დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დმანისის მუნიციპალიტეტის მდებარეობა საქართველოს რუკაზე

დმანისის მუნიციპალიტეტი შედის ქვემო ქართლის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]

დმანისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 15 ტერიტორიული ორგანო და 57 სოფელი. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ამამლოს, განთიადის, გომარეთის, გუგუთის, დიდი დმანისის, დმანისის, ირგანჩაის, მასავერას, ოროზმანის, საკირეს, სარკინეთის, ყარაბულახისა და ყიზილქილისის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]

დმანისის მუნიციპალიტეტის ფართობია 1198,8 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 19 141 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 16 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი დმანისი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ირგანჩაი (2014 ადამიანი), დმანისიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი გომარეთის კაკლიანი (47 კმ.).

სოფლების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ფოტო მოსახლეობა (2014)[3] ტერიტორიული
ორგანო
მანძილი
დმანისიდან (კმ)
სულ კაცი ქალი
ამამლო 1100 532 568 ამამლოს ტერიტორიული ორგანო 9
ანგრევანი 47 24 23 ამამლოს ტერიტორიული ორგანო 13
ახა 47 23 24 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 22
ახალი გედაგდაღი 159 84 75 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 15
ბაზაქლო 532 287 245 ამამლოს ტერიტორიული ორგანო 8
ბახჩალარი 70 39 31 იფნარის ტერიტორიული ორგანო 17
ბოსლები 397 189 208 დიდი დმანისის ტერიტორიული ორგანო 12
განახლება 113 58 55 სარკინეთის ტერიტორიული ორგანო 27
განთიადი 544 263 281 განთიადის ტერიტორიული ორგანო 5
გომარეთი 594 291 303 გომარეთის ტერიტორიული ორგანო 30
გორა 11 საკირის ტერიტორიული ორგანო 25
გუგუთი 127 63 64 გუგუთის ტერიტორიული ორგანო 37
დაგარახლო 447 223 224 იფნარის ტერიტორიული ორგანო 9
დალარი 178 89 89 ოროზმანის ტერიტორიული ორგანო 4
დიდი დმანისი 650 331 319 დიდი დმანისის ტერიტორიული ორგანო 15
ვაკე 239 123 116 ოროზმანის ტერიტორიული ორგანო 5
ვარდისუბანი 349 183 166 დიდი დმანისის ტერიტორიული ორგანო 15
ველისპირი 81 44 37 სარკინეთის ტერიტორიული ორგანო 25
ზემო ოროზმანი 624 309 315 ოროზმანის ტერიტორიული ორგანო 5
ზემო ყარაბულაღი 871 447 424 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 18
იაღუფლო 478 229 249 დმანისის ტერიტორიული ორგანო 3
ირგანჩაი 2014 1041 973 ირგანჩაის ტერიტორიული ორგანო 25
იფნარი 272 144 128 იფნარის ტერიტორიული ორგანო 14
კაკლიანი 5 გომარეთის ტერიტორიული ორგანო 47
კაკლიანი 321 142 179 ყიზილქილისის ტერიტორიული ორგანო 14
კამარლო 665 336 329 კამარლოს ტერიტორიული ორგანო 37
კამიშლო 219 109 110 გუგუთის ტერიტორიული ორგანო 40
ლოქჯანდარი 173 82 91 გუგუთის ტერიტორიული ორგანო 32
მამიშლარი 76 37 39 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 22
მამიშლო 332 161 171 ამამლოს ტერიტორიული ორგანო 10
მამულა 51 24 27 გომარეთის ტერიტორიული ორგანო 35
მაშავერა 649 325 324 მაშავერის ტერიტორიული ორგანო 21
მეორე სალამალექი 16 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 28
მთისძირი 212 99 113 ოროზმანის ტერიტორიული ორგანო 5
ორმაშენი 88 40 48 იფნარის ტერიტორიული ორგანო 22
პანტიანი 366 186 180 დმანისის ტერიტორიული ორგანო 7
პატარა დმანისი 116 57 59 დიდი დმანისის ტერიტორიული ორგანო 20
პირველი სალამალექი 68 39 29 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 28
საკირე 46 29 17 საკირის ტერიტორიული ორგანო 13
სარკინეთი 96 48 48 სარკინეთის ტერიტორიული ორგანო 28
საფარლო 329 172 157 ამამლოს ტერიტორიული ორგანო 17
საჯა 43 23 20 იფნარის ტერიტორიული ორგანო 21
სოღუთლო 25 14 11 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 18
ტნუსი 400 214 186 განთიადის ტერიტორიული ორგანო 7
ტყისპირი 50 22 28 ამამლოს ტერიტორიული ორგანო 13
უკანგორი 2 მაშავერის ტერიტორიული ორგანო 23
უსეინქენდი 62 36 26 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 20
ქარიანი 93 52 41 კამარლოს ტერიტორიული ორგანო 10
ქვემო ოროზმანი 361 159 202 ოროზმანის ტერიტორიული ორგანო 4
ქვემო ყარაბულაღი 196 98 98 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 22
ქცია 69 41 28 გომარეთის ტერიტორიული ორგანო 42
ყიზილაჯლო 184 88 96 იფნარის ტერიტორიული ორგანო 20
ყიზილქილისა 230 116 114 ყიზილქილისის ტერიტორიული ორგანო 9
შახმარლო 231 117 114 კამარლოს ტერიტორიული ორგანო 8
შინდლარი 302 161 141 დმანისის ტერიტორიული ორგანო 6
ძველი გედაგდაღი 37 21 16 ყარაბულახის ტერიტორიული ორგანო 15
ჯავახი 423 219 303 განთიადის ტერიტორიული ორგანო 5

რუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სია — დმანისის მუნიციპალიტეტი
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]