სალომე მელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სალომე მელია
Salome Melia Acropolis 2006 1.jpg
სალომე მელია 2006 წელს
სახელი სალომე მელია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 14 აპრილი, 1987
დაბადების ადგილი ბათუმი, საქართველო
წოდება საერთაშორისო ოსტატი, გროსმაისტერი.
ფიდე რეიტინგი rapid 2398, blitz 2428.
მაქსიმალური რეიტინგი 2456

სალომე მელია (დ. 14 აპრილი, 1987, ბათუმი, საქართველო) — ქართველი მოჭადრაკე.

სალომე მელია დაიბადა 1987 წლის 14 აპრილს ქალაქ ბათუმში. სალომემ ჭადრაკის თამაში ბავშვობაში შეისწავლა. მისი წინაპრებიც მოჭადრაკეები იყვნენ. სალომეს პირველი მწვრთნელი მამამისი — გენადი მელია იყო.

მისი ერთ-ერთი პირველი ყველაზი დიდი წარმატება იყო ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის მე-15 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, სადაც სალომემ 11-დან 8 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ერთადერთი ქართველი ქალია, რომელმაც მეორე ევროპული მედალი მოიპოვა კლასიკურ ჭადრაკში - 2014 წელს ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ბრინჯაოს მედლის გარდა მელიას აქტივშია ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და მესამედ შესრულებული საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა ვაჟთა შორის. სალომე მეხუთე ქართველი ქალია ვაჟთა შორის უმაღლესი საერთაშორისო წოდებით. 2015 წელს ჩინეთში გამართულ ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

საპრიზო ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]