ქორაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქორაფი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ნეკერჩხლისებრნი
სახეობა:  ქორაფი
ლათინური სახელი
Acer cappadocicum
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 193525

ქორაფი (ლათ. Acer cappadocicum) — ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს. 5–7-ნაკვთიანი ფოთლები და მომწვანო, წვრილი, უსახურო ყვავილები აქვს. ნაყოფი ორფრთიანი კაკალია.

გავრცელებულია მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, თურქეთში და სომხეთში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, შერეულია ფართოფოთლოვან ტყეში დაბლობიდან 1600 მეტრამდე. ქორაფი თაფლოვანი, დეკორატიული ხეა. აქვს კარგი მერქანი.

ხმარობენ სადურგლო და სახარატო საქმეში. ნამარხი ქორაფი ნაპოვნია სამხრეთ საქართველოს პლიოცენური ფლორის კომპლექსში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]