ბოსნიელები მონტენეგროში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსნიელები მონტენეგროში

ბოსნიელი უმცირესობის დროშა მონტენეგროში
საერთო მოსახლეობა
53,605 (2011 წლის მონაცემები)
ენები ბოსნიური
რელიგიები ისლამი, სუნიზმი

ბოსნიელები ეთნიკური ჯგუფი მონტენეგროში . 2011 წლის აღწერის მიხედვით, ბოსნიელთა საერთო რაოდენობა მონტენეგროში შეადგენდა 53 605-ს, ანუ მოსახლეობის 8,6%-ს. ამრიგად, ისინი ქვეყანაში სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფს შეადგენენ ჩერნოგორიელებისა და სერბების შემდეგ.[1]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიელთა წილი მონტენეგროში მუნიციპალიტეტების მიხედვით 2003 წელს

ბოსნიელები ძირითადად ცხოვრობენ ჩერნოგორიის ჩრდილოეთით, სანჯაკის რეგიონში და შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას ოთხ მუნიციპალიტეტში: როჟაჯში (83,91%), პეტნიკაში (83,02%), პლავში (56%) და გუსინიეში (42,64%).[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჯაკელ ბოსნიელთა ორი მესამედი თავის წარმომავლობას უკავშირებს მონტენეგროს რეგიონების მაცხოვრებლებს, საიდანაც 1687 წელს დაიწყეს გადინება, მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა კონტროლი ბოკა კოტორსკაზე . ეს ტენდენცია გაგრძელდა ძველ მონტენეგროში 1711 წლის შემდეგ. ამ პერიოდში მოსახლეობის უმეტესობა, ვინც ისლამი მიიღო ("istraga poturica") გაანადგურეს. ძველი მონტენეგროდან სანჯაკში მიგრაციის მასტიმულირებელი იყო ის ფაქტი, რომ სანჯაკის ძველი მართლმადიდებლური მოსახლეობა ორ ტალღად გადავიდა სერბეთისა და ჰაბსბურგის მონარქიის ( ვოევოდინა )მიმართულებით, ჯერ 1687 წლის შემდეგ და შემდეგ 1740 წლის შემდეგ, რის გამოც სანჯაკის რაიონები დაუსახლებული დარჩა.

სერბეთისა და მონტენეგროს ბოსნიელები დაყოფილი სანჯაკის რეგიონში (წყვეტილი წითელი ხაზი).

სანჯაკელ ბოსნიელთა უკანასკნელი ნაკადის მოდინება მოხდა სხვა რეგიონებიდან. ნაწილი ჩამოვიდა სლავონიიდან 1687 წლის შემდეგ, როდესაც თურქეთმა დაკარგა ყველა მიწები სავას ჩრდილოეთით ავსტრო-თურქეთის ომში . უმეტესობა ჩამოვიდა ჰერცეგოვინიდან 1876 წლის შემდგომ პერიოდში, და განსაკუთრებით სერბების მიერ ორგანიზებული ჰერცეგოვინაში მომხდარი ავსტრია ქვეშევრდომების წინააღმდეგ მიმართული აჯანყების შემდეგ, ამას მოჰყვა ბოსნია - ჰერცეგოვინადან შემოსული ახალი ტალღა, რაც გამოწვეული იყო 1878 წელს ბერლინის ხელშეკრულების შედეგად ბოსნიის ვილაეთის ავსტრია-უნგრეთის კონტროლის ქვეშ მოქცევით. ბოსნიიდან ემიგრაციის ბოლო ტალღა მოვიდა 1908 წელს, როდესაც ბოსნია ოფიციალურად იყო ანექსირებული ავსტრია-უნგრეთის მიერ. შედეგად, შეწყდა ბოსნიელი მუსლიმების პირდაპირი კავშირი პორტოსთან, ისინი გამოვიდნენ ოსმალთა მფარველობიდან. დღეს ბოსნიელები უმცირესობას წარმოადგენენ მონტენეგროში, სადაც მხოლოდ 50000-ზე მეტი ბოსნიელი ცხოვრობს.[3]

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიელთა მთავარი პოლიტიკური პარტია არის ბოსნიური პარტია (BS), რომელსაც ხელმძღვანელობს რაფეტ ჰუსოვიჩი . პარტიას ამჟამად ორი ადგილი აქვს მონტენეგროს პარლამენტში .მეორე პარტია — მართლმსაჯულებისა და შერიგების პარტია მონტენეგროში (SPP u Crnoj Gori), რომელსაც ხელმძღვანელობს ხაზბია კალაჩი.

მონტენეგროში ბოსნიელთა უმრავლესობა მონტენეგროს დამოუკიდებლობის მომხრე იყო 2006 წელს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს.[4]

დიალექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუსინიესა და პლავის სლავური დიალექტში იგრძნობა ალბანური ენის ძალიან ძლიერი სტრუქტურული გავლენა. მისი უნიკალურობა ალბანურსა და სლავურს შორის ენობრივი კონტაქტების თვალსაზრისით განპირობებულია იმით, რომ სლავურ ენაზე მოლაპარაკეთა უმრავლესობა ალბანური წარმოშობისაა. [5]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს, ბოსნიელთა უმრავლესობა ძირითადად სუნიტი მუსლიმია. არიან ჰანაფიზმის მიმდევრები. რომელიც წარმოადგენს ისლამური სამართლის უდიდეს და უძველეს სკოლას სუნიტური ისლამის იურისპრუდენციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tомановић, Лазар (2007). Путописна проза. Градска библиотека и читаоница Херцег Нови.(ბოსნ.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Montenegro#Demographics
  2. Tabela CG5. Stanovništvo prema nacionalnoj odnosno etničkoj pripadnosti i vjeroispovijesti (ბოსნ.)
  3. Stanovništvo Crne Gore prema polu, tipu naselja, nacionalnoj, odnosno etničkoj pripadnosti, vjeroispovijesti i maternjem jeziku po opštinama u Crnoj Gori
  4. Bieber, Florian (2003). Montenegro in Transition – Problems of Identity and Statehood. Baden-Baden, Germany: Nomos Verlagsgesellschaft. ISBN 978-3-8329-0072-4.
  5. Matthew C., Curtis (2012) Slavic-Albanian Language Contact, Convergence, and Coexistence. The Ohio State University, გვ. 140.