მაკარონის ნაწარმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია საკვების სახეობას ეხება. მისი ერთ-ერთი ფორმის შესახებ იხილეთ მაკარონი.
მაკარონის ნაწარმი

სხვადასხვა ფორმის და სახეობის მაკარონის ნაწარმი
ალტერნატიული
სახელები
პასტა
წარმოშობის ადგილი იტალია
ძირითადი
შემადგენლობა
ფქვილი, წყალი, ხშირად კვერცხი
ვარიაციები ბრინჯით, პარკოსნებით დამზადებული მაკარონის ნაწარმი

მაკარონის ნაწარმი (იტალ. pasta, ამის მიხედვით ზოგჯერ ეძახიან პასტას) — საჭმლის სახეობა, რომელიც, როგორც წესი, მზადდება ხორბლის ფქვილის გაუფუებელი ცომისაგან, რომელშიც ფქვილთან ერთად შერეულია წყალი ან კვერცხი. ცომის ფორმირების შემდეგ ის იხარშება ან ცხვება. განსხვავებული გემოსა და ტექსტურის, აგრეთვე უგლუტენო ალტერნატივის მისაღებად, ხორბლის ფქვილის ნაცვლად ხშირად გამოიყენება ბრინჯის ან რომელიმე პარკოსნის, მაგალითად ლობიოს ან ოსპის ფქვილი. მაკარონის ნაწარმი იტალიური სამზარეულოს გამორჩეული და საბაზისო კერძია.

მაკარონის ნაწარმი იყოფა ორ დიდ კატეგორიად: გამომშრალი (პასტა სეკა) და ახალი (პასტა ფრესკა). გამომშრალი მაკარონის უმეტესობა კომერციულად წარმოებულია ექსტრუზიის პროცესის საშუალებით, თუმცა მისი წარმოება შესაძლებელია სახლშიც. ახალი მაკარონი ტრადიციულად მზადდება ხელით, ზოგჯერ მარტივი მანქანების დახმარებით. [1]

როგორც გამომშრალ, ასევე ახალ მაკარონის ნაწარმს აქვს სხვადასხვა ფორმა. ცნობილია 310 სხვადასხვა ფორმა, 1300-ზე მეტი სახელით. იტალიაში ერთიდაიგივე ფორმის სახელი ხშირად განსხვავდება რეგიონის მიხედვით. მაგალითად მაკარონის ნაწარმის ერთ-ერთი ფორმა კავატელი იტალიის სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში 28 განსხვავებული სახელითაა ცნობილი. გავრცელებულია მისი გრძელი და მოკლე ფორმები, მილები, ბრტყელი ფორმები, მინინატურული ფიგურები წვნიანებისთვის და ა.შ.[2]

არსებობს მაკარონის ნაწარმის გამოყენებით მომზადებული კერძების სამი ტიპი:

  • პასტა ასკიუტა (pasta asciutta ან pastasciutta) — მოხარშული სხვადასხვა სოუსთან ან გარნირთან ერთად.
  • პასტა ინ ბროდო (pasta in brodo) — ამ შემთხვევაში არის წვნიანის ნაწილი
  • პასტა ალ ფორნო (pasta al forno) — არის ღუმელში გამომცხვარი კერძის ნაწილი.[3]

მაკარონის ნაწარმს მიირთმევენ როგორც ლანჩზე, ასევე სადილად.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკარონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკარონი — ამ სახის ნაწარმის ერთ-ერთი ფორმა

მაკარონი ამ სახის ნაწარმის ერთ-ერთი სახეობაა და მისგან მიიღო სახელწოდება საერთო ცნებამაც.

სიტყვა „მაკარონი“ მომდინარეობს სამხრეთიტალიური დიალექტის სიტყვიდან maccaroni (იტალ. maccheroni), რომელიც არის maccarone-ის მრავლობითი რიცხვის ფორმა. maccarone იყო ფქვილით, ყველითა და ზეთით დამზადებული ერთგვარი საჭმელი. სავარაუდოა, რომ უნდა მომდინარეობდეს სიტყვიდან maccare — „დაჟეჟვა, დარტყმა“, რომლის ეტიმოლოგია უცნობია; ან გვიანდელი ბერძნულიდან μακαρία (makaria) — „ქერისგან დამზადებული საჭმელი“.[4]

ზოგ ქვეყანაში და ენაზე, მათ შორის ბრაზილიურ პორტუგალიურ, ესტონურ, ბერძნულ, სპარსულ, რუსულ და სხვა სლავურ ენებზე, არაბულ, თურქულ, ყაზახურ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ, ყირგიზულ და სხვა თურქულ ენებზე და ზოგიერთ იტალიურ-ამერიკულ დიალექტზე, ამ ნაწარმის ყველა სახეობისა და ფორმის აღსაწერად გამოიყენება ტერმინი „მაკარონი“ და „მაკარონის ნაწარმი“. [წყარო არ არის მითითებული 95 დღე]

პასტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ნაწარმის იტალიური სახელია „პასტა“ (pasta), რომელსაც ლათინური ფესვები აქვს. ლათინური სიტყვა păsta, რაც ნიშნავს „ფქვილის გროვას სოუსით ან სანელებლით“[5][6] ან „წყალთან და მარილთან შერეულ ფქვილს“.[7]

ტერმინი პასტა გამოიყენება როგორც კრებითი სახელი კონკრეტული ცომით მომზადებული ფორმებისთვის. ამავე სახელით მოიხსენიებენ იმ კერძებსაც, რომელთა მთავარი ინგრედიენტიც პასტაა.

ფორმები და სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hazan, Marcella (1992) Essentials of Classic Italian Cooking, Knopf, ISBN 0-394-58404-X
  2. Hazan, Giuliano (1993) The Classic Pasta Cookbook, Dorling Kindersley, ISBN 1564582922
  3. Retrieved 21 March 2012. Italianfood.about.com (10 April 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 30 July 2012
  4. Etymology of macaroni by etymonline en. www.etymonline.com. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი, 2023
  5. Storia della pasta: dall'antichità aigiorni nostri - Sito ufficiale di Slow Food.
  6. Storia pasta cibo mediterraneo. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  7. pasta it. ციტირების თარიღი: 2022-02-13.