დავით აწყურელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით აწყურელი
დავით–აწყურელი გამყრელიძე.jpg
დაბ. სახელი დავით აწყურელი
დაბ. თარიღი აწყური, ახმეტის მუნიციპალიტეტი, 1863
გარდ. თარიღი 9 აპრილი, 1928
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

დავით მერაბის ძე აწყურელი — (ნამდვილი გვარი გამყრელიძე; დ. 1863, აწყური, ახმეტის მუნიციპალიტეტი ― გ. 9 აპრილი, 1928, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო სასწავლებელი. 1883 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის, თელავის და ბაქოს ქართულ თეატრებში. მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრების სპექტაკლებში განასახიერა კომედიური როლები. კავკაველი პეტუა, აკოფა (ცაგარლის „ციმბირელი", „ხანუმა"), ისაია (სუნდუკიანის „ხათაბალა"), ჩინოვნიკი (ოსტროვსკის „ბედნიერი დღე"), რეპეტილოვი (გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან"). დაწერა, გადმოაკეთა და თარგმნა 15-მდე პიესა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]