დნიპრო დნეპრი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დნიპრო
Дніпро́
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დნიპრო
დაარსდა 1918
სტადიონი დნიპრო-არენა
დნეპრი, უკრაინა
(ტევადობა: 31,000)
პრეზიდენტი უკრაინის დროშა იგორ კოლომოისკი
მწვრთნელი უკრაინის დროშა დიმიტრი მიხეილშვილი
კაპიტანი უკრაინის დროშა რუსლან როტანი
ლიგა უკრაინის პრემიერ ლიგა
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

დნიპრო დნეპრი (უკრ. Футбо́льний Клуб Дніпро́ Дніпропетро́вськ, რუს. Футбо́льный Клуб Днепр Днепропетро́вск) — უკრაინული კლუბი, ჩამოყალიბდა დნეპრში. 2019 წელს გაუქმდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად დნეპრის საფეხბურთო კლუბი დნიპრო 1918 წელს ჩამოყალიბდა, იგი ჩამოაყალიბა პეტროვსკის ფაბრიკამ და მისი თავდაპირველი სახელი იყო ბრიტი, გუნდი მონაწილეობას იღებდა რეგიონალურ ჩემპიონატში კატერინოსლავში, სხვა 4 გუნდთან ერთად. ბრიტი თამაშებს პატარა სტადიონ სოკილზე ატარებდა, რომელიც მდებარეობდა პუშკინის ქუჩისა და იური შევჩენკოს ქუჩის გადაკვეთაზე.

პეტროვეცი-სტალი-მეტალურგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც პეტროვსკის ქარხნის საფეხბურთო კლუბი, მან ოფიციალური სახელი 1926 წელს მიიღო როგორც პეტროვეცი, კლუბი შეუერთდა საბჭოთა ჩემპიონატს სტალის (Сталь) სახელით 1936 წელს ერთ-ერთ დაბალ ლიგაში. გუნდმა მონაწილეობა მიიღო 3 ჩემპიონატში მეორე მსოფლიო ომამდე. მეორე მსოფლი ოომის შემდეგ, 1947 წელს, კლუბი კვლავ შეუერთდა საბჭოთა ჩემპიონატს და შეერწყა კიდევ ერთ დნეპრულ კლუბ დინამოს. 1949 დან 1961 წლამდე გუნდს ერქვა მეტალურგი ანუ მეტალზე მომუშავე. ამ დროის განმავლობაში გუნდი მონაწილეობას იღებდა 3 სეზონში, 1950-1952 წლებში, მოყვარული ფეხბურთელების სახით, რაც როგორც წესია ცუდი შედეგით დამთავრდა . 1952 წელს მეტალურგ დნიპროპეტროვსკმა მიაღწია საბჭოთა თასის ნახევარ ფინალს, სადაც იგივ ერევნის სპარტაკთან დამარცხდა.

დნეპრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს , გუნდი ახალი სპონსორის ხელში გადავიდა, Yugmash ის ხელში რომელიც იყო სამხრეთ მანქანათმშენებლობის ფაბრიკა, რომელიც იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარხანა იყო საბჭოთა კავშირში და იგი ჩამოაყალიბა თავდაცვის სამინისტრომ. ახალმა სპონსორმა სახელი დნიპრო შეცვალა რუსული სახელით დნეპრი (Днепр), რადგან საბჭოთა კავშირის მთავრობაში მხოლოდ რუსული ენა იყო მისაღები, 1968 წლამდე გუნდის გამოსვლა დიდად არ შეცვლილა , მანამ სანამ კლუბმა არ შეიძინა ანდრეი ბიბა და ახალი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი, ამის შემდეგ კლუბს 3 წელი დასჭირდა საბჭოთა უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად და 1972 წელს მეექვსე ადგილიც დაიკავა.

ოქროს თაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 სა და 1976 წლებში დნიპრომ საბჭოთა თასის ნახევარფინალებს მიაღწია. 1978 წელს კლუბი 2 წლით შედარებით დაბალ ლიგაში გადავარდა. მათი შემდეგი დაბრუნება უმაღლეს ლიგაში არ იყო ისეთი სანდომიანი როგორც ადრე, რადგან კლუბი ჩემპიონატის ბოლო ადგილზე "ჭკნებოდა". ამ წლებში დნეპრის მმართველმა ორგანოებმა კლუბში მოიყვანეს ახალი საიმედო მწვრთნელი "ვოლოდიმირ იემეცი" და " ჰენნადი ჟიზდიკი". ამ შეცვლების შემდეგ, დენპრი გახდა ძლიერი პრეტენდენტი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის და მათ ორჯერ მოიგეს იგი : ერთხელ იემეცთან და ჟიჯდიკ თან 1983 წელს და მეორეჯერ იევენ კუჩერევსკისტან 1988 წელს. აგრეთვე 1989 წელს დნეპრი გახდა პირველი პროფესიონალური კლუბი საბჭოთა კავშირში. ამ წლების განმავლობაში, გუნდში თამაშობდა ბევრი პუპულარული ფეხბურთელი როგორებიც იყვნენ : ოლეგ პროტასოვი, ჰენადი ლიტოვჩენკო, ოლეკსეი ჩერედნიკი და ოლეგ ტარანი.

დნიპრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კლუბმა დაიბრუნა უკრაინული Dnipro-ს, ყველაზე დიდი მდინარის და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უკრაინული სიმბოლოს სახელწოდება. კლუბი შეუერთდა ქვეყნის ფედერაციას და ახლად ჩამოყალიბებული უკრაინული უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გუნდმა ვერცხლის მედალი აიღო 1993 წელს, აგრეთვე ბრინჯაოს მედლები 1992, 1995, 1996, 2001 და 2004 წლებში. გუნდმა აგრეთვე მიაღწია უკრაინის თასის ფინალს 1995, 1997 და 2004 წლებში და ყველა მათგანი დონეცის „შახტართან“ დათმო. „დნიპროს“ მფლობელი არის კერძო ჯგუფი. აგრეთვე არსებობს თანამეგობრობა „დნიპროსა“ და „დინამო“ კიევს შორის. „დნიპროს“ ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა ხარკოვის „მეტალისტი“.

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი სტადიონი "მეტეორი"
ახლანდელი დნიპრო არენა

1966 წელს დნიპრო საშინაო თამაშებს "მეტეორ სტადიუმ" ზე ატარებდა , დნიპროპეტროვსკში. უფრო ადრე კი კლუბი თამაშებს ატარებდა "მეტალურგ სტადიუმ" ზე (ყოფილ "სტალ" სტადიონზე) "მეტეორ სტადიუმ" ააგო საბჭოთა რაკეტების კომპანია "იუზმაშმა" და 2001 წლამდე რამდენიმეჯერ განაახლა . 2002 წელს ევროპულ ჩემპიონატში რამდენიმე გამოსვლის შემდეგ ნათელი გახდა რომ დნიპროს ახალი სტადიონი ესაჭიროებოდა, ამგვარად , 2005 წელს კერძო ჯგუფმა ("Pryvat Group") დაიწყო ახალი " დნიპრო არენას" მშენებლობა, დნიპროპეტროვსკის ცენტრში. კლუბმა თავისი ბოლო თამაში მეტეორის სტადიონზე 2008 წლის 2 სექტემბერს ჩაატარა, ხარკოვის „მეტალისტის“ წინააღმდეგ. სტადიონი იტევს 31,003 ადამიანს და სულ მისი აშენება დაჯდა 40 მილიონი ევრო , სტადიონი ააგო ყველაზე დიდმა გერმანულმა კომპანია "Hochtief" მა. საბოლოოდ სტადიონი 2008 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა. გახსნისლ ცერემონიალზე სიტყვით წარდგა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო. სტადიონი გაიხსნა უკრაინელი ცნობილი მომღერლების წარმოდგენით და 2 საფეხბურთო მატჩით, დინამო კიევის ვეტერანები მოსკოვის სპარტაკის ვეტარანებს დაუპირისპირდნენ და აგრეთვე დინამო კიევის ვეტერანები დაუპირისპირდნენ დნიპროს ვეტერანებს. იმ ადგილას სადაც სტადიონი აშენდა, ქუჩას შეეცვალა სახელი და დაერქვა დნიპროს ყოფილი მწვრთნელის პატივსაცემად "იევენ კუჩევსკის" ქუჩა. დნიპრომ ამ სტადიონზე თავისი პირველი ოფიციალური მატჩი 2008 წლის 29 სექტემბერს ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ " მეტალურგ ზაპაროჟიას" წინააღმდეგ ჩაატარა და 1-2 დამარცხდა. მათ მოხსნეს ახალი რეკორდი უკრაინის პრემიერ ლიგაში დასწრების მხრივ 2008 წლის მე-9 სეზონში, თამაშს 31 ათასი მაყურებელი დაესწრო.

სპონსორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი სპონსორები არიან "TM Biola " და "Nike Football"

ევროტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა:

სეზონი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი ჯამში
უეფას თასი
1985-86 1 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ვისმუთ აუე 2-1 3-1 5-2
2 ნიდერლანდების დროშა პეესვე 1-0 2-2 3-2
3 იუგოსლავიის დროშა ჰაიდუკ სპლიტი 0-1 0-2 0-3
1986-87 1 პოლონეთის დროშა ლეგია ვარშავა 0-0 0-1 0-1
1988-89 1 საფრანგეთის დროშა ბორდო 1-1 1-2 2-3
1990-91 1 შოტლანდიის დროშა Hearts FC 1-1 1-3 2-4
1993–94 1 ავსტრიის დროშა ადმირა ვაკერი 1-0 3-2 4-2
2 გერმანიის დროშა აინტრახტი ფრანკფურტი 1-0 0-2 1-2
1997-98 Q1 სომხეთის დროშა სკ ერევანი 6-1 2-0 8-2
Q2 რუსეთის დროშა ალანია ვლადიკავკაზი 1-2 1-4 2-6
2001–02 1 იტალიის დროშა ფორენტინა 0-0 1-2 1-2
2003–04 Q1 ლიხტენშტაინის დროშა სკ ვადუზი 1-0 1-0 2-0
1 გერმანიის დროშა ჰამბურგი 3-0 1-2 4-2
2 ხორვატიის დროშა დინამო ზაგრები 1-1 2-0 3-1
3 საფრანგეთის დროშა მარსელი 0-0 0-1 0-1
2004–05 Q2 სლოვაკეთის დროშა პეტრჟალკა 3-0 1-1 4-1
1 ისრაელის დროშა მაკაბი ჰაიფა 2-0 0-1 2-1
ჯგუფური ბელგიის დროშა ბრიუგე 3-2
ნიდერლანდების დროშა უტრეხტი 2-1
ავსტრიის დროშა ავსტრია ვიენი 1-0
ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა 1-2
1/16 სერბეთის დროშა პარტიზან ბელგრადი 0-1 2-2 2-3
2005–06 Q2 სომხეთის დროშა ბანანტსი 4-0 4-2 8-2
1 შოტლანდიის დროშა ჰიბერნიანი. 5-1 0-0 5-1
ჯგუფური ნიდერლანდების დროშა ალკმარი 1-2
ინგლისის დროშა მიდლსბრო 0-3
ბულგარეთის დროშა ლიტექსი 0-2
შვეიცარიის დროშა გრასშოპერსი 3-2
2007–08 Q2 პოლონეთის დროშა ბელჩატოვი 1-1 4-2 5-3
1 შოტლანდიის დროშა აბერდინი 1-1 0-0 1-1
2008–09 Q2 შვეიცარიის დროშა ბელინზონა 3-2 1-2 4-4
უეფას ევროპის ლიგა
2010–11 Q3 სერბეთის დროშა სპარტაკ ზლატიბორი 2-0 1-2 3-2
ფლეიოფი პოლონეთის დროშა ლეხ პოზნარი 0-1 0-0 0-1
2011–12 ფლეიოფი ინგლისის დროშა ფულემი 1-0 0-3 1-3
2012–13 ფლეიოფი ჩეხეთის დროშა სლოვან ლიბერეცი 4-2 2-2 6-4
ჯგუფური ნიდერლანდების დროშა პეესვე 2-0 1-2 4-1
იტალიის დროშა ნაპოლი 3-1 2-4 5-5
შვედეთის დროშა აიკ 4-0 3-2 7-2
1/16 შვეიცარიის დროშა ბაზელი 1-1 0-2 1-3
2013–14 ფლეიოფი ესტონეთის დროშა ნომმე კალიუ 2-0 3-1 5-1
ჯგუფური იტალიის დროშა ფიორენტინა 1–2 1–2 2–4
პორტუგალიის დროშა პაჩოს ფერეირა 2–0 2–0 4–0
რუმინეთის დროშა პანდური 4–1 1–0 5–1

ევროპის თასი:

სეზონი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ ფასვლითი ჯამში
1984-85 1 თურქეთის დროშა ტრაბზონსფორი 3-0 0-1 3-1
2 ბულგარეთის დროშა ლევსკი სოფია 2-0 1-3 3-3
Q საფრანგეთის დროშა ბორდო 1-1 1-1 3-5 (PKs)
1989-90 1 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ლინფილდი 2-1 1-0 3-1
2 ავსტრიის დროშა სტიროლ ინბურკი 2-0 2-2 4-2
Q პორტუგალიის დროშა ბენფიკა 0-1 0-3 0-4

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონდინენტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწვეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა 2015–16[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 2 სექტემბრისთვის.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
4 ნახევარმცველი უკრაინა უკრაინა სერგეი კრავჩენკო
14 მცველი უკრაინა უკრაინა ევგენი ჩებერიაჩკო
29 ნახევარმცველი უკრაინა უკრაინა რუსლან როტანი
89 ნახევარმცველი უკრაინა უკრაინა სერგეი პოლიტილო
91 მეკარე უკრაინა უკრაინა იგორ ვარცაბა
97 ნახევარმცველი უკრაინა უკრაინა ანდრეი ბლიზიჩენკო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]