მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპული ქრცვინი , ტყის ქრცვინი , შავი ქრცვინი ან ჩვეულებრივი ქრცვინი (ლათ. Mustela putorius ) — ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა . გავრცელებულია ევრაზიის კონტინენტზე: ევროპაში — თითქმის მთლიანად, აზიასა და აფრიკაში — მცირედ. მამალი სიგრძეში 350–460 მმ -ია, დედალი — 290–394 მმ ; მასა შესაბამისად 1000–1500 გ და 650–815 გ . შეფერილია შავ-მურად, აქვს ღია ლაქები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ბინადრობს მცირე ტყის მასივებში და ცალკეულ კორომებში. დედალი მძუნაობს აპრილ -მაისში , ზოგჯერ ივნისის მეორე ნახევარში. მაკეობა თვენახევარი გრძელდება, რის შემდგომაც იბადება 4–6 ნაშიერი. თავდაპირველად დედა მათ რძით კვებავს. ევროპული ქრცვინი იკვებება მემინდვრიებითა , თაგვებით , ბაყაყებით , გომბეშოებით , ვირთხებით , გველებით , ფრინველებითა და მწერებით . მოშინაურებული ფორმა — შინაური ქრცვინი (ლათ. Mustela putorius furo ) გამოიყენება სანადიროდ (მაგ., სოროდან კურდღელის გამოსადევნად).
Heptner, V. G.; Sludskii, A. A. (2002). Mammals of the Soviet Union . Washington, D.C.: Smithsonian Institution Libraries and National Science Foundation. ISBN 90-04-08876-8 .