შინაარსზე გადასვლა

განგის გავიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განგის გავიალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ნიანგები
ოჯახი:  გავიალისებრნი
გვარი:  გავიალი
სახეობა:  განგის გავიალი
ლათინური სახელი
Gavialis gangeticus
სახეობა
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 8966

განგის გავიალი[1] (ლათ. Gavialis gangeticus) — ქვეწარმავალი გავიალისებრთა ოჯახისა. მდედრის სხეულის სიგრძე 2.6–4.5 მ, ხოლო მამრის 3–6 მ აღწევს. წონა საშუალოდ 160 კგ. ზრდასრულ მამრს დინგის ბოლოზე აქვს მკვეთრი წანაზარდი, რომელიც თიხის ქოთანს მოგვაგონებს, რომელიც ცნობილია გჰარას სახელწოდებით, საიდანაც წარმოსდგა სახეობის სახელწოდებაც, — გჰარიალი/გარიალი. წაგრძელებული დინგისა და 110 ბასრი და შემჭიდროებული კბილის წყალობით განგის გავიალი კარგად იჭერს თევზს. გვხვდება ჩრდილოეთ ინდოეთისა და ნეპალის მდინარეებში. ცოცხალ ადამიანს თავს არ ესხმის, მაგრამ ჭამს მდინარე განგში დაკრძალვის ცემერონის შედეგად წყალში გაშვებული ადამიანის გვამს. განგის გავიალს წააგავს გავიალისებრი ნიანგი (ლათ. Tomistoma schlegelii).[2] 1920 წლის აგვისტოში მდინარე გჰაგჰრაში, ქალაქ ფაიზაბადში, მოკლეს 6.55 მ სიგრძის განგის გავიალი.[3]

  1. ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი
  2. Gavial | Encyclopedia Britannica | Britannica
  3. Pitman, C. R. S. (1925). "The length attained by and the habits of the Gharial (G. gangeticus)". Journal of the Bombay Natural History Society. 30 (3): 703.