ფეიქარასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფეიქარასებრნი
Ploceus cucullatus 040216 1rw.jpg
დიდი ნიღბოსანი ფეიქარა (Ploceus cucullatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ploceidae (Sundevall, 1836)

ფეიქარასებრნი (ლათ. Ploceidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა; აერთიანებს განსხვავებული გარეგნობის ფრინველებს. მათი სხეულის სიგრძე 7–30 სმ, მასა 7–100 აღწევს. ზოგს გრძელი (60 სმ-მდე) ბოლო აქვს. ძირითადად გავრცელებული არიან აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში. შემდგომში ადამიანთან ერთად ჩრდილოეთით გადაინაცვლეს. შეფერილი არიან მურა ან ღია ფერად (წითელი, ლურჯი, ყვითელი). ზოგჯერ კოლონიებად ბინადრობენ. მეტად განსხვავებული ბუდეები აქვთ, რომლითაც ხშირად დიდი ხელოვნებით ქსოვენ (აქედან სახელწოდება). იკვებებიან მარცვლოვნებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]