მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუცი (ლათ. Agasyllis) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მაღალი ბალახოვანი მცენარეებია. აქვთ დიდი, რთული ფოთლები, რთულ ქოლგა ყვავილედებად შეკრებილი თეთრი ყვავილები,[1][2] ზურგის მხარეზე შებრტყელებულ-წიბოებიანი ნაყოფი. სიმაღლეში 100–150 სმ-ია.[2] კავკასიის ენდემური მონოტიპური გვარია. მისი ერთადერთი სახეობა — Agasyllis caucasica (მოძვ. Agasyllis latifolia) საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული.[1][2] იზრდება სუბალპურ სარტყლის მდელოებზე, მთის მდინარეების ნაპირებზე, ღარტაფებში, ტენიან ადგილებზე.[1]