გრეის ჯოუნსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეის ჯოუნსი

ჯოუნსი 2015 წელს
დაბადების თარიღი 19 მაისი, 1948 (1948-05-19) (75 წლის)
სპენიშ-ტაუნი, იამაიკა
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • ლირიცისტი
  • მოდელი
  • ხმისჩამწერი პროდიუსერი
  • მსახიობი
აქტიური 1973-დღემდე
ჟანრ(ებ)ი
საიტი gracejones.com

გრეის ბევერლი ჯოუნსი (დ. 19 მაისი, 1948) — იამაიკელი მოდელი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, ხმისჩამწერი პროდიუსერი და მსახობი.[1] მოდელმა დიდი გავლენა მოახდინა 1980-იანი წლების ქროს-დრესინგის მოძრაობაზე. იგი არაერთი ცნობილი ხელოვანისთვის იყო შთაგონების წყარო, მათ შორის არიან ლედი გაგა, რიანა, ლორდი და ენი ლენოქსი. 1999 წელს ჯოუნსი VH1-ის სიაში როკ ენ როლის 100 უდიდესი ქალი 82-ე ადგილზე დასახელდა.

ჯოუნსი ბრიტანეთის მიერ კოლონირებულ იამაიკაში დაიბადა. როცა იგი 13 წლის იყო, მისი ოჯახი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სირაკიუსში გადავიდა საცხოვრებლად. ჯოუნსმა სამოდელო კარიერა ნიუ-იორკსა და პარიზში დაიწყო, სადაც ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრობლობდა. მისი ფოტოები დაიბეჭდა ჟურნალების, Elle-სა და ვოგის, გარეკნებზე. ჯოუნსი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ფოტოგრაფებთან, როგორებიც არიან ჟან-პოლ გოდი, ჰელმუტ ნიუტონი, გი ბურდენი და ჰანს ფერერი. მოდელმა ცნობადობა გამორჩეული მამაკაცური გარეგნობითა და მკვეთრი ნაკვეთებით მოიპოვა.

1977 წლიდან ჯოუნსმა მუსიკალურ ასპარეზზე დაიწყო მოღვაწეობა. მან Island Records-თან გააფორმა კონტრაქტი და ნიუ-იორკის დისკოს სცენის ვარსკვლავი გახდა, რომლის ცენტრსაც ღამის კლუბი სტუდია 54 წარმოადგენდა. 1980-იანი წლების დასაწყისში იგი ახალი ტალღის სტილისკენ გადაიხარა და რეგის, ფანკისა და პოსტ-პანკისა ჟანრის და პოპ-მუსიკას უშვებდა. ამ პერიოდში იგი ხშირად თანამშრობლობდა გრაფიკულ დიზაინერ ჟან-პოლ გოდთან და მუსიკალურ დუეტთან Sly & Robbie. ჯოუნსის ყველა ცნობილი ალბომებია: Warm Leatherette (1980), Nightclubbing (1981) და Slave to the Rhythm (1985). 1982 წელს მან გამოუშვა მუსიკალურ ვიდეოთა კოლექცია A One Man Show, რომლის რეჟისორიც ჟან-პოლ გოდი იყო.

1970-იან წლებში და 1980-იანი წლების დასაწყისში ჯოუნსი აშშ-ში რამდენიმე დაბალბიუჯეტულ ფილმში გამოჩნდა. 1984 წელს მან არნოლდ შვარცენეგერთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში დამანგრეველი კონანი, რითაც იგი პირველად გამოჩნდა მეინსტრიმულ კინოში. მომდევნო წელს ჯოუნსმა მეი დეის როლი შეასრულა ჯეიმზ ბონდის ფილმში ხედი მკვლელობაზე. 1986 წელს იგი კომედიურ ჰორორში ვამპი ვამპირის როლში გამოჩნდა. 1992 წელს მან მონაწილეობა მიიღო ედი მერფის ფილმში ბუმერანგი, რომლისთვისაც აგრეთვე სიმღერაც დაწერა. ფილმებში ‒ დამანგრეველი კონანი, ხედი მკვლელობაზე და ვამპი ‒ შესრულებული როლებისთვის ჯოუნსი წარგენილი იყო სატურნის ჯილდოზე კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში.

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948-1973: ადრეული ცხოვრება და სამოდელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეის ჯოუნსი 1948 წელს იამაიკის ქალაქ სპენიშ-ტაუნში მერჯორი და რობერტ ჯოუნსების ოჯახში დაიბადა. მისი მამა ადგილობრივი პოლიტიკოსი და სასულიერო პირი იყო.[2][3][4][5] გრეისი მშობლებისთვის მესამე შვილი იყო, რომლის შემდეგაც მათ კიდევ ოთხი შვილი შეეძინათ.[6]

რობერტი და მერჯორი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადავიდნენ საცხოვრებლად.[6] რობერტი სასოფლო-სამეურნეო სექტორში მუშაობდა, სანამ მას თვითმკვლელობის მცდელობისას მიღებულმა სულიერმა გამოცდილებამ ორმოცდაათიანელ მღვდლად გახდომა არ შთააგონა.[7] აშშ-ში წასვლისას მერჯორიმ და რობერტმა შვილების მერჯორის დედას და მის ახალ მეუღლეს, პერტს, დაუტოვეს.[8] ამ უკანასკნელს ჯოუნსი, როგორც „ბატონ პის“, მიმართავდა და მოგვიანებით აღნიშნა, რომ „საშინლად სძულდა იგი“. პერტი ბავშვებისკან დისპიცლინის დაცვას მკაცრად ითხოვდა და ხშირად სცემდა მათ, რასაც ჯონსმა „სერიოზული ძალადობა“ უწოდა.[9] გრეისი ორმოცდაათიანული რწმენით აღიზარდა,[10] იგი ოჯახურ ლოცვებს ესწრებოდა და ყოველ ღამე ბიბლიას კითხულობდა.[11] თავდაპირველად იგი ორმოცდაათიანელთა სკოლაში სწავლობდა,[12] შემდეგ კი საჯარო სკოლაში გადავიდა.[13] ჯოუნსი მორცხვი ბავშვი იყო. მას სკოლაში მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა, სხვა კლასელები კი მას მეტისმეტად გამხდარი აღნახობის გამო დასცინოდნენ. მიუხედავად ამისა, ჯოუნსი კარგად თამაშობდა სპორტს.[14]

როცა გრეისი 13 წლის იყო, მისმა მშობლებმა შვილები აშშ-ში თან წაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სალინაში, სირაკიუსის მახლობლად, დასახლდნენ,[15][16] სადაც რობერტმა 1956 წელს იესო ქრისტეს სამოციქულო ეკლესია დააარსა.[17] აშშ-ში ჯოუნსმა სწავლა გააგრძელა და სკოლის დამთავრების შემდეგ ონონდაგას საზოგადოებრივ სკოლაში ჩაირიცხა, სადაც ესპანურ ენას სწავლობდა.[18][19] ამ პერიოდში მან მშობლების და მათი რელიგიის მიმართ წინაღმდეგობის გამოხატვა დაიწყო. იგი იყენებდა მაკიაჟს, იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და ძმასთან ერთად გეი კლუბებში დადიოდა. კოლეჯში ჯოუნსი თეატრალურ კლასშიც სწავლობდა. დრამის მასწავლებელმა იგი დაარწმუნა, რომ ფილადელფიაში საზაფხულო თეატრში მიეღო მონაწილეობა.[20][19] ფილადელფიაში ჩასულმა ჯოუნსმა ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა, სადაც იგი 1960-იანი წლები კონკტრკულტურას შეუერთდა. გრეისი ჰიპების კომუნებში ცხოვრობდა, ფულს ცეკვის საშუალებოთ შოულობდა, იყენებდა LSD-ის და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. მოგვიანებით მან LSD-ის თავისი „ემოციური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი“ უწოდა.[21]

ჯოუნსი ნიუ-იორკში 18 წლის ასაკში დაბრუნდა, სადაც უილჰელმინას სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. 1970 წელს იგი პარიზში გადავიდა.[19][22] მისი უჩვეულო გარეგნობა, მამაკაცური და მკვეთრი ნაკვთები, პარიზის სამოდელო სივრცეს კარგად მოერგო. გრეისი გამოდიოდა ისეთი დიზაინერების დეფილეებზე, როგორებიც არიან სენტ ლორენი, კლოდ მონტანა და კენძო ტაკადა. მოდელის ფოტოები დაიბეჭდა შემდეგი ჟურნალების გარეკნებზე: Elle, ვოგი და Stern . იგი თანამშრომლობდა ცნობილ ფოტოგრაფებთან, მათ შორის ჰელმუტ ნიუტონთან და გაი ბერდენთან.[23] პარიზში ყოფნისას ჯოუნსი ჯერი ჰოლთან და ჯესიკა ლანგთან ერთად ცხოვრობდა. ჰოლი და ჯოუნსი ხშირად დადიოდნა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გეი ლუბში Le Sept, სადაც მათ ჯორჯო არმანი და კარლ ლაგეფილდი გაიცნეს.[24]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოუნსი 2007 წელს

გრეისის მამა, რობერტ ჯოუნსი, სიმკაცრით გამოირჩეოდა, რის გამოც მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მისი რელიგიური რწმენის მიხედვით, ადამიანს სასიმღერო ნიჭი მხოლოდ ღვთის სადიდებლად უნდა გამოეყენებინა. იგი 2008 წლის 7 მაისს გარდაიცვალა.

ჯოუნსის დედა, მარჯორი, ყოველთვის მხარს უჭერდა შვილის კარიერას. მისი მამა, უილიამიც, მუსიკოსი იყო და ნატ კინგ კოულთან ერთად უკრავდა.[14]

ჯოუნსი საკუთარ ბავშვობას, როგორც „ბიბლიით ჩახშობილს“ აღწერს.[18] ბავშვობის არასასიამოვნო გამოცდილების გამო მან უარი თქვა რელიგიაზე.[25]

ჯოუნსს ჟან-პოლ გოდისგან ჰყავს ვაჟი, პაულო.

1996 წელს ჯოუნსი ატილა ალტონბეიზე დაქორწინდა. 2015 წლის მემუარში „არასოდეს დავწერ ჩემს მემუარებს“ იგი უარყოფს ჭორებს, რომლის მიხედვითაც იგი კრის სტენლიზე იყო დაქორწინებული და წერს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვიზეც დაქორწინებულა, ალტონბეია. აგრეთვე ჯოუნსი ოთხი წლის მანძილზე შვედ მსახიობს დოლფ ლანდგრენს ხვდებოდა, რომელიც მისი ყოფილი პირადი მცველი იყო.[26] ფილმში ხედი მკვლელობაზე მან ლანდგრენს უშიშროების სამსახურის ოფიცრის როლი მოაპოვებინა.[27] 1990 წლიდან ჯოუნსი დანიელ მსახიობსა და კასკადიორ სვენ-ოლე ტორსენს ხვდებოდა, რომელთანაც 2007 წლამდე თავისუფალ ურთიერთობაში იმყოფებოდა.[28]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Grace Jones: 'Carry yourself with class'.
  2. Henley, Patricia (1999) The Hummingbird House, MacMurray: Denver.
  3. Robert Winston Jones Obituary.
  4. City of Refuge Church – Los Angeles Bishop Noel Jones. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 12 მარტი 2021.
  5. Miranda Sawyer. State of Grace.
  6. 6.0 6.1 Jones & Morley 2015, p. 4.
  7. Jones & Morley 2015, pp. 39–40.
  8. Jones & Morley 2015, p. 15.
  9. Jones & Morley 2015, pp. 17, 20.
  10. Jones & Morley 2015, p. 6.
  11. Jones & Morley 2015, p. 21.
  12. Jones & Morley 2015, p. 25.
  13. Jones & Morley 2015, p. 26.
  14. 14.0 14.1 Sawyer, Miranda (2008). „State of Grace: Miranda Sawyer Meets Grace Jones“. The Observer. London.
  15. Jones & Morley 2015, p. 43.
  16. Brown, Helen (2008). „Grace Jones at 60“. The Daily Telegraph. London.
  17. Jones & Morley 2015, p. 40.
  18. 18.0 18.1 Jones & Morley 2015, p. 45.
  19. 19.0 19.1 19.2 Jones the Exotic May Day. The Afro-American (1985).
  20. Jones & Morley 2015, pp. 55–58.
  21. Jones & Morley 2015, p. 68.
  22. Lopez, Antonio (2012). Antonio Lopez: Fashion, Art, Sex, and Disco. Rizzoli. ISBN 978-0847837922. 
  23. Kershaw, Miriam (1997). „Performance Art“. Art Journal. 56 (Performance Art): 19–25. doi:10.2307/777716.
  24. Grace Jones. Fashion Insider: Supermodels Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 მარტი 2021.
  25. Jones & Morley 2015, p. 41.
  26. Leather-bound disco queen Grace Jones and her Swedish squeeze. People (1983). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-04. ციტირების თარიღი: 2021-03-07.
  27. Chafetz, Gary S. (2008). The Perfect Villain: John McCain and the Demonization of Lobbyist Jack Abramoff. Martin and Lawrence Press, გვ. 60. ISBN 978-0-9773898-8-9. 
  28. Willman, Chris (1990). „Queen of Pop Shock Struts into the '90s: Before Madonna and Annie Lennox, Grace Jones paved the way. Now the multi-media artist sets her sights on 'softer'. The Los Angeles Times.