შინაარსზე გადასვლა

ბრტყელფოთოლა თეთრყვავილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრტყელფოთოლა თეთრყვავილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  თეთრყვავილა
სახეობა:  ბრტყელფოთოლა თეთრყვავილა
ლათინური სახელი
Galanthus platyphyllus
Traub & Moldenke, 1948

ბრტყელფოთოლა თეთრყვავილა (ლათ. Galanthus platyphyllus) — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს პრიალაა, მუქი მწვანე, ფართო, მოგრძოლანცეტა ფოთლები წვეტზე ჩაჩით. ყვავილები პატარა ან საშუალო ზომისაა. საყვავილე ღერო სიგრძეში ფოთლებს აღემატება. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები მოგრძოკვერცხისებურია, შიგნითა პატარა ზომისაა, ყვითელი ლაქით, წვერში ამოკვეთილი არ არის. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდია აპრილ-მაისი. კავკასიის ენდემია. გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, აგრეთვე საქართველოში, სადაც, ძირითადად, დასავლეთ ნაწილში, ასევე ქართლსა და მთიულეთში გვხვდება. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში.[1]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 30.