გეორგ შტეტცელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გეორგ შტეტცელი — (გერმ. Georg Stötzel) (დ. 2 ივნისი, 1936) — გერმანელი ენათმეცნიერი. გერმანისტი. დიუსელდორფის უნივერსიტეტის ემერიტირებული პროფესორი.

განსწავლის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორგ შტეტცელი სწავლობდა გერმანისტიკას, ანგლისტიკასა და ფსიქოლოგიას მარბურგში, ბონსა და აბერდინის უნივერსიტეტებში.

მისი 1963 წელს ქალაქ მარბურგში დაცული საპრომოციო ნაშრომი შეეხებოდა დიალექტური გეოგრაფიის პრობლემატიკას.

1968 წელს მარბურგში გეორგ შტელტცელმა დაიცვა თავისი საჰაბილიტაციო შრომა უკუქცევით ზმნებზე გერმანულში. შვიდი წლის შემდეგ კი იგი მიწვეულ იქნა გერმანული ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის კათედრაზე დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დროითი სიახლოვის სახელდებები. 1963.
  • ენის გამოხატვის მხარე და შინაარსის მხარე. 1970.
  • ენის წიგნი "ენობრივი კონტაქტები". 1976.
  • სკოლაზე გათვლილი ენათმეცნიერება. 1982.
  • გერმანისტიკა - კვლევის მდგომარეობა და პერსპექტივები. 1985. (გამომც.)
  • კონტრავერსიული ცნებები. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საზოგადოებრივი ენის გამოყენების ისტორია. 1995.
  • თანადროულობის გერმანული ენის ლექსიკონი. 2002.
  • წარსულის დაძლევის ლექსიკონი. ნაციონალ-სოციალისტური წარსული საზოგადოებრივი ენის გამოყენებისას. (თორსტენ აიტცთან ერთად) 2007.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Böke, Karin; Jung, Matthias; Wengeler, Martin (გამომც.): Öffentlicher Sprachgebrauch. Praktische, theoretische und historische Perspektiven. Georg Stötzel zum 60. Geburtstag gewidmet. Westdeutscher Verlag, Opladen 1996, ISBN 3-531-12851-5

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]