დიოგუ დალუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დიოგუ დალუ
Diogo Dalot, Manchester United v Leicester City, 2 April 2022 (49).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟოზე დიოგუ დალო ტეიშეირა[1]
დაბადების
თარიღი
18 მარტი, 1999 (1999-03-18) (23 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ბრაგა, პორტუგალია
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 20
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2018 პორტუ B 23 (2)
2017–2018 პორტუ 6 (0)
2018– მანჩესტერ იუნაიტედი 26 (0)
2020–2021   მილანი (იჯარით) 21 (1)
ეროვნული ნაკრები
2015–2016 პორტუგალია 17-წლამდე 19 (2)
2016–2017 პორტუგალია 19-წლამდე 15 (0)
2017–2021 პორტუგალია 21-წლამდე 15 (0)
2021– პორტუგალია 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჟოზე დიოგუ დალუ ტეიშეირა (diˈoɡu dɐˈlo;[3] დ. 18 მარტი, 1999), უფრო მეტად ცნობილი როგორც დიოგუ დალუპორტუგალიელი ფეხბურთელი, მარჯვენა მცველი. ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.

დალუ „პორტუს“ ახალგაზრდული აკადემიის პროდუქტია. მისი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე „პორტუს“ სარეზერვო გუნდში, 2017 წლის იანვარში შედგა. მალევე ჰქონად დებიუტი ძირითად გუნდში, სადაც 2017 წლის ოქტომბერში პორტუგალიის თასის შეხვედრაში ითამაშა. „პორტუში“ ჩატარებული 8 შეხვედრის შემდეგ 2018 წლის ივნისში €22 მილიონის (£19 მილიონი) სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა. 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე იჯარით თამაშობდა იტალიის სერია ა-ს კლუბ „მილანში“.

დალუს ნათამაშები აქვს პორტუგალიის 15, 16, 17, 19, 20 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2016 წლის პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი. დიოგუს დებიუტი პორტუგალიის ნაკრებში 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე შედგა (რომელიც 2021 წელს ჩატარდა).

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დალუ ბრაგაში დაიბადა 2008 წელს, 9 წლის ასაკში „პორტუს“ ახალგაზრდულ სისტემას შეუერთდა.[4] 2017 წლის 28 იანვარს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე, პორტუს სარეზერვო გუნდის რიგებში, LigaPro-ს შეხვედრაში „ლეიშონიშის“ წინააღმდეგ.[5]

დალუ ძირითადი გუნდის რიგებში მალევე, 2017 წლის 13 ოქტომბერს, პორტუგალიის თასის შეხვედრაში გამოჩნდა, სადაც „პორტუმ“ „ლუსიტანო“ ანგარიშით 6-0 დაამარცხა.[6] პრიმეირა ლიგის შეხვედრაში პირველად ითამაშა 2018 წლის 18 თებერვალს, 75-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა „რიუ ავეს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „პორტუმ“ ანგარიშით 5-0 მოიგო.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FIFA U-20 World Cup Poland 2019: List of Players: Portugal. Fédération Internationale de Football Association (13 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი 2021.
  2. Diogo Dalot: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 12 June 2018
  3. RTP, RTP, Rádio e Televisão de Portugal -. Diogo Dalot a caminho do Manchester United.
  4. Travassos, Nuno. (3 June 2016) Dalot, o vaivém minhoto pt. Maisfutebol. ციტირების თარიღი: 7 June 2017
  5. "Bês" perdem na receção ao Leixões pt. FC Porto (28 January 2017). ციტირების თარიღი: 7 June 2017
  6. Análise Lusitano 0–6 FC Porto: Como gerires o teu 'dragão' pt. SAPO (14 October 2017). ციტირების თარიღი: 17 October 2017
  7. F. C. Porto goleia Rio Ave e volta à liderança pt (18 February 2018). ციტირების თარიღი: 21 February 2018