შინაარსზე გადასვლა

გაიოზ ფარცხალაძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაიოზ ფარცხალაძე
დაბ. თარიღი 1968[1]
დაბ. ადგილი ბათუმი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

გაიოზ ფარცხალაძე (დ.1968, ბათუმი) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი. საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

1993 წლიდან სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურაში. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ლითონის კონსტრუქციების კათედრაზე. მონაწილეობდა კათედრის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო სამუშაოებში. 2001 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა დოცენტის აკადემიურ თანამდებობაზე. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. 2006 წელს არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანად. 2012 წელს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანია. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2009 წელს მის მიერ დაპროექტებული იქნა მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბათუმში. 2004-2008 წლებში არის ამერიკის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) მიერ გამოცხადებულ საგრანტო თემების კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერთა ჯგუფის წევრი. ტემპუსის პროექტის — „ENGITEC“-ის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა „უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაციას საქართველოში, ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ“ იმყოფებოდა იტალიაში ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - POLITO (2013) და შვედეთში, სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში — KTH (2014).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ახალი ტიპის წინასწარ დაძაბული წამწის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა“, დაიცვა 2001 წელს.

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 544-545

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]