შინაარსზე გადასვლა

ედინსონ კავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედინსონ კავანი
კავანი 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Edinson Roberto Cavani Gómez[1]
დაბადების
თარიღი
14 თებერვალი, 1987 (1987-02-14) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
სალტო, ურუგვაი
სიმაღლე 188 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბოკა ხუნიორსი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
2000–2005 დანუბიო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2007 დანუბიო 25 (9)
2007–2010 პალერმო 109 (34)
2010–2013 ნაპოლი 104 (78)
2013–2020 პარი სენ-ჟერმენი 200 (138)
2020–2022 მანჩესტერ იუნაიტედი 41 (12)
2022–2023 ვალენსია 25 (5)
2023– ბოკა ხუნიორსი 47 (14)
ეროვნული ნაკრები
2006–2007 ურუგვაი 20-წლ. 14 (9)
2012 ურუგვაი (ოლიმპ.) 5 (3)
2008–2022 ურუგვაი 136 (58)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 აპრილი, 2025

ედინსონ რობერტო კავანი გომესი (ესპ. Édinson Roberto Cavani Gómez; დ. 14 თებერვალი, 1987, სალტო, ურუგვაი) — ურუგვაელი ფეხბურთელი, „ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელი.

კავანი დაიბადა სალტოში ბერტა გომესის და ლუის კავანის ოჯახში. 12 წლის ასაკში შეუერთდა „დანუბიოს“ ბავშვთა გუნდს. პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2006 წელს. იმ წელს კლუბთან ერთად მოიგო აპერტურა და გაიტანა 9 გოლი სადებიუტო სეზონში.[2]

2007 წლის სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, კავანის მიმართ ინტერესი გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“.[3] თუმცა, 2007 წლის 29 იანვარს ფეხბურთელმა „პალერმოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 31 იანვარს.[4] €4,475 მილიონის სანაცვლოდ.[5]

მისი დებიუტი „პალერმოში“ შედგა 2007 წლის 11 მარტს „ფიორენტინასთან“ მატჩში.[6] ის მატჩში 55-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი კლუბი მარცხდებოდა 0–1 და გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი მატჩის დასრულებამდე ისეთ სტილში, როგორშიც მარკო ვან ბასტენმა გაიტანა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში.[7]

2010 წლის ივლისში კავანიმ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ნაპოლისთან“. კონტრაქტის საფასურმა 5 მილიონი ევრო შეადგინა, 12 მილიონი ევრო შეადგენს მისი ტრანსფერის ფასს. სადებიუტო მატჩში კავანიმ ორი გოლი გაიტანა „ელფსბორგთან“ ევროპის ლიგის მატჩში.

კავანი 2007 წელს გამოიძახეს ურუგავის 20 წლამდელთა ნაკრებში, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატისთვის. მან 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და გახდა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი.

2008 წლის 6 თებერვალს მისი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში კოლუმბიასთან 2–2 დასრულებულ მატჩში, სადაც ის გოლით გამოირჩა.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ურუგვაი
ურუგვაის დროშა
2008 4 1
2009 8 0
2010 12 7
2011 12 2
2012 9 3
2013 15 7
2014 10 4
2015 8 4
2016 11 9
2017 9 3
2018 11 6
2019 7 4
2020 2 1
2021 8 2
2022 10 5
ჯამში 136 58

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 FIFA World Cup Qatar 2022™ / Squad List
  2. Scheda – Edison Cavani Italian. La Gazzetta dello Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 5 September 2007.
  3. Calciomercato.biz. Cavani, il Palermo sorpassa tutti Italian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2007. ციტირების თარიღი: 30 January 2007.
  4. Gazzetta dello Sport. Palermo, arriva il gioiello Cavani Italian. ციტირების თარიღი: 31 January 2007.
  5. US Città di Palermo Report and Accounts on 30 June 2007 (იტალიური)
  6. Tactical Formation. Football-Lineups.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 14 March 2007.
  7. „Edison Cavani: South America's best-kept secret“. CBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 5 September 2007.