გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1364

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1364

გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თარიღი 31 ივლისი 2001
სხდომა № 4353
კოდი S/RES/1364 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1364 მიიღეს ერთხმად 2001 წლის 31 ივლისს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1339 (2001), საბჭომ გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 2002 წლის 31 იანვრამდე.[1]

რეზოლუციის პრეამბულაში, საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია ორ მხარეს შორის პროგრესის არარსებობა საკვანძო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები გაწყდა გალისა და გულრიფშის რაიონებში მომხდარი მკვლელობებისა და მძევლების ინციდენტების გამო, ხოლო 2001 წელს პრიმორსკში მომხდარი ინციდენტის გამო.

უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის გაუარესების, ძალადობის, მძევლად აყვანის, კრიმინალის ზრდისა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების არსებობის გამო, რაც საფრთხეს უქმნიდა სამშვიდობო პროცესს.[2] ორივე მხარეს, განსაკუთრებით აფხაზურ მხარეს, მოუწოდეს დაასრულონ დისკუსიის ჩიხში შეყვანა და გააგრძელონ კონფლიქტის ძირითად საკითხებზე მოლაპარაკება. საბჭომ, ასევე დაჟინებით მოითხოვა, რომ მხარეებმა ერთად იმუშაონ ამგვარი ინციდენტების გასარკვევად, უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება და დამნაშავეთა დასჯა.

რეზოლუციამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის შედეგად დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობა და დაადასტურა ყველა ლტოლვილის დაბრუნების უფლება. 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა დაგმეს, განსაკუთრებით სამხედრო სწავლება, რომელიც ჩატარდა 2000 წლის ნოემბერში მძიმე შეიარაღების გამოყენებით, როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მიერ. შეშფოთება გამოითქვა გაეროს დამკვირვებელთა მისიის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალებისა და სხვა პერსონალის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე და საბჭომ შეახსენა მხარეებს, რომ მათ პასუხისმგებლობა ეკისრება პერსონალის უსაფრთხოებაზე.

საბოლოოდ, გენერალურ მდივანს, კოფი ანანს დაევალა საბჭოს რეგულარული ინფორმირება მოვლენების შესახებ და სამი თვის შემდეგ მოხსენების მომზადება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Security Council extends UNOMIG mandate until 31 January 2002“. United Nations. 31 July 2001.
  2. Fischer, Horst (2004). Yearbook of International Humanitarian Law:, Volume 4; Volume 2001. Cambridge University Press, გვ. 306. ISBN 978-90-6704-169-0.