენიშნა შფოთვა, ასთმური სუნთქვა, დაღლილობის შეგრძნება, მომატებული აქტივობა, მუცლის ტკივილი, თვალების სიწითლე და ანთება, მეტყველების დარღვევა, ასევე საერთო სისუსტე, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ყავისფერი შუშის ფლაკონი დამცავი თავსახურით. ყოველი ფლაკონი შეიცავს 120 მლ სიროფს. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ფლაკონი პრეპარატით, დოზირებული კოვზი და გამოყენების ინსტრუქცია.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 2-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნის შემდეგ პრეპარატი ინახება 2-250C ტემპერატურაზე. შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 თვის განმავლობაში.

რეცეპტის გარეშე.

ღსს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი უნგრეთი

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეროლინი“-დან