განხილვა:მაკარონის ნაწარმი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პასტა ქართულში არ გამოიყენება. მაკარონის ნაწარმი ჰქვია ამას. გიო ოქრო 16:55, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

  • ჩემი აზრით სიტყვა მაკარონის ნაწარმი სრულიად არასწორი ტერმინია, რომელიც თავის დროზე არასწორადაა რუსულიდან გადმოტანილი. მისი ზოგადად პასტის აღმნიშვნელ სიტყვად გამოყენება არასწორის[1] გარდა შეცდომაში შემყვანიცაა. უშუალოდ მაკარონზე, როგორც ფორმაზე სტატიაში როგორ უნდა ჩავწეროთ? მაკარონი არის მაკარონის ერთ-ერთი ფორმა?
    ჩემი აზრით ენციკლოპედიაში მსგავსი ტერმინების ადგილი არაა.--Welaskesi განხილვაწვლილი 19:29, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ერთ-ერთი წყარო. Macaroni არის მაკარონი, pasta კი — მაკარონის ნაწარმი. წყაროები ამას იძახიან. გიო ოქრო 19:31, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ხოდა ზუსტად ამას ვამბობ რომ მაკარონის ნაწარმი არის არასწორი ტერმინი და ენციკლოპედიაში ასეთი ტერმინი არ (აღარ) უნდა გამოვიყენოთ. იტალიაში გამოიგონეს ცომი და დაარქვეს პასტა. პასტას აქვს 310-ზე მეტი სხვადასხვა ფორმა. პოსტსაბჭოთა სივრცეში 310-ივე ფორმის აღსაწერად შეცდომით გამოიყენეს მხოლოდ ერთ-ერთი ფორმის სახელი და ამისშემდეგ არასწორადვე გადმოვთარგმნეთ ქართულადაც. სწორედ ამიტომ წერია მსგავსი ტერმინი იმავე პერიოდში გამოცემულ ლექსიკონებშიც. ამიტომ გამუდმებით ამ არასწორ ტერმინს ხომ არ უნდა ვიყენებდეთ?--Welaskesi განხილვაწვლილი 19:42, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ნუ გამოვიგონებთ ახალს, როდესაც არსებობს უკვე მიღებული და დამკვიდრებული სახელი. „ფორმები და სახეობები“ - ამ სექციაში მე-2 და მე-3 სურათზე გამოსახულ სახესხვაობებს ქართულად მაკარონი ჰქვია და არა პასტა ან სხვა რამე. იმისათვის, რომ ისინი ერთ კატეგორიაში მოეყარათ და თავად მაკარონში რომ არ არეულიყო, ლექსიკონებში შეიტანეს „მაკარონის ნაწარმის“ სახელით. გიო ოქრო 19:44, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
მე-2 და მე-3 სურათზე გამოსახულ სახესხვაობებს ქართულად მაკარონი ჰქვია-ო. მეუბნებით რომ ოცდაათი სხვადასხვა სახელის მქონე ფორმას ქართულად მხოლოდ ერთი ფორმის სახელი ქვია, ეს წორია(?) და ასევე უნდა დავწეროთ ენციკლოპედიაშიც?
რა უნდა დავწეროთ, ამას გვეუბნებიან ლექსიკონები და ენციკლოპედიური გამოცემები. გიო ოქრო 19:50, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ერთიდაიმავე პერიოდში გამოცემული ლექსიკონები სადაც იმავე არასწორი ტერმინია რუსულიდან გადმოთარგმნილი. ვიღაცამ შეცდომით 310-ივე ფორმას Макаронные изделия უწოდა და მერე 70 წლის მანძილზე 15 ივე ენაზე ეს აბსურდული ტერმინი თარგმნეს და ამიტომ ჩვენც ვერ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოვებული წრიდან და გამუდმებით ეს არასწორი ტერმინი უნდა გამოვიყენოთ? ხომ შეიძლება რომ აშკარა შეცდომა გამოვასწოროთ. ალბათ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც რამე ეგეთი ტერმინი წერია და ამიტომ ბრმად უნდა მივყვეთ რასაც არასწორად ,,გვეუბნებიან,,?--Welaskesi განხილვაწვლილი 20:02, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
წყაროები რომ არ არსებობდეს, შესაძლებელი იქნებოდა ტრანსლიტერაცია და პრობლემა არ გაჩნდებოდა, მაგრამ დიდი ხანია ამ ნაწარმს ქართულ ენაში ასე ჰქვია, სწორია თუ არასწორი, ეს ისევ იმ აკადემიურმა გამოცემებმა უნდა შეცვალოს (ახალგამოსულმა). ჯერჯერობით, ლექსიკონები ინარჩუნებენ ძველ სახელწოდებას. გიო ოქრო 20:06, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ერთ-ერთ მსგავს ლექსიკონში Pasta თარგმნილია როგორც მაკარონი, თვითონ მაკარონის განმარტებაში კიდევ წერია რომ მაკარონი არის ,,ფაბრიკული წესით დამზადებული გამხმარი მილაკები,,, რაც უბრალოდ არასწორია. ანუ სანამ ვინმე არ დაჯდება და კიდევ უამრავ აბსურდულ თარგმანთან ერთად ამასაც არ გამოასწორებს (რაც შეიძლება კიდევ 10 წელი არ მოხდეს), მანამდე ჩვენ ეს არასწორი ტერმინი უნდა ვიყენოთ და კიდევ უამრავი ადამიანი შევიყვანოთ შეცდომაში?--Welaskesi განხილვაწვლილი 20:36, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ორივეგან ერთნაირი ბმულია. ქეგლ-შიც იგივე განმარტება აქვს მაკარონს. ლექსიკონთა უმრავლესობაში pasta მაკარონი არ არის, მაკარონის ნაწარმია. გიო ოქრო 21:14, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ქეგლ-ი რომელ წელს გამოიცა მერე? 70 წლის წინ გამოსულ ენციკლოპედიაში სწორად არის შეტანილი კულინარიული ტერმინი? ან 1950 წელს ენციკლოპედიის შედგენის დროს ვინმემ კულინარიული ცოდნა გამოიყენა? ან ვინმემ პასტის და მისი 300-ზე მეტი სახეობის შესახებ მოიკითხა? ვიკიპედიაში ქეგლ-ის სტატიის სქოლიოშიც კი არის რადიო თავისუფლების სტატია, რომ ქეგლ-ი მოძველებულია, განსაკუთრებით როცა მასში შეტანილ კულინარიულ ტერმინზე ვსაუბრობთ. როგორ შეიძლება ქეგლ-ზე დაყრდნობა 21 საუკუნეში კულინარიული ტერმინის მიმართ.--Welaskesi განხილვაწვლილი 21:29, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
უფრო ახალი წყარო წარმოადგინეთ :) მე ქეგლ წყაროდ კი არ მომყავს, იქ მაკარონზე იგივე განმარტებაა-მეთქი, რაც სხვა ლექსიკონში. წყაროები ახლებია წარმოდგენილი, და არა ქეგლ-ი. გიო ოქრო 04:54, 4 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ყველა ლექსიკონი გამოცემულია ერთი და იგივე პერიოდში ან/და ისევ დაფუძნებულია ქეგლ-სა და ამავე პერიოდში გამოცემულ სხვა ლექსიკონებზე. არ შეიძლება ბრმად გამოვიყენოთ ესეთი წყაროები კულინარიული ტერმინების მიმართ სადაც აბსურდული განმარტებებია მოცემული.--Welaskesi განხილვაწვლილი 16:20, 4 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
რა რაზეა დაყრდნობილი, მე მაგას არ ვარკვევ. უნდა ჰქონდეს ის სახელი, რომელსაც მოიხსენიებენ ლექსიკონები. ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ, არის ახლებიც. გიო ოქრო 16:40, 4 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
რატო არ არკვევ მერე? ვიკიპედიაც ენციკლოპედიაა და ბრმად არ უნდა მივყვეთ აშკარად არასწორ და მოძველებულ თარგმანს -- Welaskesi განხილვაწვლილი 09:29, 5 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

თუკი ახალი გამოცემა არ ადასტურებს, მე (და ჩვენ) ვერ დავასკვნით ამ ძველი ტერმინის სისწორეს. წყაროები არსებობს, ვეყრდნობით მას. ძველებს ნუ მივიღებთ მხედველობაში, ახლები გამოვიყენოთ. :)--გიო ოქრო 10:51, 5 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

სხვა წყაროც არსებობს, რომელიც ამბობს რომ ტერმინი ,,მაკარონის ნაწარმი,, არასწორია. ჩემი აზრით ბრმად არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ ლექსიკონს. Welaskesi განხილვაწვლილი 11:29, 5 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
თუ არსებობს ასეთი აკადემიური მნიშვნელობის წყარო, კიბატონო. ბლოგი ლექსიკონის საპირწონე ვერ იქნება. მე აქ მოვრჩი. ასე საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. თუკი რომელიმე ლექსიკონში, ენციკლოპედიაში ან მათი დონის მასალაში არის პასტა, დავტოვოთ. მაგრამ, როგორც ჩანს, თანამედროვე ლექსიკონებიც მაკარონის ნაწარმს უწოდებენ. გიო ოქრო 16:53, 5 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ. შენ ფიქრობ რომ რადგან ლექსიკონში წერია მაკარონის ნაწარმი, ვიკიპედიაშიც იგივე უნდა დავწეროთ. მე მიმაჩნია, რომ ლექსიკონში არსებული ეს ტერმინი არასწორია და მას ბრმად არ უნდა მივყვეთ. ასე ჩვენი კამათი გაგრძელდება უსასრულოდ. დაველოდოთ სხვა მომხმარებლების გამოხმაურებას. თუ არავინ გამoჩნდა დავწერ ფორუმზე და იქ განვიხილოთ. რასაც სხვა მომხმარებლებიც დაეთანხმებიან ისე გადავწყვიტოთ. — Welaskesi განხილვაწვლილი 19:28, 5 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
გადავიდა წყაროების თანახმად. „პასტა“ ქართულში სოუსის მსგავს მასას ჰქვია. გიო ოქრო 13:36, 31 დეკემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
  1. პასტა თუ მაკარონი? ka. ,,მარანი", ღვინის კლუბი (3013-05-01). ციტირების თარიღი: 2022-02-03.