შინაარსზე გადასვლა

გვრიტი (გვარი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია გვარს ეხება. სახეობის შესახებ იხილეთ გვრიტი.
გვრიტი

რგოლებიანი გვრიტი (Streptopelia decaocto)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მტრედისნაირნი
ოჯახი:  მტრედისებრნი
გვარი:  გვრიტი
ლათინური სახელი
Streptopelia (Bonaparte, 1855)

გვრიტი (ლათ. Streptopelia, ძვ. ბერძნ. στρεπτο πέλεια — „მტრედი ყელსაბამით“) — ფრინველთა გვარი მტრედისებრთა ოჯახისა. მოიცავს 14 (ან 18) სახეობას.[1] მცირე და საშუალო ზომის ფრინველებია, მათი სხეულის სიგრძეა 30 სმ-მდე, მასა 100-150 . აშენებენ ღია ბრტყელ ბუდეებს ხეებზე, დასახლებულ პუნქტებში — შენობათა კარნიზებზე (ლავგარდანზე). გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება გვრიტი (Streptopelia turtur).[2] რამდენიმე სახეობა (მცირე გვრიტი, ხალებიანი გვრიტი) ინტროდუცირებულია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სხვა კუნძულებზე.

  • Галушин В.М, Дроздов Н.Н., Ильичёв В.Д., Константинов В.М, Курочкин Е.Н., Полозов С.А., Потапов Р.Л, Флинт В.Е., Фомин В.Е. Фауна Мира: Птицы: Справочник. — М: Агропромиздат, 1991. — С. 154. — 311 с. — ISBN 5-10-001229-3. (რუსული)
  1. გვრიტი (TSN 177133). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 187.