გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2118

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Small Flag of the United Nations ZP.svg
გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუცია 2118
Syria (orthographic projection).svg
სირიის მდებარეობა
თარიღი 27 სექტემბერი 2013
სხდომა № 7 038
კოდი S/RES/2118 (დოკუმენტი)
თემა სირიიული ქიმიური იარაღის ლიკვიდაცია
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2118გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2118 მიიღეს ერთხმად 2013 წლის 27 სექტემბერს, სირიული ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სირიის სამოქალაქო ომის დროს. ის მოიხსენიებს გაეროს უშიშროების საბჭოს 1540, 2042 და 2043 რეზოლუციებსა და ყურადღებას ამახვილებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სამოცდამერვე სესიის საერთო დებატების მეორად საკითხებზე. რეზოლუციის მიხედვით, სირიას 2014 წლის შუამდე აქვს დრო გაანადგუროს იარაღის არსენალი. ასევე, ის ხაზს უსვამს გადატანის გეგმასაც. მცირე ხარვეზების მიუხედავად, ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის მოხსენების თანახმად განადგურება დიდიწილად მოხდა გრაფიკის გათვალისწინებით.

რეზოლუციის საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად ქიმიური იარაღი გამოიყენეს 21 აგვისტოს 2013 წლის ღუტას თავდასხმებისას. სირიის მთავრობამ ამბოხებულები დაადანაშაულა განხორციელებულ თავდასხმასა და ქიმიური იარაღის გამოყენების სხვა ქმედებებში. გაუტას მოვლენების საპასუხოდ, ქვეყნების კოალიცია აშშ-სა და საფრანგეთის[1] მეთაურობით იმუქრებოდა სირიაზე საჰაერო იერიშების მიტანით, როგორც სასჯლით სახელმწიფოს დადანაშაულების გამო ქიმიური იარაღის გამოყენებაში. რუსეთი[2] ადრევე მხარს უჭერდა სირიის მთავრობასა და ბლოკავდა დასავლეთის ძალისხმევას გაეროს სანქცირებული სამხედრო ინტერვენციისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში[3]. დიდი ოცეულის სამიტის განმავლობაში 6 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა განიხილავდნენ იდეას სირიის ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლზე აყვანის შესახებ[4].

2013 წლის 9 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ივარაუდა, რომ საჰაერო დარტყმების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ სირია დაცლიდა ქიმიური იარაღის მარაგებს ერთ კვირაში, მაგრამ სახელმწიფო დეპარტემენტიდან ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ კერის განცხადება და ერთკვირიანი ვადა იყო რიტორიკული სირიისგან ნაკლებად მოსალოდნელი ქიმიური იარაღის ჩაბარების ფონზე[5][6]. თუმცა, კერის განცხადების რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ რუსეთმა სირიას შესთავაზა დაეთმო თავისი ქიმიური იარაღი[7] და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვალიდ ალ-მუალემი გამოეხმაურა განცხადებას და მიესალმა შეთავაზებას[7][8]. ამან გამოიწვია სირიული ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის გეგმა. მას შემდეგ, რაც სირიამ რატიფიცირება მოახდინა დოკუმენტის, რომ შესულიყო ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციაში და მას გადაეცა დოკუმენტაცია მისი არსენალის შესახებ ამ ორგანიზაციაში, მეტი დისკუსია გაიმართა და რუსეთის აცხადებდა, რომ დასავლეთს სურდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ საჰაერო დარტყმები დარჩებოდა შესაძლებლობად, თუ სირია არ დათმობდა ქიმიური იარაღს, სწორედ ამიტომაც გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 2118[9].

ხმის მიცემამდე, ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო სამოქმედო გეგმა ვერიფიკაციის, გადატანისა და განადგურების ვადებით სირიული სარინის არსენალისა და სხვა ქიმიური იარაღებისა 2014 წლის შუამდე პროგრამით, რომელიც ქიმიური იარაღის შესახებ კონცენციის რეგულარული დესტრუქციის ვადებთან შედარებით „აჩქარებულია“. გენერალურმა დირექტორმა, აჰმედ უზუმჩუმ განაცხადა, რომ: „ეს გადაწყვეტილებაწარმოადგენს აშკარა გზავნილს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აპირებს ერთად იმუშაოს სირიაში მშვიდობისათვის, რაც დაიწყო ამ ქვეყანაში ქიმიური იარაღის აღმოფხვრით“[10].

რეზოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკუსიის განმავლობაში 20:15 საათიდან 21:45-მდე (EST) შემდეგი სპიკერები განიხილავედნენ საკითხს: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (სერგეი ლავროვი), აშშ (ჯონ კერი), გაერთიანებული სამეფო (უილიამ ჰეიგი), ლუქსემბურგი (ჟან ასელბორნი), საფრანგეთი (ლორან ფაბიუსი), აზერბაიჯანი (ელმარ მამადიაროვი), სამხრეთ კორეა (იან ბიანგ-სი), ჩინეთი (ვან ი), გვატემალა (ფერნანდო კარერა), მაროკო (საად-ედინე ელ ოსმანი) და არგენტინა (ჰექტორ ტიმერმანი), ასევე პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში (სართაჯ აზიზი) და მუდმივი წარმომადგენლები ტოგოსი, ავსტრალიისა და რუანდის. გაეროს უშიშროების საბჭოს 1540, 2042 და 2043 რეზოლუციების მოხსენიების შემდეგ, ახალმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უშიშროების საბჭოს „ურყევი მხარდაჭერა სირიის არაბთა რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქიმიური იარაღის გავრცელება, ისევე როგორც მისი გადაადგილების შესაძლებლობა წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“, ასევე კვლავ დაადასტურა, რომ სირია 1968 წლის 22 ნოემბერს შეუერთდა 1925 წლის ჟენევის პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც „ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება სირიის არაბთა რესპუბლიკაში, კონკრეტულად, 2013 წლის 21 აგვისტოს თავდასხმა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას“ და დააკისრა ვალდებულება სირიას მოეხდინა გეგმის იმპლემენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციისთვის: სირიას აქვს დრო 2014 წლის 30 ივნისამდე, რომ დაასრულოს თავისი ქიმიური იარაღის დესტრუქცია.

რეზოლუცია ასევე შეიცავს მოწოდებას „ტრანზიტული ორგანოს მართვის სრულად აღმასრულებელი ძალის განხორციელებისადმი, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ მოქმედი ხელისუფლება, ოპოზიცია და სხვა ჯგუფების და უნდა იყოს ჩამოყალიბდეს საერთო შეთანხმების საფუძველზე;“ ამავე დროს ის ამტკიცებს, რომ პროცესი არის შესაძლებლობა „სირიელი ხალხისთვის საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვისა. ყველა ჯგუფსა და სეგმენტს სირიის არაბთა რესპუბლიკის სოციუმისა უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ეროვნული დიალოგის პროცესში. ეს პროცესი არამერტო უნდა იყოს ექსკლუზიური, არამედ აზრობრივად მნიშვნელოვანი“. ქმედებები ამ მიზნით შეიცავს:

ვიკიციტატა
„კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის მიმოხილვას. შედეგი კონსტიტუციური მომზადებისა დამოკიდებული იქნება სახალხო დასტურზე; ახალი კონსტიტუციური წესრიგის დამყარებასთან ერთად, აუცილებელი იქნება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლებრივი მრავალპარტიული არჩევნები ახალი ინსტიტუტებისა და ოფისებისათვის, რომელიც შეიქმნენ. მდედრობითი სქესი სრულად უნდა იყვნენ წარმოდგენილები გადაცემის ყველა ასპექტში.“

მოგვიანებით რეზოლუციაში აღინიშნება გადაცემის სირთულე და ის, რომ მსგავსი გადაცემა უნდა იყოს მშვიდობიანი[11].

პრობლემატური საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუმცა, რეზოლუციის შესრულება იყო რთული საკითხი, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც წარმოიშვა იყო დაკავშირებული ქიმიურ იარაღთან, რადგან მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს აქვს სამრეწველო სიმძლავრე, რომ შეინახოს და განკარგოს ქიმიური იარაღი. ასეთ ვითარებაში საგარეო საქმეთა მინისტრის შემცვლელმა სერგეი რიაბკოვმა განაცხადა რეზოლუციამდე ორი დღით ადრე, რომ რუსეთი შესთავაზებდა ქიმიური იარაღის საცავებს და ის არ დაისაკუთრებდა არსენალის არცერთ ნაწილს. რადგან აშშ-მ დაბლოკა ქვეყნის გარეთ გატანა და ტრანსპორტირება მსგავის საბრძოლო აღჭურვილობისა, ინსპექტორებს უწევთ იმუშაონ სირიის შიგნით სამოქალაქო ომის პირობებში. ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ კეილორმა მიწერა „Bloomberg“-ს :

ვიკიციტატა
„ძნელია წარმოიდგინო ქიმიური იარაღის ინსპექტორები, დაცულები რუსული ან სხვა სამხედრო ძალებით, რომლებიც ჩართული არიან ქიმიური იარაღის მარაგის განადგრების რთულ პროცესში შუაგულ სამოქალაქო ომში. იმ შემთხვევაში თუ ინსპექტორები ან მათი დამცველები აღმოჩნდებიან რომელიმე მხრიდან ცეცხლის წინაშე, რა ინქება პასუხი საერთაშორისო საზოგადოების?[10]

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„მრავალი თვის განმავლობაში, მე ვამბობდი, რომ დადასტურებული ქიმიური იარაღის გამოყენებას სირიაში სჭირდებოდა მყარი, ერთიანი და გადამწყვეტი პასუხი. დღეს ღამით კი საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. წითელი შუქი იარაღის ერთ-ერთი ფორმის გამოყენებისთვის არ ნიშნავს, მწვანე შუქს სხვებისთვის. ეს არ არის ლიცენზია, რომ მოკლა სტანდარტული იარაღით. ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს. ყველა იარაღი უნდა დადუმდეს.[10]

ზესახელმწიფოებრივი ორგანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება დაადასტურა, რომ ის დაიწყებს ინსპექტირებას არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა და რომ გეგმამ მიიღო დასტური იმიტომ, რომ ლიკვიდაცია მთელი ქიმიური იარაღისა მომხდარიყო 2014 წლის შუამდე[12][13].

სახელმწიფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდასახელმწიფოებრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მუალემმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჩვენ განვახორციელებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს წინ წავიწიოთ შეთანხმების პატივსაცემად ქიმიური იარაღის განადგურებაში[12]. გაეროში ელჩმა, ბაშარ ჯააფარი მიესალმა რეზოლუციას[10] და დაამატა რომ სირია იყო „სრულად მომხრე“ დასწრებოდა შემოთავაზებულ მშვიდობის კონფერენციას და რომ ეს რეზოლუცია პასუხობდა სირიის გამოწვევებს და ეს ყველა, ვინც მხარს უჭერდა ოპოზიციას - თურქერთი, საუდის არაბეთი, კატარი, საფრანგეთი და აშშ - მათაც უნდა გაითვალისწინონ ის[12]. თუმცა, პატრიზანული ოპოზიციის ლიდერმა, აჰმად ალ-ჯაბამ განაცხადა, რომ შეთანხმება ვერ „დაასრულებს ტანჯვას სირიაში.[10]

დანარჩენი მსოფლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი სახელმწიფო მიესალა რეზოლუციას ზოგადად, მაშინ, როდესაც ზოგი, მსგავსად ბაჰრეინის, ტოგოსა და დანიისა განსაკუთრებულად დაეთანხმა რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს მეექვსე-მერვე სესიის მთავარ დებატებში[14]. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აპლოდისმენტებით შეეგება ერთსულოვან რეზოლუციას და მიესალმა მშვიდობიან ინიციატივებს კონფლიქტისთვის განცხადებით:

ვიკიციტატა
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უშიშროების საბჭომ მიიღო ერთიანი უმრავლესობით ქმედება სირიის საკითხზე ერთ წელზე მეტ დროში. სირიის პრობლემასთან გამკლავებისას უშიშროების საბჭომ უნდა გაითვალისწინოს მიზნები და პრინციპები გაეროს წესდებისა, იმოქმედოს პასუხისმგებლობით სირიელი ხალხის, მსოფლიოსა და ისტორიის წინაშე და დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებამ, რომელსაც ის მიიღებს, უნდა გაუძლოს ისტორიის გამოცდას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი მხარეები დარჩებიან ახლო კოოპერაციის პირობებში, შეასრულებენ პასუხისმგებლობებს და მოახდენენ იმპლემენტაციას ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის გადაწყვეტილებასა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ყოვლისმომცველი და ზუსტი ფორმით ისე, რომ საბოლოოდ მიღწეულ იქნას სწორი შეთანხმება სირიის ქიმიური იარაღის საკითხის შესახებ[15].“

მან დაამატა, რომ არც სირიასა და არც რეგიონს არ შეეძლო კიდევ ერთი ომის გადატანა[15]. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ სირიის კოოპერაცია „უნდა იყოს უპირობო და სრულად გამჭვირვალე. ეს რეზოლუცია არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი, არამედ მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჩვენ ახლა უნდა მოვახდინოთ მისი იმპელემენტაცია. არავის შეუძლია ენდოს რეჟიმს, რომელიც, ამ დრომდე, უარყოფდა მსგავსი იარაღის გამოყენებას[10].“

რუსეთის სერგეი ლავროვმა რეზოლუციის შესახებ თქვა, რომ ის „არ იძლევა რომელიმე ავტომატური გამოყენების შესაძლებლობას ძალისა თუ აღსრულების ღონისძიებისა“ შესაბამისი წარუმატებლობისას და რომ გაეროს უშიშროების საბჭო ვალდებული იქნება „ფრთხილად“ განიხილოს ნებისმიერი გადაწყვეტილება აღსრულებისა[10]. მან ასევე განაცხადა: „გაეროს უშიშროების საბჭო ... იქნება მზად მიიღოს საკმაოდ მკაფიო შესაბამისი ქმედებები წესდების VII მუხლის საფუძველზე[12].“

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას, რომ „მისცეს თავისუფალი ხელმისაწვდომობა“ ქიმიური იარაღის საცავებზე და დაეჯახა ამ განცხადების წარუმატებლობის გამოძახილებს. მან ასევე დაამატა:

ვიკიციტატა
„ეს რეზოლუცია ცხადყოფს იმას, რომ ამ საზარელ აქტზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აგონ პასუხი. ჩვენ ვართ აქ, რადგან ქმედებებს აქვს შედეგები და დღეს, რეჟიმი ვეღარ მოქმედებს, შესაბამისად იქნება შედეგებიც... ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო რომ მოეხდინა დეგრადაცია და შეეკავებინა სირიის ქიმიური იარაღის შესაძლებლობები [ და აშშ-ს შეტაკებას] უნდა გაეკეთებინა ეს. დღევანდელი რეზოლუცია კი ახორციელებს უფრო მეტსაც [გადაადგილებით ახდენს ლიკვიდაციას] ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური იარაღის მარაგისა დედამიწაზე[10].“

მის განცხადებას ხელმისაწვდომობის შესახებ მოჰყვა გამოხმაურება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის მიერ[10].

აშშ-ს ელჩმა გაეროში, სამანტმა ფოუერი აცხადებს: „ეს რეზოლუცია წარმოადგენს ახალ ეტაპს. უშიშროების საბჭო აარსებს ახალ საერთაშორისო ნორმას;“ თუმცა, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სუსან რეისმა დაარქვა მას „ძლიერი, მაკავშირებელი და აღსრულებადი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია[16].“ სკეპტიციზმი კი გამოხატეს რესპუბლიკელმა სენატრებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსეი გრაჰამ, რომლებმაც გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომ „ნაწერის წაკითხვა არ ცვლის რეალურ მდგომარეობას“ და დაამატა: „ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი იმედის ტრიუმფი რეალობაზე. ის არ შეიცავს არანაირ მნიშვნელოვან ან გადაუდებელ აღსრულების მექნიზმებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ასადის რეჟიმის დარღვევისას ძალის გამოყენების საფრთხეზე. მთელი კითხვა აღსრულების შესახებ კი გვერდზე გადაიდო[10].“

სხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალის, „რუსეთი გლობალურ გამოწვევებში“ რედაქტორმა, ფიოდორ ლუკიანოვმა, განაცხადა გარიგების შესახებ, რომ „ეს იყო კომპრომიტული ვერსია;“ თუმცა, დირექტორმა ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთისა ევრაზიის ჯგუფში, ქლიფ კუპჩანმა განაცხადა, რომ: „ეს იყო წინასწარ განჭვრეტადი საუკეთესო გზა შესაძლებლობებიდან. ჩვენ საკმაოდ ნათლად ვხედავთ ამ მოვლენას[16].“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასოცირებულმა დირექტორმა საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრისა თქვა: „რეზოლუციის ენა არის ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე რუსეთის მზადყოფნა, რომ მოიყვანოს ასადი შესაბამისობაში. მთლიანი გარიგების საყრდენ წერტილს მაინც წარმოადგენს მოსკოვის ვალდებულება შეასრულოს საკუთარი საქმე[10].“

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერომ გააგზავნა ინსპექტორები სირიაში, რადგან მოეხდინათ იარაღის არსენალის ლიკვიდაცია. მისია შეაფასეს აშშ-მ და რუსეთმა, რადგან კერიმ განაცხადა, რომ ის იყო კმაყოფილი მთავრობასთან კოოპერაციით[17],რომელმაც დაიმსახურა დადებითი შეფასება ინსპექტორების მხირდანაც[18] და ხაზი გაუსვა „რეკორდულ დროში“ მიღწეულ პროგრესს[19].

მისიის განმავლობაში ინსპექტორები უსაფრთხოების პრობლემის წინაშე იდგნენ, მაგალითად, დამასკოს ერთ-ერთ სასტუმრო იყო ახლოს ნაღმსატყორცნ პოლიგონთან[20] . 31 ოქტომბერს ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის მოხსენებაში აღინიშნა, რომ არსებული პროდუქცია და მისი გამოყენების შესაძლებლობები ლიკვიდირებულ იქნა ბოლო ვადამდე ერთი დღით ადრე. ის ამბობს, რომ 23 ქიმიური იარაღის საცავიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილზევე გაანადგურეს 21, ხოლო დანარჩენი ორი გადაიტანეს უსაფრთხო ადგილას და იქ მოახდინეს ინსპექტირება. ნოემბრის დასაწყისისთვის კი გახსნილი საცავების შემოწმება თითქმის დასრულებული იყო[21] ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ყველაზე კრიტიკული“ იარაღი გაქრება ქვეყანაში 2013 წლის ბოლოსთვის და სხვა ქიმიური იარაღი, ისოპროპანოლის გარდა გატანილ იქნება 5 თებერვლისთვის. ის ასევე ამატებს, რომ სეკვენსირებული განადგურება დაიწყება 15 დეკემბრისთვის და რომ „უპირატესი იარაღის“ ლიკვიდაცია მოხდება 2014 წლის მარტის ბოლოს. ეს ორგანიზაცია არ აცხადებს კონკრეტულად სად მოხდება ეს განადგურება.[22]

იმ ქვეყნების ნაკლებობის გამო, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ ქიმიური იარაღი განადგურებისთვის, ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აჰმად უზუმცუმ განაცხადა, რომ 798 ტონა ქიმიური ნივთიერებსა და 7.7 მილიონი ლიტრი დაბინძურებული წლის ტრანსპორტირება მოხდება ზღვით (საერთაშორისო წყლებით). „... ყველა ზომა შესაბამისად იქნება მიღებული ამ ნივთიერებათა გემით ტრანსპორტირებისა და განადგურების დროს.“ მან ასევე განაცხადა, რომ მოელოდა აშშ-ს ინიციატივას ყოფილიყო ლიდერი ამ პროცესში, რაგან „მათი დანადგარები მარტივად ინსტალირდებიან გემებსა თუ მიწაზე“[23].

ამას მოჰყვა აშშ-ს შეთავაზება გაენადგურებინა 500 ტონა „უპირატესი“ ქიმიური ნივთიერება ერთ-ერთ საკუთარ გებზე[24]. ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საერთაშორისო გეგმა იარაღის განადგურებისა. რუსეთის ჯავშანტექნიკა გაიტანს ქვეყანიდან საბრძოლო იარაღს (იპრიტის, სარინისა და სხვა ნივთიერებების ჩათვლით) და ამას კურირებას გაუწევს აშშ სატელიტებისა და ჩინური სათვალთვალო კამერებით. თუმცა, 31 დეკემბერის ვადა გადაიტანეს 31 მარტამდე 2014 წლისა ყველაზე საშიში იარაღებისთვის. იარაღის გადატანაში წვლილი შეტანის სურვილი გამოთქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ[25].

იმის მიუხედავად, რომ ვერ მოხერხდა 31 დეკემბრის ვადის გათვლისწინება მიმდინარე კონფლიქტის გამო, 2014 წლის იანვრის დასაწყისში ქიმიური ნივთიერებების პირველი პარტია გაიტანეს ქვეყნიდან განადგურებისთვის.[26]

2014 წლის იანვრის ბოლოს კრიტიკის საგანი გახდა სირიის ხელისუფლება. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა: „მე არ ვიცი რა მოტივები ამოძრავებს სირიის მთავრობას, ვფიქრობ, ეს არის დაბალი კომპეტენციის ბრალი. სხვა რა მიზეზით შეიძლება არ იჩენდეს სირია ინიციატივას ამ ქიმიური ნივთიერებების ქვეყნიდან გატანასთან დაკავშირებით.“

საპასუხოდ კი რუსეთის დიპლომატმა მიხეილ ულიანოვმა განაცხადა, რომ „სირიელები ახოს არიან საკუთარი ვალდებულებების შესრულებასთან“[27]. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გენადი გატილოვმა დაამატა, რომ 1 მარტის ვადა იქნება დაცული და ის, რომ „დიდი პარტიის გადატანა დაგეგმილია თებერვლისთვის“[28].

5 თებერვლის ვადის გადაცილების შემდეგ სირიამ გაეროსა და ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას შესთავაზა 100 დღიანი სამოქმედო გეგმა. ეს ორი ორგანიზაცია ჰააგაში შეიკრიბა შეთავაზების განსახილველად. ერთ-ერთმა დიპომატმა, რომლის სახელიც უცნობია, განაცხადა, რომ მარტის ვადა შეიძლება იქნას დაცული, ხოლო სირიის მიერ შემოთავაზებული მაისი ვადა იძლევა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ივნისში განადგურდეს სამხედრო იარაღი. ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მესამედი იარაღისა უკვე განადგურებული იყო[29].

ამავე ორგანიზაციის მიმდინარე მისიის ხელმძვანელმა, სიგრიდ კააგმა თქვა, რომ სირიამ უნდა დაიცვას 27 აპრილის დედლაინი თავისი ქვეყნის ყველა ქიმიური ნივთიერებებისთვის, რადგან მოხდეს მათი განადგურება 30 ივნისს. ხოლო 20 აპრილს მან განაცხადა, რომ 80% ნივთიერებებისა უკვე გადატანილ იქნება და სირია ახლოს იყო 27 აპრილის ვადის დაცვასთან[30].

27 აპრილს კააგმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად სახელმწიფოს უნდა დაეცვა 30 ივნისის ვადა და გაენადგურებინა ყველა ტოქსიკური იარაღი.მან დაამატა, რომ "7.5-8% მსგავსი ნივთიერებების ჯერ კიდევ ქვეყნაში იყო." "თუმცა 92.5% ქიმიური იარაღისა გატანილი ან განადგურებული იყო , რაც თავის მხრივ წარმოადგენდა განსაკუთრებულ პროგრესს. მცირე პროცენტი იარაღისა უნდა განადგურდეს დაუფიქრებლად ქვეყანაშივე. ეს კი შესრულებადია და დამოკიდებულია ნივთიერებათა ადგილმდებარეობის ხელმისაწვდომობაზე." კიდევ ერთ განხილვის საკითხს წარმოადგენდა ის, უნდა მიაენიჭოს თუ არა სირიას დარჩენილი 12 ქიმიური იარაღის საწარმოებელი ადგილის განადგურება. სირია გეგმავდა დაეხურა ის, რამდენადაც მათი გამოყენება იქნებოდა არახელსაყრელი, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა მოითხოვეს მათი განადგურება, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ახლიდან გახსნა გახდებოდა შესაძლებელი[31].

აგვისტოს შუარიცხვებში მოხდა დიდი რაოდენობით ნივთიერებათა ნეიტრალიზაცია ზღვაში. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა მისიის დადასრულისას: "წინ სვლასთან ერთად ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით იმას, რომ სირიამ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაანადგუროს დარჩენილი ქიმიური იარაღის საწარმოო აღჭურვილობა"[32].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mark Hosenball. (2013-08-01) Exclusive: Obama authorizes secret U.S. support for Syrian rebels. Reuters. წაკითხვის თარიღი: 18 September 2013.
  2. Russian offers troops to help remove Syria chemical arms“, September 22, 2013. 
  3. Richter, Paul. “Russian resistance torpedoes United Nations resolution on Syria“, August 28, 2013. 
  4. Steve Gutterman. “Putin, Obama discussed Syria arms control idea last week: Kremlin“, 10 September 2013. წაკითხვის თარიღი: 11 October 2013. 
  5. Kim Hjelmgaard. (2013-09-09) Kerry to Assad: Turn over chemical weapons to prevent strikes. USA Today. წაკითხვის თარიღი: 26 September 2013.
  6. Patrick Wintour. (2013-09-09) John Kerry gives Syria week to hand over chemical weapons or face attack. Guardian (UK). წაკითხვის თარიღი: 18 September 2013.
  7. 7.0 7.1 Julian Borger and Patrick Wintour. (2013-09-09) Russia calls on Syria to hand over chemical weapons. Guardian (UK). წაკითხვის თარიღი: 18 September 2013.
  8. Syrian official: Chemical weapons deal a 'victory'“, 15 September 2013. წაკითხვის თარიღი: 15 September 2013. 
  9. Russia Says U.S. Using Syria Chemical Weapons Deal To Seek U.N. Resolution Threatening Force Against Assad Government. Huffingtonpost.com (2013-09-22). წაკითხვის თარიღი: 2013-11-16.
  10. 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 10.10 Yoon, Sangwon. (2013-09-21) Syria Chemical-Arms Resolution Passes UN Security Council. Bloomberg. წაკითხვის თარიღი: 2013-09-29.
  11. Security Council Requires Scheduled Destruction of Syria’s Chemical Weapons, Unanimously Adopting Resolution 2118. Un.org. წაკითხვის თარიღი: 2013-09-29.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 UN unanimously adopts Syria arms resolution. Al Jazeera English. წაკითხვის თარიღი: 2013-09-29.
  13. Decision: Destruction of Syrian Chemical Weapons. OPCW (27 September 2013). წაკითხვის თარიღი: 28 September 2013.
  14. General Assembly of the United Nations - General Debate of the 68th Session. Gadebate.un.org. წაკითხვის თარიღი: 2013-10-30.
  15. 15.0 15.1 China welcomes adoption of Security Council resolution on Syria. News.xinhuanet.com (2012-07-31). წაკითხვის თარიღი: 2013-09-29.
  16. 16.0 16.1 Julia Ioffe. UN Syria Resolution: As good as it gets. New Republic. წაკითხვის თარიღი: 2013-09-29.
  17. CBS/AP/ October 7, 2013, 4:32 AM Kerry: U.S. and Russia "very pleased" with progress on Syria chemical weapons destruction. CBS News (2013-10-07). წაკითხვის თარიღი: 2013-10-30.
  18. Chemical weapons inspectors say Syria cooperating with mission (video). Reuters (2013-10-09). წაკითხვის თარიღი: 2013-10-30.
  19. Nicholas Blanford. (2013-10-07) Kerry praises Assad for acting on Syria's chemical weapons in 'record time'. Christian Science Monitor. წაკითხვის თარიღი: 2013-10-30.
  20. Karin Laub. (2013-10-12) Mortar shells hit near chemical inspectors’ hotel in Syria: Reports. Global News (Canada). წაკითხვის თარიღი: 2013-10-30.
  21. Syria chemical weapons facilities 'destroyed'. Al Jazeera English. წაკითხვის თარიღი: 2013-11-08.
  22. Syria Chemical Arms to Be Removed by February. Bloomberg (2013-11-15). წაკითხვის თარიღი: 2013-11-16.
  23. Syria weapons 'could be destroyed at sea'. Al Jazeera English (2013-11-23). წაკითხვის თარიღი: 2013-11-23.
  24. US offers to destroy Syria's chemical weapons. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.
  25. UK pledges to help destroy Syria chemicals. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.
  26. Removal of Syria's chemical weapons begins. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.
  27. Russia backs Syria on chemical weapons plan. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.
  28. Russia says Syria will ship chemical weapons. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.
  29. Watchdog: Half of Syria's chemicals removed. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.
  30. Syria removes 80 percent of chemical weapons. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.
  31. Syria 'still holds chemical weapons'. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.
  32. PressTV. წაკითხვის თარიღი: 8 September 2016.