ამარილისისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამარილისისებრნი
Narcissus poeticus
Narcissus poeticus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Asparagales
ოჯახი:  ამარილისისებრნი
ლათინური სახელი
Amaryllidaceae

ამარილისისებრნი, ნარგიზისებრნი (ლათ. Amaryllidaceae) — ერთლებლიანი ყვავილოვანი მცენარეების ოჯახი. მრავალწლოვანი, ბოლქვიანი, იშვიათად ფესურიანი ბალახოვანი მცენარეები. აქვს ორსქესიანი აქტინომორფული ყვავილები; ყვავილის ქვედა ნასკვით განსხვავდებიან მათთან ახლოს მდგომ შროშანისებრთა ოჯახისაგან.

ცნობილია 75 გვარის 100-მდე სახეობა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უმეტესად სამხრეთ აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ველურად იზრდება 4 გვარი: ცხენისკბილა (ლათ. Leucojum), შტერნბერგია (ლათ. Sternbergia), პანკრაციუმი (ლათ. Pancratium) და თეთრყვავილა (ლათ. Galanthus). ეს უკანასკნელი ფართოდ არის გავრცელებული ჩვენში და რამდენიმე ენდემურ სახეობას შეიცავს. ცნობილია მისი ადრე გაზაფხულზე მოყვავილე სახეობები.

ამარილისისებრთა უმრავლესობა (ნარგიზი, ამარილისი, კლივია და სხვა) დეკორატიულია. ზოგი სახეობა ალკალოიდებს შეიცავს და მათ მედიცინაში იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]