შინაარსზე გადასვლა

გოდერძი ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.
გოდერძი ბოლქვაძე

გოდერძი ბოლქვაძე
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1939
დაბ. ადგილი ხულო
გარდ. თარიღი 30 აგვისტო, 2000
გარდ. ადგილი ხულო
სპორტი
ქვეყანა სსრკ და საქართველო
სპორტი ჭიდაობა

გოდერძი ბოლქვაძე (დ. 13 სექტემბერი, 1939, ხულო — გ. 30 აგვისტო, 2000) — ქართველი მოჭიდავე, სსრკ-ს სპორტის ოსტატი.

დაიბადა 1939 წლის 13 სექტემბერს დაბა ხულოში ქერემ ბოლქვაძის და ოლღა ჩხაიძის ოჯახში. 1957 წელს დაამთავრა ხულოს საჯარო სკოლა. 1962 წელს - საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1963 წელს გახდა სსრკ-ს სპორტის ოსტატი. 1964-1965 წლებში იყო ხულოს სკოლა-ინტერნატის ფიზკულტურის მასწავლებელი. 1965-1970 წლებში. მწვრთნელად მუშაობდა გლდანის სპორტული სკოლა-ინტერნატში.

1971-1972 წლებში მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში პირველმა საკუთარი სახლის მეორე სართული გადააკეთა საჭიდაო დარბაზად სადაც თავად წვრთნიდა მოზარდებს. 1972 წელს ხულოს რაიონში დაარსდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე.

2000, 2001 და 2003 წელს დასახელდა აჭარის 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. მან მოამზადა სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი, მუხრან ვახტანგაძე.

გოდერძი ბოლქვაძე გარდაიცვალა 2000 წლის 30 აგვისტოს.

ყოველ წელს ხულოს სპორტულ სკოლაში ტარდება გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სადაც როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასევე ამიერკავკასიის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან მონაწილეობის მისაღებად.

2024 წლის 26 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაბა ხულოში მდებარე სასპორტო სკოლას მიენიჭა გოდერძი ბოლქვაძის სახელი. [წყარო არ არის მითითებული 196 დღე]

  • ლევან ჯაოშვილი, სპორტი აჭარაში, გამომცემლობა ალიონი, ბათუმი, 2012, ISBN 978-9941-0-2147-3

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]