ვინჩენცო ვივიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვინჩენცო ვივიანი
დაბ. თარიღი 5 აპრილი, 1622(1622-04-05)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ფლორენცია
გარდ. თარიღი 22 სექტემბერი, 1703(1703-09-22)[1] [2] [3] [4] [5] (81 წლის)
გარდ. ადგილი ფლორენცია
დასაფლავებულია სანტა კროჩეს ბაზილიკა
მოქალაქეობა ტოსკანის დიდი საჰერცოგო
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი
ალმა-მატერი პიზის უნივერსიტეტი[6]
განთქმული მოსწავლეები ისააკ ბაროუ

ვინჩენცო ვივიანი (იტალ. Vincenzo Viviani; დ. 5 აპრილი, 1622 — გ. 22 სექტემბერი, 1703) — იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. ევანჯელისტა ტორიჩელისა და გალილეო გალილეის მოწაფე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვივიანი დაიბადა და გაიზარდა ფლორენციაში, სწავლობდა იეზუიტთა სკოლაში, სადაც გაიცნო ევანჯელისტა ტორიჩელი, გალილეო გალილეის მოსწავლე. სწორედ მასთან ერთად დაიწყო ფიზიკური ექსპერიმენტების ჩატარება, მოგვიანებით კი თავად გალილეოს მოსწავლე გახდა (1639), რომელიც იმ პერიოდისთვის ცხოვრობდა არჩეტრიში, იტალია. აღსანიშნავია, რომ ვივიანი ბრმა გალილეოს მთავარი დამხმარე იყო.

3 წლის შემდეგ, 1642 წელს, გალილეო გარდაიცვალა, 1647 წელს კი ტორიჩელი. ვივიანმა განარგძო მათი სამეცნიოერი კვლევები, პარალელურად ის ამზადებდა გამოსაცემად გალილეოს ნაშრომების კრებულს ბიოგრაფიასთან ერთად (1655-1656). როგორც ცნობილია, ტოსკანას ჰერცოგი ფერდინანდ II მფარველობდა ვივიანს და საპატიო ადგილიც მიუჩინა დელ ჩიმენტოს აკადემიაში, რომელიც სპეციალურად ბუნების გამოსაკვლევად შეიქმნა.

გალილეო და ვივიანი, 1892, ტიტო ლესი. გალილეოს მუზეუმი, ფლორენცია

ამ პერიოდისთვის, ვივიანის რეპუტაცია, როგორც მათემატიკოსისა და გალილეოს ღირსეული მემკვიდრისა სწრაფად გაიზარდა, ის იღებდა არაერთ სამუშაო შემოთავაზებას მონარქებისგან, მათ შორის ლუდოვიკო XIV-სგან და პოლონეთის მეფე ჯონ II კაზიმირისგან. ვივიანის დაკარგვით შეწუხებულმა ტოსკანას ჰერცოგმა მას სამეფო კარის ასტრონომობა შესთავაზა, რომელსაც ვივიანი დასთანხმდა (1666).

1666 წელს ვივიანი აირჩიეს ახალდაარსებული საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიის უცხოელ წევრად. ის გახდა აგრეთვე ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრიც (1696).

1687 წელს ვივიანმა გამოსცა წიგნი ინჟინერიის შესახებ „Discorso intorno al difendersi da' riempimenti e dalle corrosione de' fiumi“.

საკუთარ ანდერძში ვივიანმა ქონების ნაწილი დატოვა გალილეოს გადასაფლავებისთვის სანტა კროჩეს ეკლესიაში. მისი დანაბარები ასრულდა 1737 წელს, როდესაც რომის სამეფომ ნება დართო გალილეო გადაესაფლავებინათ და ამჟამად, მასწავლებლისა და მოსწავლის საფლავები იმყოფება გვერდიგვერდ სანტა კროჩეს ეკლესიაში. ვივიანის სახელობისაა კრატერი მთვარეზე.

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1660 წელს ვივიანმა და ჯოვან ალფონსო ბორელმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ბგერის სიჩქარის გასაზომად. მათ დაადგინეს რომ ბგერითი ტალღა ჰაერში 350 მ/წმ სიჩქარით ვრცელდებოდა. დღესდღეობით მიჩნეულია რომ 0 გრადუსზე ბგერითი ტალღა 331.29 მ/წმ სიჩქარით ვრცელდება. აგრეთვე არსებობს მტკიცებულება რომ 1661 წელს, 190 წლით ადრე ლეონ ფუკოს ცნობილ ჩვენებამდე, ვივიანმა ექსპერიმენტი ჩაატარა ფუკოს ქანქარას როტაციაზე.

ვინჩენცო ვივიანის სამეცნიერო ინსტრუმენტების უმეტესობა დღესდღეობით გალილეოს მუზეუმში, ფლორენციაში ინახება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]