საქაროზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქაროზა: ქიმიური ფორმულა
საქაროზა: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ტრადიციული სახელწოდებაშაქარი
ქიმიური ფორმულაC12H22O11
მოლური მასა342.30[1] /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.587[1] /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა186 (იშლება)[1] °C
სტრუქტურა
კრისტალური სტრუქტურა მონოკლინური
უსაფრთხოება
LD5029700 [2]

საქაროზაჭარხლის ან ლერწმის შაქარიორგანული ნივთიერება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისაქარიდი ქიმიური ფორმულით C12H22O11. უფერული, წყალში კარგად ხსნადი კრისტალებია. შეიცავს ყველა მწვანე მცენარე. tდნ — 185—186°C. მჟავას ან ფერმენტ საქაროზას მოქმედებით იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად. საქაროზა ადვილად შესათვისებელი და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ნახშირწყალია მცენარეებში; ფოტოსინთეზის პროცესში წარმოქმნილი ნახშირწყლები ფოთლებიდან თესლში, ფესვებში, ტუბერებსა და ძირხვენებში გადადის საქაროზას სახით, სადაც ადვილად იქცევა სახამებლად და ინულინად.

შაქრის ლერწმისაგან საქაროზას მიღების წესებს იცნობდნენ ინდოეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში. ამჟამად ზოგიერთ ქვეყანაში საქაროზას შაქრის ჭარხლისაგან იღებენ. მას ფართოდ იყენებენ კვებისა და მიკრობიოლოგიურ მრეწველობაში. საქაროზას დუღილის შედეგად მიიღება ეთილის სპირტი, აცეტონი, ძმარმჟავა, რძემჟავა და სხვა. საქაროზას შაქარსაც უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Sucrose, International Chemical Safety Card 1507, Geneva: International Programme on Chemical Safety, November 2003
  2. 57-50-1 - CZMRCDWAGMRECN-UGDNZRGBSA-N - Sucrose [JAN:NF]. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-08-12. წაკითხვის თარიღი: 2014-08-10.