ბასას-და-ინდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბასას-და-ინდია
მშობ. სახელი: ფრანგ. Bassas da India
Bassas da india 76.jpg
ატოლი ბასას-და-ინდია
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 21°28′57″ ს. გ. 39°40′19″ ა. გ. / 21.48250° ს. გ. 39.67194° ა. გ. / -21.48250; 39.67194
ფართობი 0,2 კმ²
უმაღლესი წერტილი 2,4 მ
ქვეყანა
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)

ბასას-და-ინდია (ფრანგ. Bassas da India) — დაუსახლებელი მომცრო კუნძულებისგან შემდგარი ატოლი ინდოეთის ოკეანეში.

საფრანგეთმა ის ჩართო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში. მასზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლი ბასას-და-ინდია

ვულკანური წარმოშობის დაუსახლებელი მომცრო კუნძულებისგან შემდგარი ატოლი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მოზამბიკის სრუტეში, მადაგასკარიდან მოზამბიკს შორის შუაგზაში, კუნძულ ევროპიდან 80 კმ-ში ჩრდილოეთით. ფართობი — 0,2 კმ². სანაპირო ხაზის სიგრძეა — 35,2 კმ.

ეს წყალქვეშა მთაა სიმაღლით 3000 მეტრი, რომელიც სულ ცოტათია ამოშვერილი ოკეანის დონიდან. ძლიერი მიქცევების პერიოდში ატოლის რიფული ზესაპირი მთლიანად ექცევა წყლის ქვეშ. ზუსტად ამიტომ მის გარშემო ხდებოდა ბევრი გემების ჩაძირვა, რაზეც მოწმობს ჩაძირული გემების დიდი რაოდენობა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2,4 მეტრზე მდებარეობს, უმდაბლესი — ინდოეთის ოკეანის სანაპირო — 0 მეტრი.

კლიმატი ტროპიკულია. ჩვეულებრივი მოვლენაა ციკლონები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი აღმოაჩინა პორტუგალიელმა მოგზაურებმა XVI საუკუნეში, ფრანგული მმართველობის ქვეშაა 1897 წლიდან.

1897 წლიდან — საფრანგეთის მფლობელობაში, 1968 წლიდან — სპეციალური კომისარის მმართველობის ქვეშაა, რომელიც იმყოფება რეიუნიონში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლზე არ არსებობს პორტები და ნავსაყუდლები, იქ არ წარმოებს არანაირი სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობა.