ბუნკერი (ფილმი)
იერსახე
| „ბუნკერი“ | |
|---|---|
|
| |
| ჟანრი | დრამა, ისტორიული ფილმი, სამხედრო ფილმი |
| როლებში | ბრუნო განცი, ალექსანდრა მარია ლარა, იულიანა კიოლერი |
| ხანგრძლივობა | 150 წუთი (2 საათი და 30 წუთი) |
| ქვეყანა |
|
| ბიუჯეტი | 13.5 მილიონი € |
ბუნკერი (გერმ. Der Untergang) — გერმანელი რეჟისორი ოლივერ ჰირშბიგელის ფილმი მესამე რაიხის და მისი ფიურერის — ადოლფ ჰიტლერის ბოლო დღეებზე. ფილმი დაფუძნებულია ჰიტლერის პირადი მდივნის, ტრაუდლ იუნგეს მოგონებებზე და ისტორიკოსი იოახიმ ფესტის წიგნზე „Der Untergang“. ფილმის გადაღება ხდებოდა ბერლინში, მიუნხენში და სანქტ-პეტერბურგში, რადგანაც უკანასკნელში იყო რამდენიმე ნახევრად დანგრეული შენობა, რომლებიც ძალიან ჰყავდა 1940-იანების ბერლინს. ფილმმა ასევე მოიპოვა ოსკარი უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება ვითარდება ფიურერბუნკერში ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, სადაც თავის ბოლო დღეებს ატარებს ნაცისტური გერმანიის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი.