დინოზავრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დინოზავრი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დინოზავრები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: Sauropsida
ქვეკლასი: Diapsida
ინფრაკლასი: Archosauromorpha
ზერიგი: დინოზავრები
ლათინური სახელი
Dinosauria
დაცვის სტატუსი

დინოზავრები (ლათ. Dinosauria) — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრებითეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში (ქუთაისის მახლობლად).

„მეცნიერები ძალიან გააოცა იმის აღმოჩენამ, რომ დინოზავრები ბალახს ჭამდნენ“, — იუწყება „ასოშიეიტიდ პრესი“. ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ ინდოეთში აღმოჩენილი ზავროპოდის ნაშთის გამოკვლევისას. რა იყო ამაში გასაოცარი? ადრე ვარაუდობდნენ, რომ „ბალახი დინოზავრების გადაშენებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ წარმოიშვა“. ასევე ფიქრობდნენ, რომ ზავროპოდებს „არ ჰქონდათ ისეთი კბილები, რომ ბალახის უხეში ღეროები დაეღეჭათ“. აღნიშნული გამოკვლევის ხელმძღვანელი, პალეობოტანიკოსი კაროლინა სტრონბერგი ამბობს: „ბევრი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დინოზავრები ბალახს ჭამდნენ“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

http://www.dinodatabase.com

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]