გიორგი ჩორჩანელი
გიორგი ჩორჩანელი — VIII-IX საუკუნეების დიდი აზნაური სამცხეში, ჩორჩანელების საგვარეულოს წარმომადგენელი.
ბასილი ზარზმელი მას დიდ მთავარს უწოდებს. გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო სამცხეში ყველაზე ვრცელი და ერმრავალი იყო. ჰქონდა ტაძრები და სასახლეები ზანავსა და ჩორჩანში (ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი), აქედან მოდის ჩორჩანელის გვარიც. მეზობელი ხევების მცირე თუ მსხვილი ფეოდალები გიორგი ჩორჩანელის ვასალები („საკუთარნი“, „წინაშემდგომელნი“) იყვნენ.
ქვრივმა და შვილმკვდარმა გიორგი ჩორჩანელმა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა დას ლატავრს (სამცხის დიდი ფეოდალის მირიან ბაჰლაუნდის ქვრივს) და მის შვილებს — სულას, ბეშქენსა და ლაკლაკს. ამგვარად გაერთიანდა სამცხის ამ ორი დიდი ფეოდალური სახლის სამფლობელოები. გიორგი ჩორჩანელმა დიდძალი სიმდიდრე დაუტოვა ზარზმის მონასტერსაც, რომელიც მისი ხელშეწყობით ააშენეს სერაპიონ ზარზმელის მეთაურობით სამცხეში ჩასულმა ბერებმა.
გიორგის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეებს შორის ატყდა შინაომი. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლაკლაკს მისმა დისწულმა მამულის ნაწილი მოსთხოვა, ლაკლაკმა კი ის მოკლა. არეულობა მთელს სამცხეს მოედო და დასრულდა სამი წლის შემდეგ გიორგი მაწყვერელის ჩარევის შედეგად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 165.