ლიმონმჟავა
იერსახე
| ლიმონმჟავა | |
| ზოგადი | |
|---|---|
| ქიმიური ფორმულა | |
| მოლური მასა | 192.12 გ/მოლი |
| თერმული თვისებები | |
| დნობის ტემპერატურა | 156 °C |
| დუღილის ტემპერატურა | 310 °C |
| კლასიფიკაცია | |
| CAS | 77-92-9 |
| PubChem | 22230 |
| SMILES |
|
ლიმონმჟავა, — სამფუძიანი ორგანული ოქსიმჟავა, ფართოდაა გავრცელებული ცოცხალ ბუნებაში.
თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარგად იხსნება წყალსა და სპირტში, ცუდად უმეტეს ორგანულ გამხსნელებში, დნობის ტემპერატურაა 156°C. იძლევა ერთ-, ორ- და სამჩანაცვლებულ მარილებს — ციტრატებს.
დანიშნულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიმონმჟავა უჯრედის სუნთქვის ბიოქიმიურ რეაქციათა სისტემის მთავარი რგოლია. ცხოველებისგან განსხვავებით, ზოგიერთი მცენარისა და მიკროორგანიზმის უჯრედებში დიდი რაოდენობით გროვდება (ლიმონის წვენში 5–6%); იყენებენ მედიცინაში, კვების მრეწველობაში, სამღებრო საქმესა და ფოტოგრაფიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 240.