შინაარსზე გადასვლა

გურამ ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ ლორთქიფანიძე
დაბადების სახელი გურამ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1930
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი, 2008 (77 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

გურამ ლორთქიფანიძე (დ. 6 მაისი, 1930, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 6 იანვარი, 2008) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1980).

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1969 წელს კი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარისტისა და რეჟისორის ორწლიანი კურსები. 1949–1972 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მსახიობად, რეჟისორის თანაშემწედ; 1972–1980 წლებში საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1981 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. გადაღებულია მრავალ ფილმში საქართველოსა და საზღვარგარეთ. დიდი პოპულარობა მოუტანა აგულის როლმა ( „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რეჟ. ელდარ შენგელაია, 1968). გურამ ლორთქიფანიძე 2008 წლის 6 იანვარს გულის შეტევით გარდაიცვალა.[1]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]