დუნაის კრემსი
იერსახე
| დასახლებული პუნქტი | |||
|---|---|---|---|
|
დუნაის კრემსი გერმ. Krems an der Donau | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| კოორდინატები | 48°25′00″ ჩ. გ. 15°37′00″ ა. გ. / 48.41667° ჩ. გ. 15.61667° ა. გ. | ||
| მმართველი | Peter Molnar | ||
| ფართობი | 51.66 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 203±1 მეტრი | ||
| მოსახლეობა | 25 272 (1 იანვარი, 2023)[1] | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 და ცენტრალური ევროპის დრო | ||
| საფოსტო ინდექსი | 3500[2] | ||
| საავტომობილო კოდი | KS | ||
| ოფიციალური საიტი | http://www.krems.gv.at/ და https://www.krems.gv.at/ | ||

დუნაის კრემსი (გერმ. Krems an der Donau) — ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. მისი მოსახლეობა 24 014 ადამიანს შეადგენს (2011) და წარმოადგენს მხარის მეხუთე უდიდეს ქალაქს. მდებარეობს ვენიდან 70 კმ-ით დასავლეთით.
ქალაქი გაშენებულია მდინარე კრემისისა და დუნაის შესართავთან, ვახაუს ხეობის აღმოსავლეთით, ვალდვიერტელის რეგიონის სამხრეთ ნაწილში.
კრემის პირველად მოხსენიებულია 995 წელს, ოტო III-ის მოწმობაში, მაგრამ დასახლებები აქ სავარაუდოდ უფრო ადრე გაჩნდა. მაგალითად, აღმოჩენილია 27 000 წლის წინანდელი ბავშვის სამარხი, რომელიც უძველესია ავსტრიაში.
XI-XII საუკუნეებში, კრემისი, როგორც მაშინ უწოდებდნენ, თითქმის ვენის ზომის ქალაქი იყო.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რიბე, დანია, 1971-დან
ბიოლინგენი, გერმანია, 1971-დან
ბონი, საფრანგეთი, 1973-დან
პასაუ, გერმანია, 1974-დან
კრომერჟიჟი, ჩეხეთი, 1994-დან
გრეიპვაინი, აშშ, 1999-დან
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pictures of Krems and information in English language დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine.