დობროდეა
დობროდეა | |
---|---|
დაიბადა | XII საუკუნე კიევი, კიევის რუსეთი |
გარდაიცვალა | 16 ნოემბერი, 1131 |
საქმიანობა | ექიმი |
მეუღლე | ალექსი კომნენოსი (ანდონიკე I-ის ვაჟი) |
მშობლები | მამა — მსტილავ ვლადიმირის ძე დედა—ქრისტინა ინგესდოტერი |
დობროდეა (სამეცნიერო-პოპულარ.), აგრეთვე მსტისლავნა (ქრისტიანული სახელი გაურკვეველია, შესაძლოა, ნათლობის სახელია ევპრაქსია (ბერძნ. — "კეთილდღეობა"), ზოიას კორონაციაზე, გვხვდება ირინეც [1]) ( XII საუკუნის I ნახევარი) —კიევის დიდი მთავრის მსტილავ ვლადიმირის ძის და შვედეთის მეფის ასულის ქრისტინა ინგესდოტერის ქალიშვილი, ვლადიმირ მონომახის და შვედეთის მეფე ინგე I უფროსის შვილიშვილი. 1122 წელს გაათხოვეს ბიზანტიის იმპერატორის იოანე II კომნენოსის ნათესავზე.[2] ყველაზე გავრცელებული ვერსიით — მის უფროს ვაჟ ალექსიზე. მან მიიღო იმპერატრიცას (ვასილისა) ტიტული და სახელი ირინე, დედამთილის, უნგრეთის იმპერატორის ირინე უნგრელის პატივსაცემად. მას და ალექსის 1125 წ. შეეძინათ ქალიშვილი მარია. [3]
გუსტინის ქრონიკის ავტორი აღწერს მსტისლავის ასულის „საბერძნეთის უფლისწულ, იოანე კომნენოსის ძეზე“ დაქორწინების ამბავს. (სხვა წყაროებში ნახსენებია სახელი ანდრონიკე კომნენოსი — ზემოხსენებული ალექსის უმცროსი ძმა).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებული ინფორმაციით, მსტისლავნას ქორწინება დაკავშირებული იყო ბიზანტიასა და კიევის რუსეთს შორის გამართულ ბოლო ომთან, რომლის მიმდინარეობისას ვლადიმირ მონომახმა (1116 წ.) მხარი დაუჭირა თავის სიძეს, ბიზანტიელ ავანტიურისტს ცრუ დიოგენეს, რომელიც თავს იმპერატორ რომანოზ IV დიოგენეს დიდი ხნის წინ მოკლულ ვაჟად — ლეო დიოგენედ ასაღებდა.
ომის შედეგად გაიმართა გარკვეული მოლაპარაკებები და 1122 წელს დაგვირგვინდა დინასტიური ქორწინებით: მსტისლავნა გახდა იმპერატორ იოანე II -ის ვაჟის — სავარაუდოდ, ალექსის ცოლი. ამავე დროს ბიზანტიიდან კიევში ახალი მიტროპოლიტი ნიკიტა ჩავიდა (მისი წინამორბედი მიტროპოლიტი ნიკიფორე გარდაიცვალა 1121 წლის აპრილში). ისტორიკოსები აღნიშნავენ: ”ორ ქვეყანას შორის დაახლოება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით და, უპირველეს ყოვლისა, მომთაბარეების — ყივჩაყების, თორქების და პაჭანიკების მხრიდან არსებული საფრთხეებით. მკვლევარები დიდი ხანია ყურადღებას აქცევენ იმ ფაქტს, რომ რუსეთ-ბიზანტიის დინასტიური კავშირის დადება დროულად დაემთხვა ორ მნიშვნელოვან მოვლენას კიევის რუსეთისა და ბიზანტიის ურთიერთობის ისტორიაში მეზობელ მომთაბარე ტომებთან: უფლისწულ ვლადიმერ ვსევოლოდის ძის მიერ 1121 წელს თორქებისა და პაჭანიკების რუსეთიდან განდევნას და 1121-1122 წლებში ომს ბიზანტია-პაჭანიკებს შორის, რომელიც დასრულდა იმპერატორ იოანე კომნენოსის ბრწყინვალე გამარჯვებით“. 1122 წელს ვლადიმირ მონომახმა ნიკიტა და მისი შვილიშვილი ბიზანტიაში გაგზავნა.[4]
მსტისლავნას ქმრის ვინაობასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. მემატიანე მონომახის შვილიშვილის მეუღლეს „მეფეს“, ანუ იმპერატორს უწოდებს: „ვედენა მსტისლავნა ბერძენთა მეფისათვის“. ტრადიციულად ითვლება, რომ ის იყო ალექსი კომნენოსი, ალექსი I-ის ძმისშვილი და იოანე II-ის ვაჟი, რომელიც გამოცხადდა მამის თანამმართველად, მაგრამ ადრე გარდაიცვალა. თუმცა, მისი ქორწინების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის დაცული: „ვარაუდობენ, რომ ის ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო მსტისლავნა, ხოლო მეორე — ქართველი კატა, დავით IV აღმაშენებლის ასული.
ცნობილია, რომ ალექსის ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, სახელად მარია, მისი დედა შესაძლოა მსტისლავნა ყოფილიყო. ალექსი კომნენოსი გარდაიცვალა 1142 წელს.
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსტისლავნა გახლდათ ცნობილი მემატიანის ანა კომნენეს თანამედროვე და ნათესავი. ლეგენდის თანახმად, იგი ჯერ კიდევ გოგონა იყო, როდესაც დაინტერესდა მედიცინით და კიევში დაეუფლა მცენარეებით მკურნალობის მეთოდებს. მისი გატაცება ბიზანტიელ მემატიანეებს შორის ეჭვს იწვევდა. მათი ვარაუდით, მსტისლავნას საქმიანობა ჯადოქრობას უკავშირდებოდა.
„ალიმას“ მანუსკრიპტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ადგილობრივი მკვლევარი აღნიშნავდა (1900-იანი წლები), ლაურენციანის ბიბლიოთეკაში (ფლორენცია) შემონახული იყო სამედიცინო ხელნაწერი ბერძნულ ენაზე სახელწოდებით "ალიმა" (მალამოები). ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ხელნაწერის ავტორი მსტისლავნა გახლდათ.
მკურნალობის მეთოდები და მიდგომები მიუთითებს, რომ ტექსტის ავტორი იცნობდა ჰიპოკრატესა და იბნ სინას ნაშრომებს.
ხელნაწერი ხუთი ნაწილისგან შედგება:
1. განიხილულია პირადი ჰიგიენის ზოგადი წესები და ბავშვის მოვლის საკითხები, საბავშვო სნეულებების მკურნალობა, შეიცავს მონაცემებს ადამიანის ტემპერამენტის ტიპების შესახებ— სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური.
2. აღწერილია ოჯახური ურთიერთობების ჰიგიენა, ორსულობის და მშობიარობის პერიოდი.
3. ეძღვნება კვების ჰიგიენას, დახასიათებულია პროდუქტების "ცივი" და "თბილი" თვისებები. მირტის ზეთს მოიხსენიებს „ცივ“ პროდუქტად, თაფლი, ღვინო, ხორცი და ა.შ. კლასიფიცირდება როგორც „თბილი“ პროდუქტები. მესამე თავში ასევე მოცემულია დიეტური კვების საფუძვლები და რეცეპტები.
4. გარე დაავადებების შესახებ: შეიცავს რეკომენდაციებს მალამოების გამოყენებაზე კანის დაავადებების, ასევე კბილის ტკივილის სამკურნალოდ.
5. ეძღვნება თერაპიულ მასაჟს, მათ შორის გულის და კუჭის დაავადებების მკურნალობას.
მეცნიერთა უმეტესობა უარყოფს მესტილავნას ავტორობას და ვარაუდობს, რომ "ალიმის" ტრაქტატის ტექსტი უცნობმა ექიმმა დაწერა იმპერატორ ზოიას, რომან III არგირის (1028-1034) მეუღლის დაკვეთით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pushkareva, Natalia (1997). Women in Russian History: From the Tenth to the Twentieth Century. Translated by Eve Levin. New York and London: M.E. Sharpe. ISBN 1-56324-797-6.
- Varzos, Konstantinos (1984). Η Γενεαλογία των Κομνηνών დაარქივებული 2021-03-03 საიტზე Wayback Machine. [The Genealogy of the Komnenoi] (PDF) (ბერძნ). Vol. A. Thessaloniki: Centre for Byzantine Studies, University of Thessaloniki. OCLC 834784634.
- Попадмитриу С. Брак русской княжны Мстиславны-Добродеи с греческим царевичем Алексеем Комниным, т. 11 (1-2). — Византийский временник, 1904
- Лопарев Х. Брак Мстиславны (1122) // Византийский временник. Т. 9. СПб., 1902. С. 418—445 (რუს.)
- Лопарев Х. Русская княжна Евпраксия Мстиславна (XII в.) как вероятный автор медицинского сочинения // Сборники в честь А. И. Соболевского. СПб., 1905. С. 1- 14.(რუს.)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ «Ирина, дочь Мстислава, была женой Алексея» — Sturdza (1999), p. 276.
- ↑ Profile of Alexios Komnenos and his daughter in «Medieval Lands» by Charles Cawley
- ↑ Baumgarten (1927), p. 25, цитирует Byzantina Chronika IX, pp. 418-46, and XI, pp. 73-98
- ↑ (Βαρζός Κ. Ἡ γενεαλογία τῶν Κομνηνῶν. Θεσσαλονίκη, 1984. ტ. 1. Σ. 343) (ბერძნ.)