მარტინ ვენგელერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარტინ ვენგელერი (გერმ. Martin Wengeler) (დ. 25 ოქტომბერი, 1960) — გერმანელი ენათმეცნიერი. გერმანისტი. ტრირის უნივერსიტეტის გერმანისტიკული ლინგვისტიკის კათედრის გამგე. პროფესორი.

განსწავლის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიუსელდორფი და ოსნაბრიუკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტინ ვენგელერი სწავლობდა 1981-დან 1987 წლამდე გერმანისტიკასა და გეოგრაფიას დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში.

1987-დან 1991 წლამდე გადიოდა საპრომოციო პროგრამას გერმანისტიკულ ლინგვისტიკაში, ახალ გერმანისტიკულ ლიტერატურათმცოდნეობასა და პედაგოგიკაში, რომელიც 1991 წელს პრომოციით დაასრულა.

2000 წელს მარტინ ვენგელერმა საჰაბილიტაციო ნაშრომი მოამზადა და დაიცვა კიდეც გერმანისტიკულ ენათმეცნიერებაში. ოსნაბრიუკის უნივერსიტეტში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ ვენგელერი ენის ისტორიასა და სოციოლინგვიტიკას ასწავლიდა კელნის უნივერსიტეტში 2006 წლამდე, სანამ მას დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის პროფესორად აირჩევდნენ ფილოსოფიურ ფაკულტეტზე.

ტრირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010/11 წლის ზამთრის სემესტრისთვის მარტინ ვენგელერი ტრირის უნივერსიტეტში მიიწვიეს გერმანისტიკული ენათმეცნიერების პროფესორად.

თსუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფ. დრ. მარტინ ვენგელერი 2009-2010 სასწავლო წელს იმყოფებოდა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იგი კონსულტაციას უწევდა ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამებს. აღნიშნული პროგრამა ხორციელდებოდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (გერმ. DAAD) მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის გერმანისტიკის კათედრებთან არსებული ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობის ფარგლებში.

ძირითადი საკვლევი და სამუშაო თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გერმანული ენის ისტორია 1945 წლის შემდეგ.
  • ენის კრიტიკა.
  • არგუმენტირების ანალიზი.
  • პოლიტიკური ენა.
  • საენათმეცნიერო დისკურსის ისტორია.
  • ენათმეცნიერება როგორც კულტურის კვლევის დარგი.

მიმდინარე კვლევითი პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად პროფ. დრ. მარტინ ვენგელერის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die Sprache der Aufrüstung. Zur Geschichte der Rüstungsdiskussionen nach 1945. (შეიარაღების ენა. 1945 წლის შემდგომი პერიოდის შეიარაღების თემაზე გამართული დისკუსიების ისტორიის შესახებ.) Deutscher Universitätsverlag, 1998. ISBN 3-824-44105-5
  • mit Georg Stötzel u.a.: Kontroverse Begriffe. Geschichte des öffentlichen Sprachgebrauchs in der Bundesrepublik Deutschland. (ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები. საზოგადოებრივი ენის გამოყენების ისტორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.) Walter de Gruyter, 1995. ISBN 3-110-14106-X
  • mit K. Böke u. F. Liedtke: Politische Leitvokabeln in der Adenauer-Ära. (წამყვანი პოლიტიკური ვოკაბულარი ადენაუერის ერაში.) Walter de Gruyter, 1996. ISBN 3-110-14236-8
  • Topos und Diskurs. Begründung einer argumentationsanalytischen Methode und ihre Anwendung auf den Migrationsdiskurs 1960–1985. (ტოპოსი და დისკურსი. არგუმენტაციის ანალიტიკური მეთოდის დასაბუთება და მისი გამოყენება მიგრაციის დისკურსში 1960-1985 წლებში.) Tübingen, Niemeyer, 2003 ISBN 3-484-31244-0

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]