ებრაელი ლტოლვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ებრაელი ლტოლვილები — ებრაელები, რომლებიც იყვნენ იძულებულნი დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი მათი ეროვნებისა ან რელიგიის დევნის გამო. ასეთი დევნები ხშირ შემთხვევაში ანტისემიტიზმით იბადება — ქსენოფობიის სახე, იდეოლოგიურად მტრული ურთიერთობა ებრაელებთან, როგორც ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფთან.

ისტორიაში ყველაზე ცნობილია ებრაელების დეპორტაცია პალესტინის ტერიტორიიდან რომაელების მიერ ახ. წ. 70-იან და 130-იან წლებში, ქრისტიანული ეკლესიის მხრიდან შუა საუკუნეების ევროპაში, დარბევები და მკრთალი განსახლება რუსეთის იმპერიაში, მასიური დევნები და მკვლელობები ნაცისტების მიერ 1930-იანებში 1945 წლამდე (ჰოლოკოსტი), დევნა მუსლიმურ ქვეყნებში, 1940-იანები—1970-იანები წლების პერიოდში.

საიმედო თავშესაფრის პოვნის სწრაფვა იყო სტიმული სიონისური მოძრაობისა და ებრაული სახელმწიფოს შექმნისთვის.

ძველ მსოფლიოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელების დევნა ანტიკურ ხანაში იყო ეპიზოდური ხასიათის. ძირითადად დევნა და ძალადობრივი გადასახლებები იყო ომებისა და აჯანყებების შედეგი.

ებრაელი ლტოლვილების შესახებ საუბარი ისტორიაში იწყება ებრაელების გამოსვლით ეგვიპტიდან დაახლოებით ძვ. წ. XIII საუკუნეში</ref>[1] ებრაელების საშუალო რიცხვი, რომლებიც მოსესთან ერთად გამოვიდნენ ეგვიპტიდან უცნობია, თუმცა ბიბლიაში ნაჩვენებია მამაკაცების რიცხვი ოცი წლის ზემოთ — 600 000-ზე მეტი.

ძვ. წ. 733—ძვ. წ. 720 წლებში ასურეთის წინააღმდეგ რიგი აჯანყებების შემდეგ მათმა მეფეებმა ტიგლათფილესერ III-მ, სალმანასარ V-მ და სარგონ II-მ დაიპყრეს ისრაელის სამეფო, ხოლო იქაური მოსახლეობა ასურელი ტომები გადაასახლეს ასურეთში, რის შედეგადაც მოხვდა მათი ასიმილაცია. ისტორიული ქრონიკები იხსენებენ 13 520 ადამიანს, რომლებიც გადაასახლეს გალილეიდან და 27 290 ან 27 280 ადანმიანს რომლებიც გადაასახლეს სამარიიდან. ძვ. წ. 701 წელს ასურელი მეფის სინახერიბის ჯარი შეიჭრა იუდეაში და გაანადგურა ძალიან ბევრი ქალაქი, სენახერიბმა ტყვედ წაიყვანა 200 150 ადამიანი[2][3].

ძვ. წ. 598—582 წლების პერიოდში შედგა იუდეველთა სამეფოს ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ბაბილონში, როგორც დასჯითი მეთოდი იუდეის ანტიბაბილონური აჯანყების გამო. ამ პერიოდმა მიიღო სახელი ბაბილონის ტყვეობა. ებრაელების ნაწილი (42 360 ადამიანი) დაბრუნდა იუდეაში ბაბილონის აღების შემდეგ აქემენიანთა მეფის კიროს II დიდის მიერ[4]. შემონახულია ფრანგმეტული ცნობები ებრაელების დევნის შესახებ ძველი რომიდან ძვ. წ. 139 წელს, 19 წელს და 50 წელს.

პირველი ანტიებრაული დარბევა მოხდა ძვ. წ. 38 წელს ალექსანდრიაში. ეს იყო გამოწვეული მოქალაქეების დაპირისპირებით იმ აზრთან, რომ ებრაელებს მიეღოთ მოქალაქეობრივი უფლებები. ისტორიკოსები აღნიშნავენ აჯანყებულების მიერ ანტისემიტური იდელოგიის მხარდაჭერის შესახებ.

პალესტინიდან ებრაელების შემდეგი მასობრივი დეპორტაციები რომაელების მიერ იყო წარმოებული 70-იან და 130-იან წლებში, იუდეური ომებისა და შიმონ ბარ-კოხბას აჯანყების შემდეგ [5]. იერუსალიმის დაცემის შემდეგ ებრაელებს ემუქრებოდნენ სივდილით თუკი ქალაქს მიუახლოვდებოდნენ[6][7]. ისტორიკოსი და თვითმხილველი იოსებ ფლავიუსი წერდა, რომ რომის აჯანყების დროს დაიღუბა 1,1 მილიონი ადამიანი და 97 ათასი მოხვდა ტყვეობაში[8] ბარ-კოხბას აჯანყების დროს კი დაიღუბა 580 ათასი იუდეველი.

ებრაელების ქრისტიანული ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი დევნა მოხდა 414 წელს ალექსანდრიაში ბიზანტიელი პატრიარქის კირილე I-ის დროს. შემდეგ ბიზანტიის იმპერიაში ებრაელები განდევნილები იყვნენ ანტიოქიიდანაც ამბოხების ჩახშობის შემდეგ 608 წელს.

შუა საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განდევნა არაბეთის ნახევარკუნძულიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნეში ქალაქ მედინაში ცხოვრობდა 3 ებრაული ტომი (ბანუ კაინუკა, ბანუ ნადირი და ბანუ კურაიზა). 622 წელს მედინაში ჩნდება მუსულმანი წინასწარმეტყველი მაჰმადი. ებრაელებისა და მუსულმანების კონფლიქტის შედეგად ბანუ კაინუკა და ბანუ ნადირი იყვნენ განდევნილნი მედინადან. 627 წლიდან პრაქტიკულად ბანუ კურაიზას ყველა მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ქალები და ბავშვები გაყიდეს მონაფლობელობაში.

628 წელს მუჰამადის ჯარი შეიჭრა იაზის ხაიაბრში, რომელიც მედინადან 150 კილომეტრში იმყოფებოდა და სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები და სადაც გადასახლდნენ ბანუ ნადის ტომი. მუჰამადმა კონფისკაცია მოახდინა ყველა იმ მიწის, რომელიც ეკუთვნოდა იუდეველთა ტომებს. მისმა მემკვიდრემ, ხალიფა უმარ იბნ ალ-ხატაბი 640-იანებში უბრძანებს ყველა ებრაელს რათა დაეტოვებინათ არაბეთის ნახევარკუნძულის ცენტრალური და ჩრდილოეთი მხარე. ებრალებისთვის აკრძალვა იცხოვრონ ამ მხარეში დღესათ მოქმედებს.

დევნა ევრობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა სუაკუნეებში ებრაელების მდგომარეობა ევროპაში მთლიანად იყო დამოკიდებული ადგილობრივ ხელისუფლებასა და მონარქებზე. შუა საუკუნეებში ქრისტიანული ეკლესია იღებდა მონაწილეობას იუდეველების დევნაში როგორც წარმართების და აძალებდა მათ ქრისტიანობის მიღებას. რადგან მათ ეკრძალებოდათ მიწების ფლობა, ისინი ხშირ შემთხვევაში დაკავებულები იყვნენ ვაჭრობითა ან მევახშეობით. ეს ამწვავებდა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას და დარბევებისა და გაძევების პროვოცირებას ახდენდა. ებრაელებს ბრალს დებდნენ დაავადებების გავრცელებაში, მოსავლის ჩავარდნასა და სხვა უბედურებებში. შუასაუკუნეებში ებრაელებზე დაიწყეს სისხლიანი ცილისწამება — ადანაშაულებდნენ მათ ქრისტიანების მოკვლაში რიტუალების ჩასატარებლად. „მოხეტიალე ებრაელზე“ ფაქტობრივად ზუსტად ამ დროს იბადება ლეგენდა „მოხეტიალე ებრაელზე“ — ებრაელი მოხეტიალე, რომელიც ვერსად პოულობს მშვიდობიან თავშესაფარს[9].

ბიზანტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ებრაელები ბიზანტიაში.

1097 წლის გაზაფხულში ხერსონში ებრაელმა ვაჭარმა ყივჩაღებისგან იყიდა მათ მიერ კიევითან ახლოს დაკავებული ტყვეთა ჯგუფი, მათ შორის აღმოჩნდა კიევ-პეჩერის ლავრის ბერი ევსტრატი მმარხველი, რომელიც მოგვიანებით ტყვეობაში გარდაიცვალა (ლეგენდის თანახმად - მოკლულია პატრონის მიერ, რადგან არ თქვა უარი ქრისტეზე[10]. ეკლესიამ ევსტრატი წმინდანად შერაცხა.

ვიკიციტატა
„умученным на Пасху жидами.“

ხერსონის ეპარქი (მონათლული იუდეველად) იყო წამებული იმპერატორის ბრძანებით ვაჭართან ერთად, რომელმაც იყიდა ბერი. ამ სკანდალის შედეგი იყო ქალაქიდან ყველა ებრაელი ვაჭრის განდევნა და მათი საკუთრების კონფისკაცია. ისტორიაში არის ცნობები ძალადობრივი ნათლობის შესახებ ბიზანტიაში (კერძოდ, იმპრატორი ლეონ III-ს ბრძანებით 720-იან წლებში), თუმცა ამ ბრძანების შესრულების შესახებ ცნობები და მის მიერ ებრაელების გადასახლებების შესახებ სხვა ქვეყანაში ცნობები თითქმის არაა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მთლიანად ბიზანტიის იმპერიაში ებრაელები არ ექცეოდნენ განდევნის ქვეშ[11][12].

კიევის რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1113 წელს კიევში მოხდა დიდი ებრაული აჯანყება, რომლის შემდეგადაც, როგორც წერდა „რუსეთის ისტორიაში“ ვასილი ტატიშჩევი სიტუაცია დაიძაბა და მათი გამოჩენა ამ ტერიტორიაზე წარმოუდგენელი იყო. ლევ ტიხომიროვი წერდა რომ 1892 წელს ებრაელები დაბრუდნენ სამხრეთ-დასავლეთის ქვეყნებში დაახლოებით XIII საუკუნეში[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://jhist.org/code/dubnov02.htm
  2. Синаххериб. Мир истории. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-20. წაკითხვის თარიღი: 2009-08-28.
  3. Анналы Синаххериба. Мир истории. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-20. წაკითხვის თარიღი: 2009-08-28.
  4. http://www.bible-center.ru/book/context/captivity
  5. http://www.gumer.info/bogoslov_Buks/Relig/Jablok/_12.php
  6. http://www.sno.pro1.ru/lib/svenz/1-4-1.htm
  7. http://jhist.org/code/dubnov21.htm
  8. იოსებ ფლავიუსი. Иудейская война
  9. Мусс 2007.
  10. Кротов, Яков.. Евстратий Печерский. Словарь святых. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-20. წაკითხვის თარიღი: 2009-12-09.
  11. http://www.jcrelations.net/ru/?item=2107
  12. http://gumilevica.kulichki.net/ARGS/args104.htm
  13. Евреи в России