ემპელის ბრძოლა
ემპელის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნიდერლანდების რევოლუციის ნაწილი ნაწილი | |||
ემპელის სასწაული, ავგუსტო ფერერ-დალმაუს მიეწ (2015). | |||
თარიღი | 6-8 დეკემბერი, 1585 | ||
მდებარეობა |
ემპელი, ნიდერლანდები, მაასისა და ვაალის მდინარეებს შორის 51°43′52″ ჩ. გ. 5°19′38″ ა. გ. / 51.73111° ჩ. გ. 5.32722° ა. გ. | ||
შედეგი | ესპანელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ემპელის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ემპელის ბრძოლა ასევე ცნობილია როგორც ემპელის სასწაული — ესპანეთის მოულოდნელი გამარჯვება 1585 წლის 8 დეკემბერს, ემპელის მახლობლად, ნიდერლანდებში, ნიდერლანდების რევოლუციის ნაწილი, რომელშიც ალყაშემორტყმულმა და დამარცხებისთვის განწირულმა ესპანურმა ძალებმა გაიმარჯვეს მტერზე, რომელიც მათ რიცხობრივად საკმაოდ აღემატებოდა.
წინარე მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1585 წელს ჰოლანდიის აჯანყება მთელი ძალით მძვინვარებდა. დაძაბულობამ იმატა და ქალაქებს შორის ძალაუფლება აირია. იმავე წლის მარტში, ნიჟმეგენმა განდევნა პროტესტანტი მაგისტრატი, რათა თავი დაეცვა პარმის პრინცის მფარველობის ქვეშ. გარდა ამისა, პრინცმა დაიპყრო ანტვერპენი 17 აგვისტოს. სხვათა შორის, მას 1579 წელს უკვე ჰქონდა გეგმები, რომ დაეპყრო შელდტზე მდებარე ცნობილი ქალაქი, მაგრამ რამდენიმე მიზეზების გამო მან გადაწყვიტა შეეტია მაასტრიხტის წინააღმდეგ, რომელიც მის ხელში ჩავარდა რამდენიმე თვიანი ალყის შემდეგ.
ანჟუის ჰერცოგთან თავგადასავლების შემდეგ, საფრანგეთის მხარდაჭერა, უაღრესად პრობლემურ საკითხად იქცა. ინგლისის მხარდაჭერა უფრო მეტ პერსპექტივას წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ დედოფალი ელისაბედი სიამოვნებით დაადგამდა ფეხს იმ გზაზე, რომელზეც ოდესღაც ესპანეთის ფილიპე II-ს ედგა ფეხი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ იგი შეეძლებდა მტკიცედ დაეჭირა ეს ფეხი ჰოლანდიურ მიწაზე. 1585 წლის 20 აგვისტოს მან დადო ნონესუჩის ხელშეკრულება გენერალურ შტატებთან, რომელიც ითვალისწინებდა 6000 კაციანი არმიის გაგზავნას, ამასთან, იღებდა ფლაშინგისა და ბრიელის გირაოს ხარჯებს. ლესტერის ჰერცოგი ამ საქმეს მისთვის გააკეთებდა.
ახალგაზრდა მორისი, ორანჟის პრინცი, ჰოლანდიის შტატის მფლობელი 1585 წლის 1 ნოემბრიდან, რთული ამოცანის წინაშე დადგა.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1585 წლის კამპანიის შემდეგ, ესპანეთის ნიდერლანდების გუბერნატორმა და ესპანეთის ჯარების მეთაურმა ალესანდრე ფარნეზემ, პარმას პრინცმა გადაწყვიტა წასვლა ზამთრის კვარტალებში ჩრდილოეთ ჰოლანდიის ტერიტორიაზე. კარლ ფონ მანსფელდის ჯარებმა დაიკავეს ჰერტოგენბოსის მიმდებარე ტერიტორია. ესპანეთის ტერციოს დაახლოებით 3000-4000 კაცი, მათ შორის ხუან დელ აგუილა, მაესტრ დე კამპო ფრანცისკო არიას დე ბობადილიას მეთაურობით, განლაგებული იყო ბომელერუარდზე, რომელიც საკმარისად შეძლებული უნდა ყოფილიყო ამ ჯარების დასახმარებლად, მთელი ზამთრის განმავლობაში. მმიუხედავად ამისა ყველა ფერმერმა დატოვა კუნძული და თან წაიღო თავისი ქონება.[3]
მშიერი და დასუსტებული ესპანეთის ჯარების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების მიზნით, ჰოლანდიელი სარდალი ფილიპ ჰოჰენლოჰე-ნოიენშტაინი, ჩამოვიდა ძლიერი სახმელეთო ძალებით და 100 გემით. ჰოლანდიის ლიდერმა შესთავაზა ესპანელებს საპატიო დანებება, მაგრამ პასუხი იყო მტკიცე: Los infantes españoles prefieren la muerte a la deshonra. Ya hablaremos de capitulación después de muertos. ("ესპანელ ჯარისკაცებს სიკვდილს ურჩევნიათ შეურაცხყოფას. ჩვენ ვისაუბრებთ დანებებაზე სიკვდილის შემდეგ"). ფილიპ ჰოჰენლოჰე-ნოიენშტეინმა დაარღვია ბომელვარდის დიხები და აიძულა ესპანელებს დაებრუნებულიყვნენ მდინარე მაასის თავზე, ემპელის ტერიტორიებზე მყოფ საკმაოდ მაღალ ადგილზე. იქიდან მათ ვერ შეძლეს ჰერტოგენბოშამდე მისვლა, რადგან რელიეფი დატბორილი იყო და ამავდროულად იცავდა ჰოჰენლოეს ფლოტი.[4] კუნძულს ასევე თავს დაესხნენ საარტილერიო ცეცხლით, რომელიც მოდიოდა მდინარის მეორე მხარეს, ციხესიმაგრიდან. ესპანელებისთვის მდგომარეობა სასოწარკვეთილი ჩანდა.
როდესაც ფარნესემ შეიტყო ამ სიტუაციის შესახებ, მან შეაგროვა საჭირო რესურსი, შემდეგ კი მათ გადასარჩენად გაიქცა.[4] იმავდროულად, ესპანელმა ჯარისკაცმა, რომელიც თხრიდა თხრილს ეკლესიის ირგვლივ, ასეთი რამ თქვა: ეს უფრო ჩემი საფლავია, ვიდრე თხრილი. თხრისას მან იპოვა ნახატი, რომელზეც ეხატა ღვთისმშობელი მარიამი. ბობადილამ აღმოჩენა განმარტა, როგორც ღმერთის ნიშანი და ნახატი ესპანეთის დროშის გვერდით აღმართა თაყვანისცემისთვის.
იმ ღამით, ტემპერატურის უეცარი ვარდნა დაიწყო, დატბორილ სოფელში წყლები გაიყინა.[5] ამან შენსი მისცა ესპანელების ჯარს, რომ აჯანყებულებზე თავდასხმა განეხორციელებინათ და მათი გემები დაეწვათ. მეორე დღეს მათ დაიპყრეს ჰოლანდიური ციხე, რომელიც მდებარეობს მდინარის გასწვრივ. ადმირალმა ჰოჰენლოჰე-ნოიენშტეინმა მათ ასე უპასუხა: ჩემი აზრით, როგორც ჩანს, ღმერთი ესპანელია, რადგან მოახდინა ასეთი დიდი სასწაული ესპანელებისთვის. ხოლო ხუთი ათასი ესპანელი, არიან ხუთი ათასი ჯარისკაცი და ამავდროულად ხუთი ათასი ეშმაკი.[6]
იმავე ღვთისმშობელი მარიამი გამოცხადდა ფლანდრიისა და იტალიის ესპანელი ტერციოსის მფარველად.
IXX საუკუნეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1854 წლის 8 დეკემბერს პაპმა პიუს IX-მა განსაზღვრა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის დოგმატი. 1892 წელს მარია კრისტინა ავსტრიელმა (Maria Christina Désirée Henriette Felicitas Rainiera von Habsburg-Lothringen, und Österreich), ესპანეთის დედოფალმა რეგენტმა, ღვთისმშობელი მარიამი გამოაცხადა მთელი ესპანეთის ქვეითების მფარველად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Marek y Villarino de Brugge, André (2020e) Alessandro Farnese: Prince of Parma: Governor-General of the Netherlands (1545-1592): v. V. Los Angeles: MJV Enterprises, ltd., inc.. ISBN 979-8689560397.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Article ნიდერლანდების არმიის მუზეუმის საიტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Schutten, C.M.. De strijd bij Empel (1585). Een episode uit de Tachtigjarige Oorlog Dutch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 29 November 2022
- ↑ Villatoro, Manuel P. (November 17, 2015), Empel, el misterioso milagro que evitó la masacre de un tercio español en Holanda, https://www.abc.es/historia-militar/20130817/abci-milagro-batalla-empel-201308151733.html. წაკითხვის თარიღი: November 29, 2022
- ↑ Marek y Villarino de Brugge 2020e, v. V p. 26.
- ↑ 4.0 4.1 Marek y Villarino de Brugge 2020e, v. V p. 27.
- ↑ Marek y Villarino de Brugge 2020e, v. V pp. 27-28.
- ↑ Villatoro, Manuel P. (November 17, 2015), Empel, el misterioso milagro que evitó la masacre de un tercio español en Holanda, https://www.abc.es/historia-militar/20130817/abci-milagro-batalla-empel-201308151733.html. წაკითხვის თარიღი: November 29, 2022