ეკა კახიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკა კახიანი
დაბადების სახელი ეკა კახიანი
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1964 (1964-01-16) (60 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი, კომპოზიტორი, მომღერალი
მშობლები მამა: მამა - იმედა კახიანი

ეკატერინე (ეკა) კახიანი (დ. 16 იანვარი, 1964 თბილისი, საქართველოს სსრ ) — ქართველი მომღერალი და მსახიობი. დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი . 1974–1980 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ წევრი. 1988–1998 წლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 2004 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მრავალი როლი კინო და ტელე ფილმებში. არის პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი. 2011 წელს ჩატარდა ეკა კახიანის საავტორო კონცერტი ,,ზაფხულის საღამო“. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ,,ძილის წინ“
  • ,,ასსა“
  • ,,კაბარე“
  • ,,ჩემი ცოლის დაქალები“

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ,,ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ტიტანია) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ,,ნატაძრალზე“ (ნათია) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ,,ჭკუისა მჭირს“ (ტასო) რეჟ. ოთარ ეგაძე
  • ,,ამფიტრიონი“ (ლედა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ,,ცხოვრება იდიოტისა“ (ოსიმა) რეჟ. დავით დოიაშვილი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ,,ქეთო და კოტე“ (ქაბატო) რეჟ. დავით დოიაშვილი

პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ,,ახალი საბავშვო ხმა“ – მწვრთნელი (ტელეკომპანია ,,იმედი“)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]