დიდი ნეძის წმინდა გიორგის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წმინდა გიორგის სახელო­ბის მამათა მონასტერი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძში. მონასტერი აიგო 1999–2004 წლებში.

დიდინეძის მამათა მონასტრის საეკლესიო კომპლექსში შე­დის: ეკლესია (ორნავიანი ბაზილიკა), სამრეკლო სანათლავით, სატრაპეზო სამლოცველოთი. ეკლესიას გაუკეთდა ლამაზი გალავანი. ეზო განაშენიანე­ბულია მარადმწვანე ხეებით. ეკლესიას გამოეყო დამატებით სანერგე ფარ­თი დამხმარე მეურნეობისათვის.ეკლესიის მოჩუქურთმებული ბაზილიკა ეკლარის ქვისგანაა ნაგები, ხო­ლო სამრეკლო გადახურულია სპილენძით.

ახლად ნაკურთხ ტაძარში მეუფე გერასიმემ წინამძღვრად დეკანოზი ზა­ბულონ ქობალია დაადგინა. მამა ზაბულონი შაბათობით რეგულარულად აღავლენდა საღმრთო ლიტურღიას.

მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ეკლესიასთან გახსნილია მამათა მონასტერი, რომლის წინამძღვარია მღვდელ–მონოზონი თეოდოსი (ლაგაზაშვილი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]