ეკატერინა ატალიკი
ეკატერინა ატალიკი. 2007 წელი | |
დაბადების სახელი | ეკატერინა პოლოვნიკოვა |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) | თურქეთი(2005-დან) |
დაბადების თარიღი | 14 ნოემბერი, 1982 |
დაბადების ადგილი | კიროვი, რსფსრ, სსრკ |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (2007) |
ფიდე რეიტინგი | 2430 (თებერვალი 2021)[1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2481 (ნოემბერი 2011) |
ეკატერინა ატალიკი (თურქ. Ekaterina Atalık, რუს. Екатери́на Льво́вна Аталы́к (Поло́вникова)) დ. 14 ნოემბერი, 1982, კიროვი, რსფსრ, სსრკ. წარმოშობით რუსი, შემდგომში თურქი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი. ევროპის ქალთა ჩემპიონი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს ტალინში ევროპის 16 წლამდელ გოგონათა შორის ჩემპიონი გახდა. იმავე წელს ზაგანში მსოფლიოს ახალგაზრდულშიც მოსინჯა ძალები და 61 მონაწილეს შორის მე-20 იყო.
1998 ელისტაში ქალთა ოლიმპიადაზე რუსეთის მეორე ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა, თუმც მედლებს ვერც შესწვდა. იგი პირველ დაფაზე იჯდა და ორი წაგების წილ 5-5 მოგება-ყაიმი გაიფორმა.
1999 წელს პატარსში ევროპის გოგონათა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოვიდა და 37 მონაწილეს შორის მეხუთეზე გავიდა.
2004 წელს ელისტაში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და 28-ე ნომრად განთესილი მეორე ეტაპიდან გამოვარდა. პირველ ეტაპზე ქართველი ნინო ხურციძე დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში კი კატერინა ლაგნოსთან გამოვარდა 3:4.
თურქეთის მოქალაქეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წელს ცოლად გაჰყვა თურქ დიდოსტატ, სუატ ატალიკს, თურქეთის მოქალაქეობა მიიღო და გვარი პოლოვნიკოვა ატალიკად გადაიკეთა. 2006 იანვარ-თებერვალში ანტალიაში Mediterranean Chess Championship-ის მესამე გათამაშებაში ქმართან ერთად იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე კი სუატი გავიდა[2]. ამ ადგილით ეკატერინა Mediterranean-ის ქალთა ჩემპიონი გახდა. იმავე წლის აპრილში კუშადასში ევროპის ქალთა მე-7 პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა.[3]
თურქეთის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე იასპარეზა, თუმც უშედეგოდ. ტურინში ქალთა ოლიმპიადაზე თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველ დაფაზე გამოვიდა, თუმცა მედლების გარეშე დარჩა. მან 12 პარტია ითამაშა, საიდანაც ორი წააგო და 5-5 მოგება-წაგება გაიფორმა.
2008 და 2016[4] წელს თურქეთის ქალთა ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიგო. 2016 წლის იანვარში, პრაღის მამაკაცთა ტურნირზე გამოვიდა, 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს მთელი ქულით აჯობა.
2018 წელს ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ახლოს იყო მედლებთან, 11 პარტიიდან 8 ქულით 6 მონაწილესთან ერთად 2-8 ადგილები გაიყო, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხე ადგილს დასჯერდა.
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს სოჭში 38-ე ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობა პირველივე წრეში, რუს ოლგა გირიასთან მარცხით დაასრულა 0:2. 2017 წელს თეირანში 26-ე ნომერი იყო და ვერც აქ გადალახა პირველი ეტაპი. პირველივე შეხვედრაში ქართველ სალომე მელიასთან დამარცხდა 1,5:2,5.
2018-ში ხანტ-მანსიისკში ორი ეტაპის გადალახვა შესძლო. იგი 26-ე ნომრად იყო განთესილი და პირველ შეხვედრაში პერუელი დეიზი კორი დაამარცხა 3:1, მაგრამ მეორეში უკრაინელ მარია მუზიჩუკთან დამარცხდა 1,5:2,5.
ეკატერინა ფლობს რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.