ნური ქილიგილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნური ქილიგილი (თურქ. Nuri Killigil დ. 1881 — გ. 1949) — თურქი სამხედრო მოღვაწე, თურქეთ-იტალიის, ბალკანეთის, პირველი მსოფლიო ომისა და სომხეთ-აზერბაიჯანის ომის აქტიური მონაწილე, ენვერ-ფაშას უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო სამსახურს იწყებს ოსმალეთის არმიაში. 1897 წლიდან უფროსი ლეიტენანტია, 1898 წლიდან შტაბის კაპიტანი. 1909 წლიდან მაიორი და 35-ე ბრიგადის მეთაური. 1910-20 წლებში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შექმნას. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და მუდროსის დროებითი ზავის შემდეგ ტოვებს „კავკასიის ისლამური არმიის“ სარდლის თანამდებობას. 1914-15 წლებში იყო ტრიპოლში მოქმედი საარმიო ჯგუფის „აფრიკის“ სარდალი. 1918 წლის ზაფხულიდან იყო სარდალი განჯაში შემდგარი კავკასიის ისლამური არმიისა რომელმაც 1918 წლის 15-16 სექტემბერს მოიგო ბაქოს ბრძოლა აიღო ბაქო და დაამხო რუსულ-სომხური ესერულ-დაშნაკური „ცენტრალური კასპიის დიქტატურა“, რომელსაც ზურგს ლაიონელ დანსთერვილის ბრიტანული ექსპედიცია უმაგრებდა ზურგს. ამიერკავკასიაში ბრიტანელთა შემოსვლის შემდეგ მას აპატიმრებენ და სვამენ ბათუმის ციხეში. ციხიდან გაქცევის შემდეგ ბიძამისთან, გენერალ ჰალილ ფაშასთან ერთად ეკედლება რუს ბოლშევიკებს. სწორედ ისინი წარმოადგენენ შემაერთებელ ხიდს ქემალისტებსა და ბოლშევიკებს შორის. 1920 წლის გაზაფხულიდან, ბოლშევიკების ამიერკავკასიაში შესვლის შემდეგ უპირისპირდება ბოლშევიკებს და ხელმძღვანელობს ანტიბოლშევიკურ და ანტიდაშნაკურ გამოსვლებს აზერბაიჯანში. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში. 1930-იანი წლებიდან მოღვაწეობს სამხედრო მრეწველობის სფეროში. 1938 წელს აარსებს სამხედრო სამრეწველო კომპანიას და აწარმოებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს, აირწინაღებს და ცეცხლსასროლ იარაღს. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ამყარებს კავშირებს ანკარაში გერმანიის ელჩთან პანთურქისტული მოძრაობის მხარდასაჭერად. იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ცდილობდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მესამე რაიხის SS-ის თურქესტანის ლეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში და აგრძელებს კომერციულ საქმიანობას. დაიღუპა 1949 წელს საკუთარ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: