შინაარსზე გადასვლა

ლეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ნეკერჩხლისებრნი
სახეობა:  ლეკა
ლათინური სახელი
Acer platanoides
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 193853

ლეკა, ლეკის ხე (ლათ. Acer platanoides) — ნეკერჩხლის ერთ-ერთი სახეობა. ზაფხულმწვანე ხეა. მისი სიმაღლე 30 მეტრს, დიამეტრი კი 1 მეტრს აღწევს. აქვს მურა-რუხი ან თითქმის შავი ქერქი, 5-7 ნაკვთიანი მწვანე ფოთოლი. ნაყოფი კაკლისებრია (ორცალი), ზედ თითქმის ჰორიზონტალურად გაფარჩხული ფრთისებრი დანამატებით („ორფრთიანა“).

გავრცელებულია ევრაზიის დასავლეთ ნაწილში, სკანდინავიასა და ბალკანეთში. საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, შერეულია ყველა ფოთლოვან (განსაკუთრებით მუხნარებში) და წიწვოვან ტყეში, ზღვის დონიდან 2000 მ-მდე (ე. ი. მეტწილად სუბალპურ სარტყლამდე).

ხარობს ნოყიერ და ტენიან ნიადაგზე, ვერ იტანს მის დამლაშებას და ჩაგუბებულ ტენიანობას. ჩრდილის ამტანია. ყვავილობს მაისში ფოთლის გაშლასთან ერთად. მსხმოიარობს სექტემბერში. სწრაფმზარდია, 50-60 წლისა სრულ სიმაღლეს აღწევს. მოჭრის შემდეგ უხვად ივითარებს ამონაყარს და ამ თვისებას 80 წლამდე ინარჩუნებს. ლამაზი, შემოდგომით ფოთლები ოქროსფერია ან წითელი. ბაღ-პარკებში მოშენებულია ხეივნებად, ჯგუფებად და ეულად. თაფლოვანია. ფოთლებიდან იღებენ შავ და ყვითელ საღებავს.

მკვრივ, მაგარ, მოყვითალო და მბზინვარე მერქანს სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. არსებობს ლეკას მრავალი ბაღის ფორმა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეკა&oldid=3989913“-დან