ქუდიანი ფეიქარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ნიღბოსანი ფეიქარა)
ქუდიანი ფეიქარა

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ploceus cucullatus (Statius Müller, 1776)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22718921

ქუდიანი ფეიქარა[1] (ლათ. Ploceus cucullatus) — ფრინველი ფეიქარასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 15–18 სმ. გამრავლების პერიოდში მამლებს აქვთ კაშკაშა ყვითელი შეფერილობა. თავი და ფრთები შავი ფერისაა. დანარჩენ დროს დედალი და მამალი თითქმის ერთნაირად გამოიყურებიან.

ცოცხალი, კოლონიებად მობუდარი ფრინველებია, რომლებიც ბუდეებს ბალახისაგან აკეთებენ და ეს ბუდეები მჭიდროდ განლაგებულ ლობიოს პარკებს წააგავს. მშენებლობისას ხშირად შეიმჩნევა ტოტებზე თავით დაბლა ჩამოკიდებული და ფრთებაქანავებული მამლები. უმეტესად დედალი კრუხობს და ბარტებსაც ის კვებავს.

გავრცელებულია სუდანიდან და სამხრეთი ეთიოპიიდან ანგოლასა და სამხრეთ აფრიკის კაპის პროვინციამდე. ბინადრობენ ტყის განაპირა ნაწილებში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის ფართობებსა და სოფლებში. პარაზიტი ფრინველების (მაგ., გუგული) საწინააღმდეგოდ, ფრინველთა ევოლუციის დროს, ნიღბოსან ფეიქარებს განუვითარდათ ეფექტიანი დაცვის უნარები, მაგალითად, კვერცხის ისეთი შეფერილობა, რაც ადვილად გამოარჩევს მას გუგულის კვერცხისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 195.